AngRy… !!


საშინელ ხასიათზე ვარ…
ახლა რამე რომ არ დავწერო შეიძლება გავგიჟდეეე…

ქართულის მასწავლებელს ვერ ვიტან !!
ნერვებს მიშლის…
ყველაზე კარგად ქართულში ილია ჭავჭავაძის “კაცია–ადამიანი?!” ვიცი… მაგრამ ვერ ვიტყვი,რომ სახლ–კარის აღწერა ზუსტად მახსოვს… ზუსტად კი არა,საერთოდ არ მახსოვს…და ამიტომ უნდა მითხრა,რომ საერთოდ არ ვიცი ეს ნაწარმოები?!! ანდა ზარმაცი და უდარდელი უნდა მიწოდო მხოლოდ იმიტომ,რომ თემის დაწერა მართლა,ფიზიკურად,ვერ მოვასწარი?!
უკვე ნერვებზე მოქმედებს სულ რომ მლანძღავს… და მე ეს უნდა მოვითმინო?! იმას თუ შეუძლია რომ საშინლად მომიხსენიოს მე რატომ არ შემიძლია,რომ შევეპასუხო??!!
უკვე დავიღალე….
რადგან უფროსია იმას აქვს უფლება,რომ მლანძღოს და მე უნდა მოვითმინო… თუ არადა აიიი მაშინ უზრდელი,თავხედი და გაუზრდელი ვარ…
როგორ მომბეზრდა ეს მასწავლებლები…მათი უაზრო აზრები ყველაფერზე და საერთოდ ყველაფერიი… დავიღალე… როდემდე შეიძლება ყველამ მლანძღოს და მე კიდევ გავატარო ეს ყველაფერი?! მხოლოდ იმიტომ,რომ უფროსია…!!!

აღარ შემიძლიააააააააა….!!!!

ნანუკა და ზუკაც ნერვებს მიშლიან!!!
რაც დაშორდნენ შუაზე ვიყოფი…
რა ვქნა თუ ორივეს მეგობარი ვარ?!
სადამდე შემიძლია ნეიტრალური ვიყო და ვუსმინო,როგორ “ესწერვებიან” ერთმანეთს და ლანძღავენ !!
დავიღალე..
რატომ უნდა მაღელვებდეს ყველას პრობლემა მე???
რა, ჩემი არ მყოფნის??!!!!!

როგორ დავიღალე !!! უკვე აღარ შემიძლიიააა….
ყველაფერი მომბეზრდა…
მალე მოვიდეს ეს საშინელი გამოცდები… ნერვები აღარ მაქვს უკვე…!!

როდის დამთავრდება ეს აბიტურიენტობა…

რადგან მე სკოლა დავამთავრე ანუ მე არ ვიღლები ხო??!!
ყველას გონია,რომ დრო ძალიან ბევრი მაქვს და ყველაფერი უნდა მოვასწრო…
როგორ უნდა მოვასწრო,როდესაც n–რაოდენობით მაძლევენ დავალებას… და თან მეუბნებიან შენ სკოლაში არ დადიხარ… დრო ბევრი გაქვს… აბა სხვებმა რაღა ქნან??
მე რავიცი რა უნდა ქნან??? (ეგოისტურად გამომივიდა ხოო??)

ერთი კი ვიცი,რომ ვეღარ ვუძლებ…
ყველაფერი მაინც და მაინც წელს მოხდა… რა უბედურებააა…
მალე გავიდეს ეს 3 თუ 4 თვეეე…..!!!!!

პ.ს. ვაიმეე, ეს რა დამიწერია…
ეს სიმღერა კი ძალიან მომწონს,როცა გაბრაზებული ვარ… უფრო მაბრაზებს და რაღაც მომწონს… თან Veronica Mars–ის საუნდტრეკია და რაღაცას მახსენებს… წინა წელს… თან ზუსტად გაზაფულის პერიოდს…
უუფფ… მაშინაც წიგნებში ვიყავი… ექსტერნისთვის ვზუთხავდი…

ეხლა უფრო ნერვები მომეშალა…
მაპატიეთ ეს პოსტი…მაგრამ რომ არ დამეწერა უფრო უარესად გავხდებოდი…

მე თქვენ მიყვარხართ….!!!!

http://soundcloud.com/cckeevan/the-dandy-warhols-we-used-to-be-friends

13 responses to “AngRy… !!

  1. ცხოვრებაში არის პერიოდები, როდეცა ყევლაფერი კარგადაა და არი პერიოდები, როდესაც უკაცრავად და “ტრაკში’ ვართ…
    ნუ ნერვიულობ ყველაფერი დალაგდება, მთავარია არ დანებდე და არ გაგიჟდე ^_^

    შენი ნიკი გაიხსენე :))))))

  2. დღეს რომ წავიკითხე გამეცინა…
    დაწერის შემდეგ ყველაფერი მომეშვა…

    მადლობ…

  3. ჰო, მესმის შენი შარშანაც მეც აბიტურიენტი ვიყავი🙂
    როცა გნდა ერა უნდა დაწერო, შენი ბლოგიაა :>

  4. იმედი მაქვს მალე მოგვარდება ყველაფერი😦
    ნამდვილად საშინელებაა როცა ცოდნას ვერ გიფასებენ სათანადოდ. სხვათაშორის ამ ნაწარმოებებს ვსწავლობთ იმიტომ რომ აზროვნების უნარი განვივითაროთ და ცოდნა შევიძინოთ, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ქართველისთვის.. მთავარია ნაწარმოების იდეა და აზრი გესმოდეს. უაზრობაა სახლ–კარის ზუსტი აღწერის დამახსოვრება.

  5. :))))) vaimee Exla vixsneb moica rogor ickeba : )carmoidginet, kaxetshi shua trial mindorze or sartuliani kvitkiris saxli : )tu ragac egeti : )
    P.S me didi xania gkitxulob , magram blog ar mak da ro mekneba chemi saxelit mogcer:)

  6. ნაცნობია ჩემთვის ეს ხასიათი. სახურავზე რომ გინდა აძვრე და Fuck You! უძახო ყველას😀

  7. მართალია უკვე მესამე კურსზე ვარ მაგრამ საშინლად მესმის შენი😦 დავიღალე მეც ამ ყველაფრით, და უბრალოდ მინდა რომ არაფერი ვაკეთო, აი სულ სულ არაფერი, არ მინდა არც ფული არც “ზმანები” არც არაფერი ოღონდ ცოტა ხანს დამსვან და არაფერი მაკეთებინონ😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s