დღე 07 – წერილი ყოფილ შეყვარებულს …


შენ ჩემთვის მხოლოდ ყოფილი შეყვარებული არ ხარ… მაშინაც,როცა ერთად ვიყავით არ იყავი მხოლოდ შეყვარებული… მე შენ მეგობრადაც მიმაჩნდი,როგორც ადრე სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა…
მინდა იცოდე,რომ გული ძალიან მატკიდე (ეს იცი კიდევაც) … ძალიან მაწყენინე და მეტი რომ არაფერი სულელურ მდგომარეობაში ჩამაგდე… თავი მაგრძნობინე სულელ,მიამიტ და მეოცნებე გოგონად,რომელსაც ეგონა რომ გიყვარდა და მის გარდა ვერავის ამჩნევდი … ვიცი,ვიცი რომ გიყვარვარ და ეს ბევრჯერ გითქვამს,მაგრამ რაღაც გაკავებს… ისიც ვიცი რა,მაგრამ იქნებ ეგ არ არის მიზეზი და მიზეზი ის გოგოა ვინც ჩემამდე გყავდა ?? იქნებ ის გიყვარს და არა მე და ვერ მიმხვდარხარ,ან მიხვდი და მე ვერ მეუბნები და მხოლოდ ამიტომ ამბობ სულელურ  ახსნა–გარმარტებებს,იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ შეგვიძლია ერთად ყოფნა… არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა,მთავარი ის არის,რომ ვერ მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება და მტანჯავ მეც,შენ თავსაც და იმ გოგოსაც …
მე ერთხელ უკვე მოგეცი მეორე შანსი და ვერ გამოიყენე ან არ გამოიყენე,არ ვიცი …
კიდევ მინდა მოგცე ერთი შანსი…მხოლოდ იმიტომ,რომ მიყვარხარ …! მაგრამ იქნებ შენ არ გინდა ეს შანსი?? უბრალოდ არ გინდა და მორჩა…იქნებ მე ტყუილად ვიტყუებ თავს,რომ გინდა ჩემთან ყოფნა და სინამდვილეში არ არის ეგრე?? აბა მაშინ რას მიშნავს ის,რომ იმის მერე 3 თვე გავიდა და მაინც არ მიშვებ??? რატომ არ გინდა,რომ უბრალოდ გამიშვა შენი ცხოვრებიდან ?? რატომ ხდება სულ ისე,რომ როდესაც უკვე მავიწყდები და ისე აღარ ვფიქრობ შენზე,მაშინ გამოჩნდები და ისევ მტანჯავ ?? უბრალოდ თუ აღარ გჭირდები,გამიშვი …. გთხოვ ….
მოკლედ იმის გამო,რომ კიდევ მიყვარხარ მინდა კიდევ ერთი შანსი მოგცე … ეს არის 16 თებერვალი …. თუ მოხვალ ჩემს სანახავად ესეიგი მაქვს კიდევ შანსი და კიდევ ვეცდები შენს დაბრუნებას ყველაფრის ფასად….თუ არა,უბრალოდ გეტყვი FUCK OFF,ამით მორჩება ყველაფერი,დამთავრდება ის რაც არ მინდა,რომ დამთავრდეს… ამას კი შემდეგ რომც მოინდომო ვერაფრს შეცვლი… ვერა,ვფიცავ ამით დამთავრდება ყველაფერი და დავუთმობ შენს თავს იმ გოგოს და მე ჩემს გზაზე წავალ და აღარ მოგცემ უფლებას ისევ გამაწვალო და გამაგიჟო… აღარ მოგცემ უფლებას კიდევ ერთხელ მატკინო გული … მორჩა დავიღალე !!! 16 თებერვალს გადაწყდება ჩვენი ბედი… ან ყველაფერი დამთავრდება ან ყველაფერი დაიწყება ისევ თავიდან… არ ვიცი უკვე მერამდენენ …

6 responses to “დღე 07 – წერილი ყოფილ შეყვარებულს …

  1. მე აღარ ვიცი მივცემდი თუ არა კიდევ ერთ შანსს.. არ მივცემდი ალბათ..

  2. ჯასთ🙂 ჩემი აზრით უნდა მისცე შენ შანსი🙂 თუმცა დაშორების მიზეზი არ ვიცი და ამიტომ ეს უბრალოდ აზრია

    • ჰო ჯასთმა უნდამ მიცეს მართლაც, თუ დარწმუნებული რომ უყვარს იმ ადამიანს❤

  3. მე კი მივცემ კიდევ შანსს,მაგრამ არ ვიცი გამოიყენებს თუ არა და მაგიტომ ვიკავებ თავს….

  4. კი ვცდი,მაგრამ ბოლოჯერ როგორც პოსტში მიწერია.. ეს იქნება ბოლო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s