დავიღალე !!!


რა დამღლელი ყოფილა ეს აბიტურიენტობა.. მიუხედავად იმისა,რომ სკოლა დამთავრებული მაქვს და იმ 8 გამოცდის ჩაბარება არ მიწევს… (ექსტერნად დავამთავრე სკოლა შარშან)
ყოველდღე ერთი და იგივე…სახლი–გაკვეთილი–სახლი (შაბათ–კვირას ერ ეხება)… როგორ დამღალეს ავთანდილმა და ტარიელმა…დავიღალე  გარჩევების წერით თუ რისი თქმა სურდა ნ.ბარათაშვილს თავისი ლექსებით… დავიღალე ფუნქციური წერის წერით … დამღალა ამ უაზრო გრამატიკის სავარჯიშოების წერამ,რაც ისედაც ვიცი…
დავიღალე Passive Voice,არტიკლების და სხვა რაღაცეების გამეორებით,რაც ისედაც ვიცი უკვე 7 წელია…
ასევე დამღამა ამ გეორეტრიამ და ალგებრამ თავისი ლოგარითმებით,წრეწირებით,ალბათობებით და ტრიგონომეტრიით …
მინდა,რომ ისევ ჩემთვის ვიკითხო (რისი დროც არ მრჩება),მინდა ისევ გავერთო ჩემს მეგობრებთან ერთად მთელი დღე… ისევ ვიყო უსაქმურად,როგორც ზაფხულში… არ ვფიქრობდე სულ იმაზე ჩავაბარებ თუ არა ან რამდენ ქულას ავიღებ და კიდევ ათას რამეზე…
აღარ შემიძლია… დავიღალეეე… მინდა გვიანობანდე ძილი,გართობა და  შემდეგ ისევ  ძილი …
ვიცი საშინელებაა ეს უსაქმურობა,ზოგჯერ ეგეც მბეზრდება…მაგრამ ეხლა ნამდვილად მინდა უსაქმური ვიყოოო…

ესეც რაღაც უაზრო პოსტია,მაგრამ რა ვქნა დავიღალეე… ყველაფერმა დამღალა სწავლამაც (ეს სწავლა კი არა წამება უფროა) და ჩემმა პირადმა პრობლემებმაც….
მინდა 1 კვირა უკაცრიელ კუნძულზე….

8 responses to “დავიღალე !!!

  1. როგორ მესმის😦 მმართალია უნივერსიტეტშჳ ვარ მაგრამ გამოცდების პერიოდი არც მე მხიბლავს😦 საშინელებაა😦

  2. მე ვოცნებობ მაგ წამებაზე,კიდევ სამი წელი სკოლაში რა გამაჩერებს არ ვიცი აბა..🙂 მე წელსაც მინდოდა უნივერსიტეტტში,მაგრამ ვინ შეგიშვებს ერთი..🙂

    • მეც ეგრე ვიყავი სკოლაში,რომ ვსწავლობდი….მაგრამ ეხლა ძალიან მენატრება სკოლის სიტუაცია..

  3. ვეთანხმები Cherry-ის და
    სულ ცოტა დარჩა,გაუძელი,მოითმინე იმ აზრით რომ როცა ჩააბარებ შვებას იგრძნობ :* და დაისვენებ :*

  4. კი ეგრეც ვიქცევი,მაგრამ ზოგჯერ ძალიან ვიღლები და ეს პოსტიც ამის შედეგია …

  5. მესმის შენი, მიუხედვად იმისა, რომ უკვე უნივერსიტეტდამთავრებული ვარ🙂
    მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც პირველი მოხვდა ამ ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებაში. ხოდა, ჩემს დროს იყო თუ იყო…
    მართლა ძალიან რთული იყო, მაგრამ მერწმუნე, რომ ჩააბარებ, გეგონება შენზე ბედნიერი არავინაა. და სხვათაშორის, ღირს ეს წამება იმად, რომ შენით, თვითონ გახდე სტუდენტი. მართლა ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა გაიგებ, რომ უკვე სტუდენტი ხარ.. ხოდა, წარმატებებს გისურვებ და იფიქრე მომავალზე😉

  6. მადლობაა … ეგ ყველაფერი ვიცი,მაგრამ ზოგჯერ წყობიდან გამოვყავარ ამ ყველაფერს …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s