წარსულის ლანდი…


ინტერნეტში აღმოვაჩინე .. არ ვიცი ვისი დაწერილია,მაგრამ ძალიან მომეწონა და მინდა თქვენც გაგიზიარით….

 

 

მიდიხარ… ისიც მოგყვება…. ნაბიჯი ერთი, მეორე… მიდიხარ… ის კვლავ მოდის..  იდუმალია.. შენზე  დიდია… და შენ არ გეშინია, მისი იმედი გაქვს.. იცი რომ დაგიცავს, არ მიგატოვებს და შენც თავისუფლად აგრძელებ გზას… ის ხომ  თან გახლავს… ის ვისიც გჯერა და გწამს… ნაბიჯი ერთი, ისევ მეორე… შენ  უკვე ძალიან შორს ხარ, დატოვე ყველა და ყველაფერი… თუმცა ის რაც დატოვე ცოცხლობ შენს მოგონებებში…  მიდიხარ, ისიც მოგყვება… ფიქრობ – ძალიან ბევრს… სიარული კი ხელს სულაც არ გიშლის,პირიქით გეხმარება… ნაბიჯი ერთი– იქვე ფიქრი… ნაბიჯი მეორე, მესამე– ფიქრები…  ის ისევ შენთან ერთად არის… შენც ძალას გრძნობ… ნაბიჯს ისევ ნაბიჯი… ფიქრს ისევ ფიქრი…. შენ და ის….  არ ჩერდები, არც  ფიქრს წყვეტ… არც ის ჩერდება … ფეხდაფეხ მოგსდევს… უყურებ და გიხარია, რომ ის შენთან ერთად არის.. ამიტომ ისევ ძალიან ბევრს ფიქრობ… ნაბიჯი… ის…  ფიქრი… ის…  არ ჩერდები, ვერც უკან დაბრუნდები:  შენ ხომ ძალიან შორს ხარ… ამიტომ ისევ:  ნაბიჯი ერთი, მეორი.. ფიქრი ძალიან ბევრი… მისი ნაბიჯიც ერთი, მეორე…

ისევ მიდიხარ… ის უმეტესად სულ გისწრებს..  ნაბიჯი ერთი… მეორე… შენ შეუსვენებლად  მიდიხარ, თუმცა ყოველ წამს უკან იხედები.. იხედები მაგრამ არ ჩერდები, არც ნაბიჯს ანელებ… იხედები, რომ დაინახო გზა… გზა, რომელიც დიდი ხნის წინ განვლე… იხედები თუმცა ვერაფერს ხედავ… უკან ნისლია… შიში გიპყრობს… მაგრამ შენ ხომ ყველაფერი გახსოვს.. იცი რაც არის იქ, შენ ხომ ყველა და ყველაფერი გახსოვს, რაც იმ გზაზე დატოვე, გზაზე, რომელსაც ნისლი ადგას…   ისევ წინ იხედები … და ისევ მას ხედავ… შენ ისევ მასთან ერთად ხარ, ამიტომ აღარ გეშინია…  ნაბიჯი ერთი .. მეორე… ისევ ფიქრი… ისევ ნაბიჯი… ისევ ფიქრი და ისევ ის…

და ისევ :

მიდიხარ… ისიც მოგყვება… მიდიხარ… ისიც მოდის… ნაბიჯი ერთი, მეორე…

შენ კვლავ  მიდიხარ… ისიც მოგყვება…  არაფერს გეკითხება… უბრალოდ ძალიან გენდობა და მოგყვება… შენ ბედნიერი ხარ.. მიუხედავად იმისა, რომ უკან ვერაფერს ხედავ… ვერ ხედავ შენს წარსულს, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ, რომ გახსოვს… შენ ყველაფერი გახსოვს ამიტომ იცი, რომ მომავალი გაქვს… იცი, რომ ის მუდამ შენთან ერთად იქნება… ის მუდამ დაგიცავს… მასთან ერთად თავს მუდამ თავისუფლად და ლაღად იგრძნობ… სულ გეყვარება… ნაბიჯს ნაბიჯი, ფიქრს– ფიქრი, ისევ ის… იდუმალი…ძლიერი… ის სულ გისწრებს… ალბათ იმიტომ,რომ ყოველივე ავს აგარიდოს.. დაგიცვას ყველასგან და ყველაფრისგან… შენ ისევ მიდიხარ… არ ჩერდები… თუმცა უკან აღარ იხედები… არ იხედები, შენ ხომ იქ ვერაფერს ხედავ,თუმცა ხომ გახსოვს ? ისევ ნაბიჯი ერთი, მეორე… ის ისევ შენთან ერთად არის.. შენ ძალიან ბედნიერი ხარ..ისევ შენ და ისევ ის… ისევ ნაბიჯები… ისევ ფიქრები… შენ მიდიხარ შეუჩერებლად… და გგონია რომ ცხოვრების გზაზეც ასე შეუჩერებლად და ბედნიერად ივლი… ფიქრი… ერთი მეორე და ნელ–ნელა შენს გონებაშიც ივიწყებ იმას რაც იმ გზაზე დატოვე, გზაზე რომელიც ერთ დროს ნისლს დაეფარა…

