დღე 20 – წერილი ადამიანს,რომელმაც გული ძალიან მატკინა


ბევრი პოსტი მივუძღვენი იმ ადამიანს,ვინც ყველაზე მეტად მატკინა გული … ამიტომ ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ,იცით ამის შესახებ …
გადავწყვიტე სხვა გამეხსენებინა,ვინც ასევე მატკინა გული და გავიხსენე კიდეც …

რამდენი ხანი გავიდა იმის შემდეგ … მახსოვს,რომ გავიგე რაც გააკეთე საშინლად გავმწარდი … არ მეგონა თუ მაგას გამიკეთებდი … მართალია შენ ჩემთვის მხოლოდ კლასელი იყავი და მეტი არაფერი,მაგრამ მაინც ძალიან გავბრაზდი… მახსოვს როგორ დადიოდი და მთელს სკოლაში ამბობდი ჩემზე ათას საზიზღრობებს … ათას ტყუილს და ა.შ …
მახსოვს,როგორ ჩამიშვი დამრიგებელთან,როცა კლასში მოვწიე… მახსოვს,როგორი კომენტარი გააკეთე,როდესაც თორნიკე უბრალოდ მოვიდა და ზურგიდან ჩამეხუტა … არ ვიცი ეგ როგორ მოგითმინე…
ექსტერნს,რომ ვაბარებდით ერთად და შემდეგ გაიგე,რომ ჩავაბარე მითხარი,რომ მე უბრალოდ გამიმართლა და მეტი არაფერი …
კიდევ ძალიან ბევრი,რამ მწყენია შენგან უბრალოდ აღარ მინდა გახსენება …
ერთი კითხვა რაც მაქვს შენთან : რატომ გძულვარ ასე?? რა დაგიშავე ესეთი ??

6 responses to “დღე 20 – წერილი ადამიანს,რომელმაც გული ძალიან მატკინა

  1. ჩემთვის ასეთი ადამიანი უბრალო კლასელი არ იყო სამწუხაროდ, როგორც იტყვიან “გადამკვდარი დაქალები” “ვიყავით” მაგრამ ისეთები გამიკეთა რომ გახსენებაც არ მინდა.. შეიძლება რაღაც ერთი და დიდი არ გაუკეთებია, მაგრამ როცა ადამიანი ძალიან გიყვარს ნებისმიერი წვრილმანი თვალშჳ საცემია, ითმენ ითმენ მაგრამ როდემდე?

  2. მესმის შენი … მაგრამ რას იზამ ეგეთებიც არსებობენ … მე კი ერთი ვისწავლე ამ ყველაფრის შემდეგ,რომ არავის უნდა დააჩაგვრინო თავი…

  3. მეც შემემთხვა მსგავსი რამ სკოლაში😦
    მეგონა კარგად ვიცნობდი იმ ადამიანს და ნამდვილად ვიცი რომ არაფერი დამიშავებია მისთვის. რა მოელანდა ასე რომ იქცეოდა არ ვიცი.

    “ექსტერნს,რომ ვაბარებდით ერთად და შემდეგ გაიგე,რომ ჩავაბარე მითხარი,რომ მე უბრალოდ გამიმართლა და მეტი არაფერი …”
    შური და ბოღმა ალაპარაკებდა. ასეთ რამეში გამართლების შანსი არ არსებობს. თუ არ იცი ვერ ჩააბარებ, რა თქმა უნდა.

  4. ეჰ, ეგეთ ადამიანებს რა გამოლევს?!
    წინა სკოლაში მუდამ მაღიზიანებდა ჭორები ჩემზე, მუდამ ვრეაგირებდი, არასდროს ვტოვებდი უკომენტაროდ, თუმცა დიდი არც არაფერი მომიგია.. ჭორაობის უფრო მეტი საბაბი მივეცი და ჭია გავუხარე.. ბოღმიანი და შუარიანი ყოფილა. საერთოდაც მგონია, რომ ეგეთი ადამიანები არაფრად არ ღირან..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s