ერთადერთი სურვილი …


ეს ბოლო 2 თვეა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ,ჩემი პირადი ცხოვრების გამო…
გავიდა უკვე ის დროც რაც მივეცი მოსაფიქრებლად და ამასთან ერთად კიდევ 2 კვირა… მოკლედ იმ დღის მერე რაც ბოლოს ვნახე გავიდა 1 თვე…
არ ვიცი რა ვიფიქრო… არ მინდა ჩემ თავს გამოვუტყდე იმაში,რომ მორჩა ყველაფერი დამთავრდა… არ მინდა !! კიდევ მაქვს იმედი,რომ დამირეკავს და მეტყვის,რომ მე ამირჩია… მეც ვაპატიებ ყველაფერს,რაც ადრე მოხდა…. მინდა,მინდა,მინდა!!! მაგრამ ზოგჯერ არ ხდება ისე,როგორც მე მინდა…
არ მინდა მისი დაკარგვა… ყოველთვის მეგონა,რომ მხოლოდ მე ვუყვარდი… მეგონა,რომ მისთვის ყველაფერი ვიყავი…
აღარ მინდა გაურკვევლობაში ყოფნა…მინდა მითხრას სინამდვილეში რა ხდება… როგორი საშინელიც არ უნდა იყოს სიმართლე,ამ გაუგებრობას ბევრად მირჩევნიაა!!
ეხლა მივხვდი,რომ როდესაც ადამიანს კარგავ,მაშინ ხვდები რომ ის შენთვის ძალიან ძვირფასია და მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია… მეც ეგრე დამემართა ამ ორ თვეში მივხვდი,რომ ჰაერივით მჭირდება.. მჭირდება მისი კოცნა,ჩახუტება…. მინდა რომ ჩემ გვერძე იყოს… ისევ ყოველდღე,დღეში 100ჯერ მირეკავდეს და ნერვებს მიშლიდეს,როგორც ადრე… მეჩხუბებოდეს ყველაფერზე…. მეძახდეს დებილ ბავშვს (ამაზე საშინლად ვბრაზდებოდი,ახლა კი მენატრება)…
ერთადერთი რამ,რაც ეხლა მინდა არის ის,რომ დამირეკოს… უბრალოდ დამირეკოს… მისგან მეტს არაფერს მოვითხოვ…
მინდა,რომ დამირეკოს !! აკრიფოს ჩემი ნომერი და დამირეკოს… არ აქვს მნიშვნელობა რას მეტყვის… უბრალოდ თავისი ხმა გამაგონოს… მეტი ახლა არაფერი არ მინდა…

დამირეკე....დამირეკე....დამირეკე....

8 responses to “ერთადერთი სურვილი …

  1. “ყოველთვის მეგონა,რომ მხოლოდ მე ვუყვარდი… მეგონა,რომ მისთვის ყველაფერი ვიყავი…”
    მეც ასე მეგონა და გუშინ მის ფბ-ზე ვნახე რომ თურმე მთელი ის ორი თვე რომელიც მოსაფიქრებლად ჭირდებოდა, მატყუებდა და ახლაი შეყვარებულიც გაუჩენია.. ღმერთმა ქნას რომ რამე ისე ვერ გამეგო მაგრამ უკვე ყველანაირი სურვილი გამიქრა მისი დანახვის ისე მეწყინა..
    გისურვებ მთელი გულით რომ ეს ტკივილი შენ არ გამოცადო, და ყველაფერი კარგად დამთავრეს…

    • იცი რა მე შევცდი და მიხარია რომ შევცდი..იმედი დავკარგე მაშინ როცა წინა კომენტი დავტოვე.. და ახლა ისევ გამიჩნდა ისევ მომეცა ძალა რომ ვიბრძოლო შენც არ დაკარგო იმედი ასე აჯობებს, მაგრამ წინასწარვე შეეგუე იმ აზრს რომ შეიძლება არც დაბრუნდეს.. მე ასე ვარ და უკეთესად ვარ :))

  2. მაგას უკვე შევეგუე,რომ შეიძლება არ დაბრუნდეს… მაგრამ ეს შეიძლება იმიტომ მოხდეს,რომ არ იცის სინამდვილეში რას ვგრძნობ… ამიტომ ვაპირებ,რომ ყველაფერი ვუთხრა,რასაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიბრძოლო… ამის მერეც თუ არაფერი არ გამომივიდა,ჩავთვლი რომ არ ვყვარებივარ და არ იყო ჩემი ღირსი…. (ან მე არ ვიყავი მისი ღირსი) მჯერა,რომ ყველაფერი ჩემ სასიკეთოდ ხდება…. იმედი არ დაკარგო…!!!

  3. აი აი რა კარგია ასე რომ ხარ განწყობილი.. მე მოკლედ ძალიან ცუდ დღეში ვარ ერთი დღე მაგრად ვდგავარ და საბრძოლველად მზად ვარ და მეორე დღეს ისევ საკუთარ ცრემლებში ვიხრჩობი…აღარ ვიცი რა ვაკეთო, რა ვიფიქრო.. ერთი სიტყვით მაგარი დარხეული მაქ.. ოღონდ შენ დიდად არ მოეშვა აბიტურიენტი თუ ხარ დიდად დეპრესიას ნუ მიეცემი კარგს არაფერს მოგიტანს😦 წარმატებას გისურვებ :* და გილოცავ ახალ წელს, ბედნიერ და სიხარულით სავსე წელს გისურვებ :* მგონი ერთადერთი ბლოგერი ხარ რომელიც ძალიან ჩემნაირია (ნუ ალბათ ამ საკითხში) ნუ მოკლედ წარმატებები :*

  4. ძალიან დიდი მადლობა… გილოცავ ყველაფერს ერთად და გისურვებ სულ სულ ყველაფერს საუკეთესოს… მართლა მინდა,რომ ყველაფერი შენს სასიკეთოდ შემობრუნდეს და ბედნიერი იყო…🙂

  5. SeiZleba Cemi grZnoba, romelic im biWTan makavSirebda, romelsac didi xani vuyvardi me ki yuradRebasac ar vaqcevdi da sabolood naxvamdis rom miTxra, mere mivxvdi rom Zalian momwonda, Sens did grZnobastan mosatani araa, magram axla mxolod isRa SemiZlia giTxra, rom mesmis rasac grZnob. Tu nugeSi giSvelis ki batono, magram me mainc mgonia, unda waxvide da daelaparako; ar inaneb, me mjera. : ))

  6. მადლობ რჩევისთვის… ვაპირებ კიდევაც,რომ ყველაფერი ვუთხრა მაგრამ ჯერ საშუალება არ მომეცა მაგის… მაგრამ აუცილებლად ვეტყვი..:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s