მენატრება …


ყოველთვის მეგონა,რომ არ ვიყავი რომანტიკული ადამიანი … ვერ ვიტანდი ბიჭები ლექსებს,რომ მწერდნენ… უაზრო კომპლიმენტებს,რომ მეუბნებოდნენ და კიდევ ათას რაღაცას … ამასთან კი ყველაფერი სხვანაირად იყო.. მსიამოვნებდა ზაფხულში ერთად,რომ ვუყურებდით ვარსკვლავებს და მთვარეს… მსიამოვნებდა სულელურ კომპლიმენტებს,რომ მეუბნებოდა… მესიამოვნა,რომ მითხრა ბავშვობაში შენზე ლექსი მაქვს დაწერილიო … მიყვარს იმ ვარსკვლავის ყურება,რომელზეც ვთქვით რომ ჩვენი უნდა ყოფილიყო … მენატრება… მენატრება დღეში ათასჯერ,რომ მირეკავდა და სისულელეებზე მეჩხუბებოდა… მომენატრა მთელი ღამე,რომ ვლაპარაკობდით და არ ვიღლებოდით … მომენატრა მისი ჩახუტება,კოცნა… მომენატრა თავის დაწერილ ლექსს ათასჯერ,რომ ვათქმევინებდი ხოლმე და ისიც,რომ წინააღმდეგობას არ მიწევდა… მომენატრა ის 3 თვე … ყველაფერი მომენატრა … ზოგჯერ მგონია,რომ ყველაფერს გავაკეთებ მის დასაბრუნებლად  … ზოგჯერ კიდევ პირიქით … ერთი ვიცი,რომ უზომოდ მენატრება… ამბობენ ადამიანს,რომ დაკარგავ შემდეგ ხვდები თუ როგორი ძვირფასი ყოფილა ის შენთვისო და მეც ზუსტად ეგრე დამემართა …

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

დაახლოებით 11 წლის წინ …

–წამოდი,რაღაც უნდა გაჩვენო
მეც წავყევი…მინდორში მიმიყვანა,სადაც სულ მწვანე ბალახები იყო… ერთ ხესთან მივიდა და დამიძახა მოდიო… მეც მივედი … მიწაზე ორი ყვავილი დავინახე…    აიღეო     მითხრა … რომ ავიღე მივხვდი,რომ ორი თმის სამაგრი იყო … გავუცინე და მადლობა გადავუხადე საჩუქრისთვის…. მან კიდევ გამიღიმა და მაკოცა…

მაშინ ვერ მივხვდი,ეს ყველაფერი რას ნიშნავდა და ძალიან გავბრაზდი,რომ მაკოცა… პატარა ვიყავი სადღაც 6–7 წლის …
წელს ზაფხულის შემდეგ კი ყოველდღე ვეძებდი ამ თმის სამაგრს და დარწმუნებული ვიყავი,რომ შენახული მქონდა….

დაახლოებით 11 წლის შემდეგ …

–გინდა რაღაც გაჩვენო ???
–კი – მითხრა და გამიცინა

მეც ჩანთიდან ის თმის სამაგრები ამოვიღე და ვაჩვენე …

–ეს ისაა??
–კი
–შენახული გქონდა??
მე გამეცინა… მან კი მაკოცა და მითხრა,რომ ძალიან გაუხარდა ამ თმის სამაგრების ნახვა…

(მაღლა ავღნიშნე,რომ თავს რომანტიკულ ადამიანად არ ვთვლი,მაგრამ ამასთან ყველაფერი სხვანაირად იყო …)

–აჰაა,ერთი შენ გკონდეს და ერთი მე …
მან გამომართვა,გამიცინა და მაკოცა …

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

P.S არ მკითხოთ,ეს აქ რატომ დავწერე ან რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს,მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს… ვიცი,რომ მისთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანი ვარ,მაგრამ რატომ იქცევა ესე ვერ ვხვდები … მენატრება … საშინლად მენატრება …

ეს სიმღერა კი იმ დროს მახსენებს და ამიტომ ძალიან ძალიან მიყვარს ….

