ერთი (არა)ჩვეულებრივი საღამო…


გუშინ ღამე მეგობრისგან,რომ წამოვედი გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი სახლში… საერთოდ მიყვარს ხალხზე დაკვირვება… ყოველთვის ვცდილობ მივხვდე,თუ რა აწუხებთ ან რატომ არიან ბედნიერები … უმეტესად გამომდის ხოლმე და ვხვდები,ვინ რაზე ფიქრობს… გუშინაც გადავწყვიტე დავკვირვებოდი გამვლელებს…

1. გვერძე ჩამიარა ერთმა გოგომ,ძაღლით ხელში… თავიდან მეგონა,რომ მართლა ძაღლს ასეირნებდა,მაგრამ შემდეგ დავინახე,რომ ქუსლები ეცვა…მივხვდი,ძაღლი მხოლოდ მიზეზი იყო,რომ სახლიდან გამოსულიყო… სიმანდვილეში კი ბიჭის სანახავად მიდიოდა,რომელიც ერთერთი არკის შესასვლელთან ელოდებოდა… გოგოც მივიდა აკოცა (ტუჩებში) და შემდეგ სიბნელეში გაუჩინარდნენ…

ეს არ მომჩვენებია უცნაურად,მაგრამ  ტყუილს ვერ ვიტან და ამიტომ ძალიან გავბრაზდი… მხოლოდ იმაზე გამეცინა,რატომ ეჭვი არ შეეპარა იმ გოგოს მშობელს,რომ მისი შვილი,ღამე,ქუსლებზე ამხედრებული,მხოლოდ ძაღლის გასასეირნებლად არ მიდიოდა??? მაგრამ შეიძლება მე ვცდები და იცოდნენ კიდევაც იმ გოგოს მშობლებმა,სად მიდიოდა მათი შვილი…

2.მალე მივუახლოვდი ბიჭების ბირჯასაც,სადაც  5 ბიჭი იდგა,დაახლოებით 15–16 წლისები იქნებოდნენ… ეწეოდნენ და ქუჩას აყრუებდნენ თავიანთი ღრიალით… ყველას სახეზე ეწერა “მემინდამოვტყნამაგარინაშა”…. ეს ნაშები კი არსად ჩანდნენ… ამიტომ რაღა დარჩენოდათ,იდგნენ და გამვლელი გოგოების უკანალებით ტკბებოდნენ…

საერთოდ ესეთ ბიჭებზე ძალიან მეცინება ხოლმე… თავი ძალიან მაგრები გონიათ და სინამდვილეში არაფრის ტრაკი არ აქვთ…

3.ჩემს უკან მოდიოდა 2 ტიპიური ძერსკი გოგო… რომლებიც დაყენებული ხმით ლაპარაკობდნენ…
– გუშინ მიშკამ დამირეკა –ეუბნება ერთი მეორეს
– ეგ რომელია BMW რომ ყავს? – ეკითება მეორე
–არა,ეგ გოგაა… მიშკას არ ყავს მანქანა – ისევ პირველი პასუხობს
–კაი რა ანკ,მაშინ არ გინდა ეგ ტიპი – პასუხობს მეორე

მე პირადად არ მესმის ისეთი გოგოების,მხოლოდ მატერიალურად რომ აფასებენ ბიჭებს… ამიტომ ძალიან გამაღიზიანეს და გადავწყვიტე გამესწრო მათთვის…

4. ნერვებ მოშლილმა გადავწყვიტე ერთერთ ეზოში შევსულიყავი და მომეწია… (მაგრამ შემდეგ ვინანე)… დავჯექი,ჩემთვის წყნარად,მოვუკიდე სიგარეტს… მალე ორი ბიჭი მომიახლოვდა… ჯერ სიგარეტი მთხოვეს,შემდეგ აღმოჩნდა რომ სანთებელა არ ქონდათ და ისევ მოვიდნენ,ახლა უკვე მოსაკიდებლად… შემდეგ უკვე როგორც სჩვევიათ ხოლმე დამიჯდნენ და ლაპარაკი დამიწყეს… მკითხეს სახელი,გვარი,სად ვცხოვრობ,ასაკი, რამდენი ხანია რაც მოწევა დავიწყე და კიდევ ათასი სისულელე,მაგრამ ჩემი “შებმა” ვერ მოახერხეს და რომ მიხვდნენ ნომერს ცოცხალი თავით არ მივცემდი,ადგნენ და წავიდნენ,მაგრამ მაინც მე გამომიყვანეს უხეში გოგო,რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მათ… (სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ )

მეც გამოვედი იმ ეზოდან და გავაგრძელე გზა…

5.უამრავი ხალხი ირეოდა ჭავჭავაძეზე…. ყველას უბედური სახე ქონდა… არავინ იცინოდა,არავის  უკრთოდა სახეზე ღიმილი… ყველა თავჩაღუნული დადიოდა და ეუხეშებოდნენ ერთმანეთს…
ეს ბოლო დროა მივხვდი,რომ უმეტესობას,განსაკუთრებით დიდებს,აღარ აქვთ სიცოცხლის ხალისი… ყველა ყველაზეა გაბრაზებული და ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებენ…
ცხოვრებას პესიმისტურად უყურებენ და უკეთესის იმედი აღარ აქვთ….

ნეტავ მხოლოდ მე დავრჩი ოპტიმისტი ????

4 responses to “ერთი (არა)ჩვეულებრივი საღამო…

  1. შემოვიხედე,ახალი ხო არ დევს-მეთქი რამე :)) ხოდა,როგორც დავინახე,გამიხარდა.მომეწონა❤

  2. არა, მეც ვარ ოპტიმისტი🙂
    თუმცა ვიტრინებში აღმომიჩენია ხშირად, რომ მეც იგივე სახით დავდივარ, როგორც სხვები. იმიტომ კი არა, რომ ცუდ ხასიათზე ვარ და რამე, უბრალოდ სეირნობიას ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ და ჩაფიქრებული გაბრაზებულს ვგავარ😀
    პოსტი კაია, მეც ვაკვირდები ხოლმე ადამიანებზე, ამასწინათ დავწერ კიდეც ამაზე და დავაგდე ბლოგზე🙂
    პ.ს. ბლოგის დიზაინი შეგიცვლია, კაია, მარა ჯერ ვერ ვეჩვევი🙂 თან პოსტებიც ბევრიდაგიმატებია, მე 10 დღით სოფელში ვიყავი და უკვე უამრავი ახალი პოსტი გაქვს. კაია😉
    შემოგივლი კიდე და რაც გამომრჩა, წავიკითხავ😉

  3. ძალიან დიდი მადლობა… ხო ზოგჯერ მეც მაქვს ხოლმე ეგეთი სახე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s