ჩემი 17.01.2011


გუშინ მთელი დღე და ღამე მარტო ვიყავი სახლში… რამდენი ხანია,რაც მინდა მარტო დარჩენა და აი ავისრულე ოცნება… გადავწყვიტე ბავშვებისთვის არ დამერეკა და სულ სულ მარტო ვყოფილიყავი…
გადმოვიწერე skins მთელი მეორე სეზონი…მოვიმარაგე სიგარეტი,საფერფლე,სანთებელა,შოკოლადი,ცოტა საჭმელიც და კიდევ რაღაც–რაღაცეები… ასევე გვერძე დავიდე წიგნი,რომელსაც ზაფხულის შემგედ ვკითხულობ და ვერ დამიმთავრებია “Rebecca”–Daphne du Maurier (ინგლისურად) ვიფიქრე დავამთავრებთქო (ვერ დავამთავრე)… მობილური გამოვრთე,ასევე სახლის ტელეფონი,მაგთი ფიქსი და ინტერნეტიც კი  … მოვკალათდი ჩემს ლოგინზე და გადავწყვიტე მეყურებინა ჩემი ახალი სერიალისთვის… 19:34 წუთზე დავამთავრე მეორე სეზონი… 10 სერიას ვუყურე… ამის შემდეგ მივხვდი,რომ ძალიან გამოვშტერდი და გადავწყვიტე ყავა დამელია… საფერფლეს,რომ შევხედე მივხვდი,მთელი “პაჩკა” მომიწევია… ამას არ მივაქციე ყურადღება და ახალი ამოვიღე ჩანთიდან… ყავაც გავიკეთე და გადავწყვიტე რამე ფილმისთვის მეყურებინა… ეს ფილმი კი  The Notebook აღმოჩნდა…
ამის ყურების დროს მივხვდი,რომ ის სულ ჩემს გვერდითაა… არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან ერთადაა თუ სხვასთან (გოგოს არ ვგულისხმობ) ვიცი,რომ თითქმის სულ ჩემზე ფიქრობს და ვენატრები…  ალბათ ეს არის ჩვენი ბედი,რომ უნდა დავიტანჯოთ ჯერ ის და მერე მე,რომ ბოლოს შევძლოთ ერთად ყოფნა…
ეს ფილმიც დამთავრდა… აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა და ამიტომ ზემოთ აღნიშნული წიგნის 2 თავი წავიკითხე … ამასობაში 11 საათიც  გახდა და მივხვდი,რომ ძალიან მშიოდა … შემდეგ ვუყურე 3 ფილმს და უკვე მივხვდი,რომ ძალიან მეძინებოდა… ღამის 5 საათი იყო და  გადავწყვიტე მობილური ჩამერთო….
ჩავრთე თუ არა 8 Missed Call მომივიდა და ეხლა კი მართლა დავრწმუნდი,რომ ყველაფერი არ დაკარგულა და კიდევ შემიძლია მისი   დაბრუნება … ამის შემდეგ გახარებულს დამეძინა და მახსოვს,რომ მთელი ღამე ის მესიზმრებოდა…

ვიცი რაღაც აბდაუბდა პოსტია,მაგრამ ეს ერთი მაპატიეთ🙂

ეს სიმრერა კი ამოჩემებული მქონდა გუშინ… რაღაც სევდიანია და გუშინდელ ჩემს ხასიათს ძალიან მოუხდა ..

 

6 responses to “ჩემი 17.01.2011

  1. ვაიმე არ ვიცი რატომ მაგრამ გამიხარდა ეს პოსტიი რომ წავიკითხე ))) ისე მინდა რომ კარგად იყო და ბედნიერი იყო მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობ ))

  2. ძალიან ძალიან დიდი მადლობაა… მეც მთელი გულით მინდა,რომ ბედნიერი იყო … მართლა🙂

  3. ძალიან გამახარე ბოლო სიტყვებით გამოტოვებულ ზარებზე🙂 ისე სულ მასეა ჩართული თუა შანსი არაა გამოჩნდეს და როგორც თიშავ რატომღაც ნარეკებია და არა ერთი) პოსტის დასაწყისი კი რომ წავიკითხე მეგონა მე ვწერდი,რადგან მეც მასე ვარ,მარტო თუ ვრჩები>მოვიმარაგე სიგარეტი,საფერფლე,სანთებელა,შოკოლადი,ცოტა საჭმელიც და კიდევ რაღაც–რაღაცეები<🙂 მომეწონა

  4. კაი გოგო ხარ შენ :-* არაა ეს პოსტი აბდაუბდა, მშვენივრად ამბობს თავის სათქმელს…
    წარმატებები ”იმასთან”😉 და საერთოდაც🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s