სიბნელე.

შენ ისევ მიდიხარ… მაგრამ ის აღარ მოდის…. შენ შიში გიპყრობს… ჩერდები… მას ვერსად ხედავ… აღარც ფიქრები.. აღაც ნაბიჯები და აღარც ის…

სიბნელე.

აღარც ფიქრები, აღარც ნაბიჯები…აღარც ის … უეცრად უკან იხედები.. არჩევ კონტურებს.. თუმცა სადღაც ძალიან შორს… ირგვლივ კი ისევ არავინაა.. არც ის არის შენთან ერთად…

––– შენ ის გეგონა ?

––– დიახ ის !

ის ის  იყო… და შენ შენ იყავი…  ისიც შენ იყავი და შენც ის იყავი…მაგრამ ის ის „ის“ არ იყო… ის იყო ის, ვინც შენთან ერთად მოდიოდა ცხოვრების გრძელ გზაზე, გზაზე რომელზეც  სინათლის ნაპერწკლები მხოლოდ წინ ღვიოდა  და ამიტომაც მიდიოდი შენ მარტო წინ, და უკან ვერაფერს ხედავდი, მაგრამ ყველაფერი გახსოვდა…  თუმცა ხანგრძლივ სიარულში შენ დაივიწყე ის რაც შენს უკან ნისლმა დაფარა და წინ სიბნელე ჩამოწვა… სიბნელე და შენ ის დაკარგე…

***

ისევ უკან იხედები.. შორს ისევ კონტურებს ხედავ.. და ნაპერწკლებს სინათლისას… უკან ბრუნდები…  გზას მიუყვები ნელ–ნელა…  და უახლოვდები სინათლეს, რომელიც გზას აქა–იქ გინათებს… აი, შენ მასაც ხედავ… ის  დაბრუნდა და შენთან ერთად აგრძელებს გზას… დაბრუნდა, იმიტომ რომ შენ წარსული დაიბრუნე, წარსული რომელიც მომავალს შობს… იმ მომავალს სადაც შენ მასთან ერთად იქნები მუდამ…

და ისევ

მიდიხარ.. ისიც მოდის… მიდიხარ.. ის კვლავ შენთან ერთად არის…  ის აღარ  მიგატოვებს… ის ვეღარც დაგტოვებს… ის ხომ ალაგ–ალაგ მომიფენილი სინათლის კონტურებში გაჩენილი აჩრდილია… იდუმალი… შენზე დიდი… ლანდად  ქცეული შენი წარსული… წარსული, რომელიც შესაძლებელია სულ ცოტა ხნით დაივიწყო, მანამ სანამ სინათლის ნაპერწკლები კვლავ გამოჩნდება, და აქა–იქ განათებულ გზაზე  ის კვლავ შენს წინ გაჩნდება… იდუმალი.. შენზე დიდი…

და ისევ თავიდან

მიდხარ… ისიც მოდის… მიდიხარ.. ის კვლავ შენთან ერთად არის… ნაბიჯი ერთი, მეორე… ფიქრები ბევრი…  შენს უკან წარსული, რომლესაც კარგად ვერ ხედავ, თუმცა ძალიან კარგად გახსოვს… და შენ ისევ მიდიხარ… მოგყვება ისიც…  შენ ბედნიერი ხარ, რომ მომავალი გაქვს… მომავალი, რომელიც მასთან ერთად მუდამ გექნება,  რადგანაც ყოველი მომავალი ხომ აწმყოგან იშვება… აწმყოსგან,  რომელსაც წარსული აჩენს, ის წარსული რომელიც აჩრდილად შენ მუდამ თან გსდევს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s