თამრი ფხაკაძე – “ის კი სულ არის…”


დასაწყისი ნახეთ აქ >>>  http://lib.ge/body_text.php?3421

***

_ ევა! ე-ვიტტაა!! ევანგელინა!!! მოდი ჩემთან! მოდი ჩემთან! ესეც სეიშელები, გიჟო! ვააააუუ!! ესეც ჩვენი ოცნება, ევე-ლინნაა!!
_ ადამ! არ მჯერა! თავი სიზმარში მგონია! ან კაიფში!! ან ზღაპარში! სამოთხეში! ღმერთო, ამისთვის ნამდვილად ღირდა ყველაფერი, რაც მოხდა!
_ ბევრიც არაფერი მომხდარა, ევიტა! ბიძაშენი დაიბრიდა, ეს იყო და ეს! ერთი ბებერი მილიონერით ნაკლები გახდა დედამიწაზე! დიდი ამბავი! ვინ არ დაბრედილა, ევა?! მე და შენც დავიბრიდებით ერთხელაც! ვაააუუ! ნახე, რა წყალია, ევა! რა ქვიშა! დაიკიდე, რაც იყო! ბიძაშენიც… ანდერძიც! ანდერძი ვის არ გაუყალბებია, ევა! მოდი ჩემთან! მოდი!..
_ ადამ! დაიცა… შეხედე რა ლამაზია! მეშინია, არ გავგიჟდე! არ გავრეკო! ადამ! ყვირილი მინდა! კივილი!
_ მიდი მერე! იყვირე, ევიტა!! იკივლე! ეს ყველაფერი ჩვენია, გიჟო! მიდი! იყვირე! გაისწორე!
_ ადამ! ჭკუაზე არ ვარ! მომეხვიე! მაკოცე!!
_ თავი მეკობრე მგონია! ან კორსარი… ან რა ვიცი… სინდბადი! აქაურობა ქვიშაში ჩაფლული განძითაა სავსე, ევიტა! ოქრო-ალმასებით გაძეძგილი ზანდუკებით! უ-უ-უუუუ!!! რა საკაიფოდ გამოგვივიდა ყველაფერი! რა გიჟები ვართ! რა გიჟები ვართ, ევა!!
_ ამაზე მხოლოდ მიოცნებია, ადამ! ოკეანე! კუნძული! ჩემი საკუთარი იახტა! ჩემი ვილა! ჩემი პლაჟი! და ჩემი საყვარელი კაცი გვერდით!..
_ ვაააუუ! სექსი თეთრი მარჯნის ქვიშაზე, ევიტა! მოდი აქ! მოდი ჩემთან! აზრზე ხარ? შიშვლები ვწევართ ოკეანის ნაპირზე და ყველაფერი გვკიდია, ევა! მთელი მსოფლიო, ევა! თავისი სირული პრობლემებით! ახალი ადამი და ევა სამოთხეში გაეძრენ, გიჟო! ირგვლივ შაქარივით თეთრი ქვიშა, ლურჯი ლაგუნები, ტყეები! ვანილის და მიხაკის არომატი, ევა! რაღაც საკაიფო წითელი ჩიტები! კარდინალები, არა, ევა?
_ ჰო! კარდინალები!
_ ეველინნა! აღარც კი მახსოვს ის დამპალი მანქანების სამრეცხაო! აღარც შენ გახსოვს შენი აქოთებული ბარი, არა, ევიტა? შენი გასივებული უფროსი, ევა! შენი გამოსირებული კლიენტები! მოდი, მოდი ჩემთან! ასეთ ედემში სექსით არ უნდა დაიღალო! არასდროს, ევა! უსასრულოდ უნდა გინდოდეს აი… ასე წოლა და ალერსი…
_ ადამ!
_ ჰო?
