ხელშეკრულება საკუთარ თავთან…


ჩემმა ქართულის მასწავლებელმა დღეს თითქმის ძალით გამიყვანა იმ რაღაც ქართულის ოლიმპიადაზე თუ გამოცდაზე,საქართველოს უნივერსიტეტში… დღეს იყო ალასანიაში 10 საათზე… ჯერ ძლივს ავდექი 08:30 … მთელი გზა თითქმის მეძინა…
გარეთ სულ ნიაღვარი იყო…
ძლივს მივაღწიე… ლამის დამეძინა …
შემდეგ იყო გაუთავებელი კიბეები მე–7 სართულამდე… ბოლოს მე–7 სართულს,რომ მივაღწიე კინაღამ თავი ჭერს მივარტყი,ისეთი დაბალი იყო…
შევედი უშველებელ აუდიტორიაში… სულ სულ უცხო სახეები…
გამიკვირდა,რომ საერთოდ არ მინერვიულია…
ფურცლები,რომ დაგვირიგეს და წესები აგვიხსნეს მაშინვე დავიწყე წერა… იმ იმედით,რომ მალე მოვრჩებოდი და გავიდოდი გარეთ…
პირველი საკითხები იყო გრამატიკიდან… უადვილესი… სტიმულიც მომეცა,რა კარგად მცოდნია გრამატიკა–მეთქი…
შემდეგ გადავედი ლექსებზე… ასევე ესეც კარგად დავწერე…
პოემებიც თითქმის კარგად დავწერე,მაგრამ ზიანხანუმის სახელი დამავიწყდა და ვერა და ვერ გავიხსენე… ბოლოს შევეშვი,რა მექნა…
ძველი ქართულიდან რაც იყო ყველაფერი კარგად დავწერე… აბოს გარდა … ( მივხვდი,რომ ისე არ მცოდნია,როგორც მეგონა)
შემდეგ  ჯაყოსი და სამანიშვილის  ჯერიც მოვიდა … ვაიმეეე… ან მე არ მახსოვდა საერთოდ ან მართლა ძნელი იყო…  ეს ორი ძალიან ძნელად მომეჩვენა… მე იმას დავაბრალე,რომ ორივე შარშან მაქვს წაკითხული და არ მახსოვს–მეთქი… ( ჩემს თავზე ძალიან გავბრაზდი…)  ან მე ვარ დებილი ან საშინლად ძნელი იყო მართლა… საერთოდ ვერ დავწერე…
ჯაყოს და სამანიშვილს შეველიე… ამის დედაც–მეთქი და გადავედი შემდეგზე…
მერე უკვე ადვილად წავიდა… იდიომები ძალიან ადვილი იყო…
ბოლოს მარტო ფუნქციური მქონდა დარჩენილი,რომ გამოაცხადეს 10 წუთი დარჩაო… აი მანდ კი დამერხა…
ძალიან მალე დავწერე… რა დავწერე არც მახსოვს… რაღაც საშინელება,ზუსტად ვიცი…

როგორც ზემოთ აღვნიშნე არ მინდოდა გასვალა,მაგრამ ეხლა ვხვდები რომ კარგი ვქენი…
მივხვდი მაინც რა ვიცი და რა არა…

ჩემი თავით ასე თუ ისე კმაყოვილი ვარ,მაგრამ იმაზე მეშლება ნერვები,რომ უკეთესად შემიძლია,მაგრამ მეზარებააა… საშინლად მეზარებაა…

ტაქსში,რომ ვიჯექი ჩემს თავთან ხელშეკრულება გავაფორმე,რომ მორჩა გართობა კვირის დღეებში,ამას ჯობია დავჯდე და უკეთესად ვიმეცადინო… დანარჩენს მერეც მოვასწრებ !!
გადავწყვიტე,რომ ორშაბათიდან ყველაფერს სერიოზულად მივუდგები… რატომ უნდა ავიღო ჩემი სიზარმაცის გამო დაბალი ქულები?!! ვსო,მორჩა ზარმაცობა !!

პ.ს. ეხლაც ბახტრიონი მაქვს წასაკითხი,მაგრამ საშინლად მეზარება.. ასევე გრამატიკა არ მაქვს ბოლომდე დაწერილი… ხვალ მომკლავს ჩემი ქართული გამოცდის  შესანიშნავად დაწერის გამო… ღირსიც ვარ !!! ხო დავალების არ შესრულების გამოც …

ორშაბათიდან ჩემი მდგომარეობა

ორშაბათიდან ჩემი მდგომარეობა

ორშაბათიდან ჩემი მდგომარეობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s