დღე 12 – წერილი ადამიანს,რომელმაც ბევრი ტკივილი მომაყენა …


ერთადერთი რამ,რაც შენგან ყველაზე ყველაზე მეტად მეწყინა არის ის,რომ მაშინ ზაფხულში ისეთი რაღაცეები მითხარი,რამაც ტირილამდე მიმიყვანა …ვიცი გაპატიე ეგ ყველაფერი,მაგრამ დავიწყებით ვერ დავივიწყე და ალბათ ვერც დავივიწყებ …იმის მერე კიდევ ბევრჯერ მატკინე გული,მაგრამ ის ყველაზე მეტად მეწყინა…მახსოვს მინდორში ვიჯექი და ვტიროდი … ეგრე დიდი ხანია უკვე აღარ მიტირია …არ ვიცი მაშინ რა დამემართა … ნეტავ ჩემთვის მართლა ეგეთი ძვირფასი ხარ,რომ ამად ღირდი ???როგორ მინდა ეგ ყველაფერი დავივიწყო,რაც მაშინ მითხარი … თან ყველას თვალწინ … ვიცი მიზეზი გქონდა,მაგრამ ხომ შეგეძლო უბრალოდ პირადად გეთქვა და არა ყველას გასაგონად??? ან უბრალოდ საქმე მაქამდე არ მიგეყვანა და გეთქვა,უბრალოდ გეთქვა და აღარ მოვიქცეოდი ეგრე … რატომ არ შეგიძლია ყველაფერი ისე გააკეთო,რომ ორივე კარგად ვიყოთ ?? რატომ აფუჭებ ყოველთვის ყველაფერს?? რატომ მტკენ გულს?? ურთიერთობა ხომ უფრო ადვილია,როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს არაფერს უმალავს … ენდობიან და ზრუნავენ ერთმანეთზე ?? რატომ ჩვენ არ ვიქცევით ეგრე ??? რა მნიშვნელობა აქვს მეგობრები ვიქნებით თუ შეყვარებულები ?? ორივე შემთხვევაში გვიყვარს ერთმანეთი და ხომ უნდა გავუფრთხილდეთ და გავუწიოთ ერთმანეთს ანგარიში ??? რატომ არ ვიქცევით ეგრე ?? როგორ მინდა ყველაფერი მოგვარდეს და არცერთი დავრჩეთ ნაწყენი და გულნატკენი … თუ მხოლოდ მე ვფიქრობ ეგრე ??? არ ვიცი … უბრალოდ მინდა,რომ გიყვარდე და არ დამკარგო … არ აქვს მნიშვნელობა,როგორი ურთიერთობა გვექნება… ჩემთვის მთავარია შენ იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი …

მინდა იცოდე,რომ გაპატიე ყველაფერი და ისევ ისე მიყვარხარ,როგორც მიყვარდი წინა წლებში …

3 responses to “დღე 12 – წერილი ადამიანს,რომელმაც ბევრი ტკივილი მომაყენა …

  1. ძალიან ახლოს ხარ ჩემთან,ოღონ მე ეგ გადავიტანე,წინა წელს და მერე ყველაფერი კარგად წავიდა,შევრიგდით.
    და მჯერა თქვენც ესეთი დასასრული გექნებათ❤

  2. როგორ მინდა რომ ისევ ერთად იყოთ იცი?❤ ისე განვიცდი შენსას როგორც ჩემსას მთელი გულით გეუბნები.. მინდა რომ ბედნიერი იყო და დარწმუნებული ვარ მალე იქნები❤ :*

  3. ძალიან დიდიი მადლობა ორივეს … მეც მთელი გულით მინდა,რომ ბედნიერები იყოთ და ის ყველაფერი გქონდეთ რაც მთელი გულით გინდათ …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s