დორიან გრეის პორტრეტი….


დორიან გრეის პორტრეტი… ეს ის წიგნია,რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა…არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს გრძნობა… როდესაც ვკითხულობდი სრულიად ჩართული ვიყავი… დორიანთან ერთად განვიცდიდი ყველაფერს … მასთან ერთად მეც მეშინოდა და მეც მიყვარდა…
ლორდ ჰენრი,არის მასში რაღაც იდუმალი … ზოგ რაღაცაში სრულებით ვეთანხმებოდი და ზოგშიც არა…
ბეზილი… თითქმის ყველას გონია,რომ იგი ცისფერი იყო.. მაგრამ  ნამდვილად არ არის !! ბეზილი ხელოვანია,რომელმაც ის იდუმალება დაინახა დორიანში,რისი დანახვაც სხვებს არ შეეძლოთ…

 

რაც შეეხება ფილმს… ეს არის დამახინჯებული… არასწორად გაგებული ფილმი… ყველაფერი დამახინჯებულია… სიუჯეტი,პერსონჟები.. აბსოლიტურად ყველაფერი.. საერთოდ სხვანაირი წარმომედგინა დორიან გრეი … მაგრამ ვაფასებ ამ მსახიობის ნიჭს მართლაც,რომ საოცრად ითამაშა…
ახლა კი ჩემი ამონაწერები წიგნიდან… რომლებსაც მთლიანად ვეთანხმები …

 

“//1. მეგობრობისათვის სიცილი არცთუ ისე ცუდი დასაწყისია და გაცილებით უმჯობესია,თუ ამითვე მტვრდება…

2.მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ.ქალები კი იმიტომ თხოვდებიან,რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან…

3.წარსულის მთელი მომხიბვლელობა იმაშია,რომ ის წარსულია…

4.თუ ქალი მეორედ თხოვდება,ეს მხოლოდ იმიტომ,რომ მას პირველი ქმარი ეზიზღებოდა,ხოლო თუ კაცი ცოლს მეორედ ირთავს,მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა…

5.სიყვარულს სასიცოცხლო ძალას მხოლოდ განმეორება მატებს…

6. ქალმა სიყვარული გულით კი არა,ყურით იცის… კაცებს კი სიყვარული თვალში აქვთ (ამას ცოტა შევცვლიდი…))

7.მოხუცებულობის ტრაგედია ის კი არ არის,რომ ადამიანი ხანდაზმულობას აღწევს,არამედ ის,რომ სული მარად ახალგაზრდული რჩება…//”

იმათ ვისაც არ გაქვთ წაკითული გირჩევთ,რომ აუცილებლად წაიკითხით..

8 responses to “დორიან გრეის პორტრეტი….

  1. მე წაკითხული მაქვს და მაგარია!.. მართლა…
    აქ ჩამოთვლილთაგან, მე ყველაზე მეტად ეს მომწონდა “წარსულის მთელი მომხიბვლელობა იმაშია,რომ ის წარსულია…”.
    ფილმი არ მაქვს ნანახი, ამბობენ არაა ურიგოო.. ისე, მე ყოველთვის წიგნი უფრო საინტერესოდ მიმაჩნა, ვიდრე ფილმი, რაც არ უნდა კარგად იყოს გაკეთებული, ამიტომ მესმის შენი. ხო მართლა, წიგნში დორიან გრეი ქერაა და ფილმში შავი ხო? ასე მითხრეს მე :–D
    ჰენრის შემთხვევში მეც მასე ვიყავი, ზოგჯერ მაგარ რამეს ამბობს და ვეთანხმები, ზოგჯერ სრულიად საწინააღმდეგოს…
    და თვითონ დორიანზე რას ფიქრობ?

  2. ხოო დორიანი ფილმში შავგვრემანია… ბევრი რაღაც შეცვლილია და მაგან გამაღიზიანა…მაგალითად ჰენრის წიგნში შვილი არ ჰყავს და ფილმში კი პირიქით… დორიანზე კი იმას ვიტყვი,რომ ავტორს მისი სახით უნდოდა გადმოეცა ადამიანის სუსტი მხარე,რომელსაც გულუბრყვილობა და ბრმა მიმნდობლობა ეწოდება..ასევე უნდოდა დაგვენახა, რომ ეს თვისებები უარყოფითი და დამღუპველია.

  3. როგორ ძალიაბნ მიყვარს….. მეც დავწერე ჩემთან პოსტი დორიანზე…. ჰენრი ჩემი საყვარელი პერსონაჟია. რაც შეეხება ფილმს ძალიან დიდ ხანს ველოდებოდი გამოსვლას და სამწუხაროდ მე ც ძალიან გამიცრუა იმედები

  4. უაილდი ფანტასტიურია. ამონარიდებიც გემრიელად შეგირჩევია🙂
    ფილმი როგორც წესი, წიგნზე უარესი გამოდის. შესაძლოა, უარესი არა, მაგრამ სხვანაირი აუცილებლად. წიგნი პირველწყაროა, კითხვის დროს შენ და წიგნი ხართ, ეკრანიზაციის შემთხვევაში შენსა და მწერალს შორის რეჟისორი დგას და რეჟისორის თვალით უყურებ. აი, ამიტომ არის სხვანაირი.

  5. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე ნეტავ საერთოდ არ მეყურებინა ფილმისთვისთქო …

  6. – აარ ვიცი საერთოდ რა ვთქვა : (( დორიანი წიგნის დასაწყისში ისე შემიყვარდა რომ ვერ წარმომედგინა რომ ის საერთოდ რაიმე ცოდვის ჩამდენი იყო : (( წიგნმა კი მის პიროვნებას დიდი ზიანი მიაყენა და დაამახინჯა : ((

  7. ხალხო გამაგიჟებთ,ყველა იმას იძახით დორიან გრეი ქერა იყო და ფილმში შავგვრემანი რატომ არიო?!მაგ ფილმში სხვა ვერაფერი დაინახეთ?!!უმაგრესი ფილმია ბენ ბარსი საოცრად თამაშობს,ეგ ფილმი ნამდვილი შედევრია,მართლა არ მეგონა ასეთ ძლიერ ფილმს თუ გადაიღებდნენ იდიალურად თამაშობს ყველა მსახიობი….ეგ ბიჭი კი ნამდვილი განძია უბადლოდ ითამაშა,საოცრად მეტყველი თვალები აქვს მიმიკებზე რომ არაფერი არ ვთქვა…რეჟისორს შესანიშნავად აქვს მომენტები დაჭერილი,საოცრად სწორად შერჩეული მუსიკაა…თქვენ კი ქერა კულულებს მისტირით..კარგით რა…დროა უკვე კარგის და ცუდის გარჩევა ისწავლოთ…

  8. კი,გეთანხმები კარგად გადაღებული ფილმია,მაგრამ მე იმან გამაღიზიანა რომ ბევრი რამ შეცვალეს და დაუმატეს ესააა და ეს… ამ ბიჭის ნიჭს ძალიან ვაფასებ და მიწერია კიდეც… წიგნის მერე ფილმმა ძალიან გამიცრუა იმედები … ნუ ვისთვის როგორ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s