16 responses to “მენატრება …

  1. რა საყვარელია… როცა გიყვარს ნებისმიერი წვრილმანი შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან კარგად მესმის შენი.. ჩემთვისაც ნებისმიერი მისი თუნდაც სიტყვა,ან გამოხედვა, ასეთ მომენტებზე აღარც ვსაუბრობ ისეთი მნიშვნელოვანია.. ყველაფერი ტკბილად მახსენდება დღესაც.. ))

  2. მეც … და ვიცი,რომ არასდროს ვინანებ რაც იყო … დიდი იმედი მაქვს,რომ გაგრძელდება და ესე არ დამთავრდება

  3. ვაიმე,ამდენი წელი ერთად?❤ ვერ წარმომიდგენია,ამ ამბავის დაუგვირგვინებლად დამთავრება..😀

  4. გენაცვალე :*
    სიყვარული….
    ყოველთვის ჩემი სუსტი თემა,ჩემი ტკივილი და ბედნიერება.
    პოსტი ძალიან მომწონს

  5. 🙂 ესე შეყვარებულები არ ვყოფილვართ,მაგრამ არც მეგობრები … რაღაც გაურკვეველი ურთიერთობა გვქონდა … ზაფხულის მერე კი გავხდით შეყვარებულები,მაგრამ ყველაფერი ესე დამთავრდა … (ან არ დამთავრდა)

  6. გაიხარე, სულ მინდა ხოლმე ასეთი პოსტების დაწერა, ყველაფერს რომ ამბობ, თუნდაც გრძნობებს… მაგრამ მეშინია, საკუთარ თავს არ ვუტყდები რომ მართლა ძვირფასი იყო ის ადამინი ჩემთვის, გახსენებით კი უფრო წვრილმან დეტალებსაც ვიხსენებ ხანდახან, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო. რომ დავწერო, დავიჯერებ და მეწყინება… მხოლოდ ერთი პოსტის ღირსად ჩავთვალე, იქაც არ გამოვტყდი რა თქმა უნდა🙂
    ვიცი რასაც ნიშნავს ეს, იქნებ არც შენს შემთხვევაშია სიყვარული, მარა ძვირფასია ეს ადამინი შენთვის და ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია… ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დარწმუნებული ხარ, მისთვისაც ძვირფასი ადამინი ხარ. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო და სწორედ ეს მაიძულებდა უფრო ხშირად მეფიქრა მასზე…

    იქნებ მართლა არ დამთავრებულა ყველაფერი, მარა ქალები სხვანაირი ხალხი ვართ, ზოგჯერ იმას ვხედავთ, რაც სინამდვილეში არაა… იმედია მართლა არ დამთვარდება მაგით ყველაფერი და იცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად…. წარმატებები :-*
    პ.ს. ისე, მეც მეგონა რომ არ ვიყავი რომანტიკოსი, მაგრამ დავრწმნუნდი, რომ ყველა ქალში არის რომანტიკისკენ სწრაფვა, რაც ცხოვრების კონკრეტულ ეპიზოდებში იჩენს თავს.

  7. დიდი მადლობა ….
    //იმედია მართლა არ დამთვარდება მაგით ყველაფერი და იცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად…. წარმატებები :-*// ესე შორსაც არ წავსულვარ… ჩემი ამბავი რომ ვიცი 1 ბიჭთან ვერ გავძლებ მთელი ცხოვრება ….

  8. ეგრე ადვილიც არ არის დამშვიდება🙂 მაგრამ ვცდილობ,რომ აღარ ვიფიქრო და მემგონი გამომდის კიდეც🙂

  9. ყველაფერი კარგად იქნება
    სხვანარიად არც შეიძლება იყოს =))❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s