გოდერძი ჩოხელი – მოლოდინი


– ასე მგონია, ვიღაცა უნდა შემხვდეს.
– ვინ უნდა შეგხვდეს?
– რა ვიცი.
– მაშ, რატომ გგონია?
– იცი, მე ის მიყვარდა.
– როდის?
– ეგ არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ.
– მაინც?
– მანამ დავიბადებოდი.
– ვერ გავიგე.
– შეიძლება მაშინ დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან. მე იქ მიყვარდა და ეხლაც სულ იმას ვეძებ.
– რომ არ შეგხვდეს?
– ეგეც შეიძლება.
– უცოლო ხომ არ დაბერდები, მოიყვანე ვინმე.
– ვინ?
– რა ვიცი, ვინმე.
– არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო.
– ის რომ არ შეგხვდეს?
– ხომ მიყვარს?
– ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს.
– ჰო, მიყვარს.
– იქნებ არ გიყვარს?
– მაშ, რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდეს?
– იქნებ სიზმარში ნახე.
– არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
– გარეგნობა გახსოვს, როგორი აქვს?
– არა, არ მახსოვს.
– მაშ, როგორ უნდა იცნო, რომ შეგხცდეს?
– ვიცნობ. ვიცი, რომ ვიცნობ. არ შეიძლება რომ არ ვიცნო.

* * *

– არ შეგხვდა?
– არა, არ შემხვდა.
– მერე?
– რა მერე?
– არ მოიყვანე ცოლი?
– არა.
– კიდევ იმას ელოდები?
– ჰო.
– რამდენი წლის ხარ?
– სამოცდაექვსის.
– კიდევ გიყვარს?
– კიდევ.
– იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი!
– ჰა?!
– არა, არაფერი.

(მიყვარს…მიყვარს…!!)

2 responses to “გოდერძი ჩოხელი – მოლოდინი

  1. აი ეს ნაწარმოები შემიძლია წავიკითხო უაზროდ ბევრჯერ… ძალიან ძალიან მიყვარს….!!!!❤❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s