_ მითხარი… ოღონდ სიმართლე! უკანასკნელად გეკითხები… შენ გაუთიშე წვეთოვანი? ადამ, მითხარი, გთხოვ… ხომ იცი, არასდროს ჩაგიშვებ… ხომ იცი, ჭკუა მეკეტება შენზე… მაგრამ მაინც… მითხარი, გთხოვ…
_ ნუ გამიხურე, ევა! ვითომ რატომ უნდა გამეთიშა! ერთ-ორ დღეში ისედაც წაიღებდა წერილს! ბიძაშენი გულზე არ მეხატებოდა, მაგარი ახვარი ვინმე იყო, მაგრამ…
_ გთხოვ, გთხოვ, ადამ! სიმართლე მითხარი… თან… თან გულზე მოგეშვება…
_ შემეშვი! მე რატომ უნდა გამეთიშა! ეს ვიღაც ისეთმა გააკეთა, ჩემზე მეტად ვინც ვერ იტანდა! ან რა იცი, იქნებ გაინძრა და თვითონ გამოძვრა ნემსი…
_ ჰო… შეიძლება…
_ მოდი ჩემთან! აი ასე… იწექი და ოკეანეს უსმინე… თვალები დახუჭე… იკაიფე… სამოთხეში ხარ, ევიტა!… სამოთხეში ხარ…
_ ადამ!
_ …
_ ადამ, გველი არ იყოს სადმე… და ასე თვალდახუჭულს არ მიკბინოს…
_ იწექი ეგრე და, რაღაცას წაგიკითხავ. დაიცა… სადაა… აი! ვიპოვე! ჯიბის მეგზური! ბროშურაა ეგეთი… სეიშელებზე წერია. თვალები არ გაახილო, ეველინა… მაგრად მომწონს, ეგრე რომ წევხარ. იცი, მზეზე კანი შაქარივით გიბრწყინავს…
_ ჰო?
_ ჰო… და ულამაზესი ძუძუები გაქვს… თვალისმომჭრელად ლამაზი…
_ ჰო?
_ ჰო. მისმინე. `სეიშელები _ ეს იმ ხმელეთის ნაშთია, რომელიც აზიასა და აფრიკას აერთებდა _ თვლის მეცნიერთა ნაწილი. სხვები ფიქრობენ, რომ…~ არ გვინდა! გვკიდია, რას ფიქრობენ, არა, ევა? ჰო… აი, ეს… `სინდბად-სინდჰუპატიმ სეიშელები სამოთხედ მიიჩნია…~ ჰაჰ! ძალიანაც საკაიფოდ მიუჩნევია, არა, ეველოლა? მაგარი მიხვედრილი მასტი ყოფილა! ჩვენ რა, ჩვენც ეგრე არ მივიჩნიეთ, გიჟო?! ჰეი! მისმენ?
_ ჰო…
_ მისმინე… `აქ არც ზამთარია, არც ზაფხული. წვიმს მხოლოდ ღამით. სურნელოვან ტყეებში კი არც მტაცებელი მხეცები ბინადრობენ და არც…~ მისმინე, ევა… `არც შხამიანი გველები…~ გაიგე? დაწყნარდი ახლა? ჰოდა, იწექი… იკაიფე და გველებზე ფიქრს შეეშვი…
_ ადამ…
_ იწექი… იწექი!
_ უგველოდ… რა სამოთხეა?
_ სსს… მე ვარ გველი… მე ვარ გველი, ევიტა… სსსს… იწექი… თვალები არ გაახილო… აი… ფეხზე შეგაცოცდი… შემოგეხვიე… ახლა ავსრიალდი ზემოთ… ასსსე… მუცელზე, ევიტა… შენს ულამაზეს ძუძუებზე… ყელზე შემოგეხვიე… და ტუჩზე გიკბინე… აი ასსე… აი, ასსსე… ევიტა… როგორია? როგორი გველი ვარ, ევა? საკაიფო, არა?
_ უნდა მაცდუნო…
_ გაცდუნებ კიდეც, ევა!… გაცდუნებ კიდეც…
_ როგორ…
_ მითხარი, აი ამ ულამაზეს ტყეში, ევა…
_ ჰო…
_ სადაც ათასნაირი ეგზოტიკური ხილი ხარობს, ევა…
_ ჰო…
_ ათასნაირი ქოქოსი, ბანანი, ანანასი… მანგო, კივი… რა ვიცი… რაღა არ!..
