…მათხოვარი ბავშვები…


ეს ბოლო დროა ძალიან ბევრს ვფიქრობ იმ ბავშვებზე,რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ… გული მიკვდება,მათი საცოდაობით… ძალიან მეცოდებიან,რადგან მთელი დღე ამ სიცივეში,ქუჩაში არიან და მათხოვრობენ მხოლოდ იმის გამო,რომ დედას,მამას თუ ვინმე სხვას მიუტანონ მთელი დღის ნაშრომი,ის კიდევ მიდის და სასმელს ყიდულობს ან რამე უარესს…თუ თავისთვის იტოვებს იმ ფულს,მაშინ წებოს იყნოსავს ან რამე სხვა უბედურებას …ერთი–ორჯერ ვიფიქრე,აღარ მივცემ ფულსთქო,მაგრამ მათ საცოდავ სახეებს ვერ ვუძლებ და მაინც ვაძლევ ხურდას… თან სულ ვაყოლებ ” საჭმელი იყიდე ოღონდ”….

ბევრისგან გამიგია “რატომ არიან ეს ბავშვები ასეთი უხეშები და უზრდელები?!” … ბევრი ალბათ არც კი დაფიქრებულა,ამის მიზეზი თავის თავში ეპოვა… ქუჩაში,როდესაც მოდის ბავშვი,დახმარების სათხოვნელად ან საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევთ,ვითომ ცარიელი ადგილი იყოს ან კიდევ უხეშად ვეუბნებით რამეს… ზოგი წიხლსაც კი ურტყამს და საშინელი სიტყვებით მოიხსენიებს… შემდეგ კიდევ გვიკვირს,რატომ არიან ასეთი გაბოროტებულები?? რატომ გავიწყდებათ,რომ ისიც ბავშვია და უნდა უკეთესად ცხოვრება… მასაც სურს ჩვეულებრივი ბავშვივით ყოფნა,ვისაც ყველაფერი აქვს,განსაკუთრებით კი ბავშვობა… ეს კი ქუჩის ბავშვს არ აქვს… იმის მაგივრად,რომ სადმე თამაშობდეს თავის ტოლებთან ერთად,დადის ქუჩა–ქუჩა,მათხოვრობს და ამაში გადის მთელი ბავშვობა,რომელსაც ვეღარასდროს დაიბრუნებს…
ნუთუ არაფერი  შეცვლილა დიკენსის დროის შემდეგ?? რატომ არ უვლის უპატრონო ბავშვებს ჩვენი მთავრობა?? რატომ აჩენენ ამდენ ბავშვს,როდესაც იციან რომ ისიც მათნაირი მათხოვრები იქნებიან და მომავალი არ ექნება?? რატომ,რატომ,რატომ ?? ეს ყველაფერი ძალიან უსამართლობაა… რატომ უნდა იყოს საქართველოში ამდენი უბედური ბავშვი ???

ბავშვები კაფეში – გალაკტიონ ტაბიძე

მე არა ერთი მინახავს ბავშვი,
პატარა, როგორც ოქროს წიწილი,
ეტლში, სალონში, აკვანში, ბაღში,
გაისმის მათი ზარის სიცილი.
მაგრამ კონტრასტი არის ამ ბედის
გულცივი, მკაცრი და გამყიდველი.
მშიერი სახით კაფეში შედის,
ბავშვების გუნდი შიშველ-ტიტველი.
მათი თვალები აღარ იცინის,
ხედვაში ხანჯლის არის ციება,
არ ეპატიოს, – კვნესდნენ ისინი – ქვეყანას ჩვენზე შურისძიება.
მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე,
გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით,
ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,
ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით.


 


7 responses to “…მათხოვარი ბავშვები…

  1. ძალიან მიკვდება გული როცა ასეთ ბავშვებს ვუყურებ😦 იგივეს ვერაფრით ვერ ვიტყვი რაც არ უნდა გადამარწმუნოთ ე.წ. “ციგნის” ბავშვებზე, ისინი მართლა უზრდელები არიან, მორმალურად რომ მოვიდნენ უარს არ ვეტყვი ხურდაზე..
    სხვები რომ მოდიან, არა მარტო ბავშვები, მოხუცებიც😦 ვერასოდეს ვუძლებ და ყოველთვის ვაძლევ ცოტა ფულს.. მართლა მეცოდებიან😦

  2. ციგნის ბავშვებზე მეც ეგრე ვფიქრობ,მაგრამ ეს მაგათზე არ მიწერია…

  3. მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე,
    ვინც ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს.
    ზოგჯერ ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენ სხვაზე
    ის კი – სევდაში ატარებს წამებს. . .
    და სადღაც ქუჩის ვიწრო კუთხეში
    დგას მარტო, ობლად საწყალი ბავშვი . . .
    პურის ნატეხი უჭირავს ხელში
    სხვეის ბავშვებს კი – სძინიათ სახლში.
    სავსეა დარდით თვალები მისი
    და სითბოს ეძებს ყველაში, ყველგან . . .
    ყველას არ უყვარს შვილები სხვისი,
    მით განსხვავდება ის ყველა ჩვენგან.
    ფიქრობს და ხვდება, რომ ის სხვა არის
    და თავის ადგილს ქუჩაში ხედავს,
    ფიქრობს და გულზე უჩნდება ბზარი
    ის ხომ ვერავის ეძახის დედას!
    ის უკვე ყველას უყურებს ზიზღით,
    რადგან ჩვენ თვითონ ვექცევით ასე,
    ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთადერთ მიზნით,
    რომ ფულით გვქონდეს მუთაქა სავსე . . .
    და გვავიწყდება, რომ ყველა ბავშვი,
    რომ ყველას შვილი შვილია ღმერთის!. .
    წამო, პატარავ, წაგიყვან სახლში,
    არ შემიძლია მოთმენა მეტის!
    ავტორი ალუდა ქეთელაური
    ლექსი შეუცვლელი სახით არის.

    =ალუდა ქეთელაური=

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s