წერილი, რომელიც ადრესატამდე არასდროს მივა…


რითი დავიწყო არ ვიცი… მინდა ყველაფერი გითხრა, რასაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი და ვგრძნობ ეხლაც… არ ვიცი როგორ შევძლებ ამ გრძნობის  ფურცელზე გადმოტანას მაგრამ მინდა,რომ იცოდე რასაც ვგრძნობ, რადგან არ მინდა გეგონოს, რომ ჩემთვის სულერთი ხარ… ვიცი რომ გგონია,რომ ჩემთვის სულერთი ხარ და საერთოდ არ მაინტერესებ მაგრამ ეს ესე არ არის….
მინდა იცოდე,რომ მართლა მიყვარხარ… მართალია ამას მეც სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი,მაგრამ მართლა ასეა… ვიცი რომ მიყვარდი, სულ ეს წლები მიყვარდი, მაგრამ ჩემ თავს ვატყუებდი,რომ ეს ესე არ იყო… თავს ვიტყუებდი,რომ მეზიზღებოდი,მაგრამ ეს ესე არ არის.. არ მძულხარ პირიქით…..
ვიცი, რომ სულ ცუდად  გექცეოდი … არა მარტო ეს ბოლო წლები, არამედ სულ ბავშვობაშიც კი….ვიცი რომ ბევრჯერ გატკინე გული და მინდა, რომ პატიება გთხოვო და იმედია შეძლებ და მაპატიებ…. ისიც მინდა იცოდე,რომ ის 4 თუ 5 წელი სულ მახსოვდი,არ დამვიწებიხარ… ისე როგორ შეიძლებოდა შენ დამვიწყებოდი…. ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი,რომ მაშინ ბავშვობაშიც მიყვარდი,არა ეს ესე არ იყო..არ იყო იმიტომ რომ მაშინ მე არც კი ვიცოდი რა იყო სიყვარული…. მაგრამ ამ დიდი ხნის მერე, რაც ნანახი არ მყავდი 5 წლის მერე, რომ გნახე მეგონა რომ როგორც მეგობარს ისე გიყურებდი და შენც ეგრე მიყურებდი,მაგრამ შევცდი … შევცდი არც შენ მიყურებდი როგორც მეგობარს და არც მე, მაგრამ ამას მე გვიან მივხვდი…
ბოდიში მინდა მოგიხადო კიდევ იმის გამო რაც იმ ზაფხულს მოხდა…. ბოდიში… ვიცი ეს წერილი, რომელსაც მე ეხლა ვწერ სულ სიტყვა “ბოდიში” –თ უნდა იყოს სავსე ,რადგან ძალიან ბევრი რამ გაწყენინე.. და მინდა იცოდე,რომ მართლა ვნანობ .. ვნანობ რეებიც გავაკეთე და რატომაც გატკიდე გული… ბოდიში,ბოდიში,ბოდიში……
ვიცი ჩემი ბოდიში ეხლა აღარაფერს უშველის, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გითხრა,რომ მართლა  ვნანობ და პატიებას გთხოვ….
არ ვიცი ეხლა ჩვენს ურთიერთობას რა მომავალი ექნება… მაგრამ ეხლა შენ თუ ამას კითხულობ მინდა გითხრა,რომ სულ მიყვარდი…მიყვარხარ… და სულ მეყვარები… ისეც მინდა იცოდე, რომ არ მიყვარხარ ისე როგორც ჩემი ბავშვობის მეგობარი…. სულ სხვანაირად მიყვარხარ და მეყვარები სულ….
ძალიან ბევრი რაღაცის თქმა მინდა,მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ…. არ ვიცი,როგორ გადმოგცე სიტყვებით ის, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ…მართლა არ ვიცი….
ამ წერილის  დაწერა რომ გადავწყვიტე არ მეგონა თუ ოდესმე ჩვენ ერთად ვიქნებოდით,მართლა არ მეგონა,, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო.. არ მეგონა თუ ამ შიშს  გადავლახავდი და ვიქნებოდი შენთან ერთად,მაგრამ ეგრე მოხდა და მიხარია კიდეც,,, ბედნიერი ვარ ყოველ შემთხვევაში ვიყავი… ვიცი რაღაც მოხდა რამაც ჩვენი ურთიერთობა გააფუჭა.. ეხლა კი თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ … არ ვიცი,ვერ ვხვდები დაშორება გინდა თუ რა.. მაგრამ მე ვიცი,რომ შენი დაკარგვა არ მინდა.. არ მინდა ისევ შორს იყო ჩემგან…. არ მინდა !!… მახსოვს მითხარი დამპირდი,რომ ამ ღამეს არასდროს ინანებო და მეც დაგპირდი.. მინდა იცოდე,რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის ამის შემდეგ არასდროს არ ვინანებ რაც ჩვენს შორის იყო.. ეს მართლა ყველაზე ბედნიერი თვეები იყო ჩემს ცხოვრებაში… და იმედია არც დამთავრდება… მახსოვს მითხარი იმ ღამეს როგორც შენ გინდა ისე მოვიქცეთო და მოვიქეცით კიდევაც ისე როგორც მე მინდოდა, ახლა კი მეც იგივე მინდა გითხრა, როგორც შენ გინდა ისე მოვიქცეთ,რადგან ჩემთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი,რომ ბედნიერი იყო,ჩემთან თუ სხვასთან ეს არ მაინტერესებს.. რა თქმა უნდა მინდა, რომ ჩემთან იყო,მაგრამ შენი ბედნიერებისათვის ყველაფერს გავაკეთებ…
მიყვარხარ და სულ მეყვარები… ვგრძნობ,რომ ჩვენს შორის უხილავი ძაფია გაბმული და ეს ძაფი ჩვენ არასოდეს მოგვცემს იმის უფლებას,რომ ერთმანეთი დავივიწოთ…. არ ვიცი მომავალში რა გველოდება… ამ ჩვენ ურთიერთობას როგორ მოვაგვარებთ მაგრამ მინდა იცოდე,რომ მიყვარხარ….ვიცი შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ და იმედი მაქვს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ისევ ისეთი ბედნიერები ვიქნებით როგორც ადრე….


3 responses to “წერილი, რომელიც ადრესატამდე არასდროს მივა…

  1. თითქმის იგივე სიტუაციაში ვარ.. რა საშინელებაა..მართლა მესმის შენი😦

  2. ver gavige, rad ginda amas blogze rom wer da uamravi adamiani kiTxulobs. rad ginda im intimur Temaze saubari, rac Sensa da mas Soris iyo, Tu aris, siyvarulze vsaubrob. wadi da uTxari. Tu gabutulebi xarT, mainc midi da uTxari. aq, ase, blogze, sadac SeiZleba sul ver Semovides, ratom wer ar mesmis? amiT didi tkivils iSoreb,, Tu? araferas ar gaZlevs es saiti, wadi da daelapaarke. dasxediT da bevri, bevri isaubreT. rac problemaa Zirfesvianad amoTxareT, amoglijeeT. EVERYTHING WILL BE OKAY!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s