მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ…რაღაც არ გამომივიდა


არ მინდა შესავლის დაწერა… პირდაპირ საქმეზე გადავალ…

ბავშვობაში,სანამ ბაღში წავიდოდი ვგჯდებოდი წითელ ფერზე… უკვე ბაღში,რომ ამოვყავი თავი აღარ მომეწონა ეს ფერი,რადგან ყველას წითელი უყვარდა და რატომღაც გადამიყვარდა … ალბათ არ მომეწონა ის,რომ ყველას ერთი ფერი მოსწონდა.. ხელები სულ წითელ საღებავში ქონდათ დასვრილი… მოკლედ გადამიყვარდა წითელი და შემიყვარდა ლურჯი… ყველაფერს ლურჯს ვხატავდი და მინდოდა ყველაფერი ლურჯი მცმოდა… ლურჯი ფერი მიყვარდა,სანამ თინეიჯერი არ გავხდი… შემდეგ უკვე მომეწონა ვარდისფერი… მართალია ვარდისფერი ტანსაცმელი,ოთახი და ა.შ არ მქონია,მაგრამ მაინც ძალიან მომწონდა ეს ფერი… შემდეგ უკვე მომეწონა შავი,თეთრი და ნაცრისფერი… ეს ფერები კი ჩემს გარდერობში ძალიან ჭარბობს… მაგრამ უკვე მომბეზრდა მუქი ფერები და სულ რაღაც 2 წლის წინ გადამეკეტა იასამნისფერზე… ამ ფერის ტანსაცმელი არ მაქვს და არც ოთახი.დიდი სიამოვნებით მექნებოდა,ამ ფერის ოთახი. ეს ფერი მამშვიდებს და თან მომწონს რაღაც იდუმალი ფერია… თან ბიჭები სულ მეუბნებიან უცნაური და ამოუცნობი ხარო… (ამაზე ძალიან მეცინება ხოლმე)… მაგრამ მაინც მჯერა მათი… მეც ვატყობ,რომ ცოტა უცნაური ვარ… უცნაური არა უფრო ცვალებადი ხასიათი,რომ მაქვს მაგის გამო გონიათ,რომ ამოუცნობი ვარ… ერთხელ მიშკამ მითხრა,რომ 13 წელია გიცნობ და მაინც ვერ გავიგე რა გინდაო… თითქმის ყველაზე ვხვდები რა უნდათ,როდესაც თვალებში ვუყურებო და შენ  კიდევ რა გინდა ვერ გამიგიაო… ამაზე მაშინ ძალიან გამეცინა… ეხლა კი ვხვდები,რომ სწორი იყო… უმეტეს შემთხვევაში არ ვიცი ხოლმე რა მინდა… ეს მარტო სიყვარულს და ბიჭებს არ ეხება… საერთოდ ეგრე ვარ… ერთ დღეს ერთი მინდა მეორე დღეს–მეორე… ეს კი არ მომწონს ჩემს თავში…
კიდევ რა გითხრათ ჩემზე??? ესე ძალიან მიჭირს ჩემი თავის დახასიათება…
ალბათ ყველაზე კარგად გამიცნობთ ჩემი ნაწერებით ან პირადად…:))
მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ… არ მინდა აბდაუბლა პოსტი გამომივიდეს… თუ უკვე არ გამომივიდა…

ყველას ძალიან დიდი მადლობა,ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ…
ამით ძალიან ბედნიერი ვარ…

ყველა ჩემი მკითველი ძალიან მიყვარს…
არ აქვს მნიშვნელობა ვიცნობ თუ არა…
ისინიც კი მიყვარს ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს,მაგრამ კომენტარას არ ტოვებს და ამიტომ არ ვიცი მათ შესახებ არაფერი…

ყველას ძალიან დიდი მადლობა…

პ.ს. არადა ჩემს თავზე უნდა დამეწერა ამის მაგივრად კი მადლობებით ავავსე პოსტი… მოკლედ მიყვარხართ და მაპატიეთ აბდაუბდა პოსტისთვის….

♥♥♥

11 responses to “მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ…რაღაც არ გამომივიდა

  1. ძალიან კარგი ხარ და ძალიან ახლო ხარ,მეც ვხატავ და ბევრი თვისებაც აღმოვაჩინე რაც საერთო გვაქვს : )

  2. და ჩვენც გვიყვარხარ, იმდღეს ნახევრად მეძინა : )
    როგორ გამომრჩა ამის დაწერა :”>

  3. იცი, საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური პოსტი გამოგივიდა.
    თითქოს ცხოვრების ეტაპები სხვადასხვა ფერებად დაყავი, რაც არცერთ ამ თამაშის მონაწილეს არ გაუკეთებია.
    შეკრული პოსტი გამოვიდა, არანაირი აბდაუბდა.
    ძალიან მომეწონა.
    ყოჩაღ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s