_ ჰო…
_ და ყველაფერი შენია…
_ ჰო…
_ ერთი წითელვაშლებიანი ხე რომ გაეძროს, ევა… და გითხრას უცებ ვინმემ… ვინმემ კი არა, ხო აზრზე ხარ, ვინც… რომ _ არ ჭამო! არ ჭამო და მორჩა! არ გაეკარო! სხვა, რაც გაგისწორდება! ეგ _ არა! ეგ არა, თორემ დაგახვევინებ აქედან!..
_ ადამ!
_ და ამ დროს, ევიტა, _ გეჩითები მე! მაგარი ბოზი და შენძრეული გველი, და გესისინები, რომ… მიდი გიჟო, გასინჯე, და გაიგებ ყველაფერს…
_ რას…
_ ყველაფერს, ევიტა! უყვარხარ მართლა მაგ შენს ადამს თუ გაბოლებს… ან სულაც, დაბრიდა მართლა ის შენი ყულაბა ბიძა თუ არა… ან რა ვიცი… მთელ ცხოვრებას ეგეთ საამურ სექსში და სიამტკბილობაში გაატარებ თუ არა… ან… ან, ევა. შენ თვითონ რა გელის? ერთ დღესაც, მაგ შენს ადამს, მთელი ფული… მთელი ეგ მილიონები თვითონ ხომ არ მოუნდება და…
_ გაჩუმდი!
_ და სადმე, მარჯნის ქვიშაში ხომ არ ჩაგმარხავს?
_ გაჩუმდი!!
_ როგორც ალმასებიან ზანდუკს? ა, ევა?! და ვინმე, შენზე ლამაზ, შენზე სექსუალურ ნაშას ხომ არ დაითრევს? მითხარი… არ მოგინდება ამ ყველაფრის გაგება? ა? მითხარი! ხო ეგრევე დაითრევ და გასინჯავ იმ ვაშლს, ევა? და ღმერთივით ჩაიხედავ მთელ ამ… მთელ ამ დამპალ სინამდვილეში?
_ ადამ!
_ ხედავ, რა დამაჯერებელი გველი ვარ? რა ლოგიკური გველი, ევა? ვაააუუ! აგატირე, ეველინნ?! ცრემლები წამოგივიდა თვალის კუთხეებიდან… დაიცა! არ გაახილო! აი ასე… ენით შეგიშრობ… ჩემი შხამიანი ენით, ევა… მითხარი… ხომ მაგარი გველობა ჩავატარე?… ხომ საკაიფო?..
_ რამე მომეცი…
_ რა რამე!
_ რამე… მოსახური…
_ ვითომ რატომ? შიშველი უფრო ლამაზი და სექსუალური არ ხარ?!
_ ვიღაც… ვიღაც გვიყურებს…
_ ვინ ვიღაც!
_ არ ვიცი…
_ შენ რა, გარეკე?! არ გკიდია? ან ვინ უნდა გვიყურებდეს?.. ჩვენი პლაჟია! ჩვენი სამოთხე! ნეოსამოთხე, ეველინნ! ჯობს, აღიარე, რომ გასინჯავდი იმ დედამო… კბეჩილ ვაშლს! ა? ხო ასიანი გასინჯავდი, გიჟო?!
_ არა!
_ კიიი!
_ კიი-მეთქი!
_ არა! არა!!
_ დაიცა! სად მიდიხარ! ევა! დაიცა…
_ გამიშვი!
_ რა გჭირს, ეეე…
_ გამიშვი!
_ რა გატირებს… გააფრინე?! გააფრინე-მეთქი, ევა? რა გატირებს… დაწყნარდი! დაწყნარდი-მეთქი! ჩამეხუტე… აი ასე…
_ ადამ!
_ ჰო?
_ არავითარი ვაშლი არ მინდა!
_ არ გინდა, _ ნუ გინდა! რა პრობლემაა!
_ არავითარი ვაშლების ჭამა არ მინდა, ადამ!
_ ვაშლების დედაც, ევიტა!…
_ მიყვარხარ…
_ მაშინ… ნუ ტირი!
_ მიყვარხარ…

* * ****
ის კი… არის ისევ. ალბათ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s