KEEP CALM…..


რა კარგი ყოფილა დასჯილი რომ ხარ..
ნუ ეს ჩემთვის ან მომენტში…

ხუთშაბათს მამაჩემმა დამსაჯა ინგლისურის გამო..
და მეც პროტესტის ნიშნად არ წავედი პარასკევს,დილით,გაკვეთილზე…
ავდექი სამისთვის და მთელი დღე პიჟამოში დავდიოდი… არც გამომიცვლია…
საერთოდ არ მიმეცადინია და ჩემებიც გავაგდე სახლიდან… გავაგდე რა,თვითონ წავიდნენ თავიანთ საქმეზე…
მოკლეს ძალიან მაგარი იყო…
ვიჯექი და Charmed–ს ვუყურებდი….
ვეწეოდი და სამი ჭიქა ყავაც დავლიე… ნუ ეს ისე…
შუადღე ძალიან კარგად გავატარე…
საღამოც უკვე დაგეგმილი მქონდა..
ისევ Charmed  უნდა მეყურებინა…
მაგრამმმ….
მაინც მომეშალა ნერვები…
მიშკამ დამირეკა,სადღაც მივდივარ და მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდეო…. მე ვერ წავედი ჩემი დასჯილობის გამო…
იმას რა თქმა უნდა ეწყინა,მაგრამ რა მექნა…?!….
ასევე გავიგე,რომ იმ გოგოს დაშორდა…
მერე მე რა???
ან პირიქით…
მოკლედ გადავწყვიტე,რომ არ მეფიქრა მათ დაშორებაზე და ისევ გავაგრძელე Charmed ყურება…

ამ ბოლო ამბავზე ფიქრი მაინც არ მშორდებოდა და რა მექნა???
ისევ ავყევი უაზრო ოცნებებს და ველოდები ეხლა რა მოხდება ჩემ სასიკეთიდ…
ყველაფერი ხომ მხოლოდ ჩემ სასიკეთოდ ხდება… ( მე ამის მწამს….!!!)

არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ…
თუ უნდა ჩემთან შერიგება მოვა და მეტყვის… ეგ მაინც შეუძლია…
ბედს მივენდობი…
მეზარება ეხლა კიდევ ამაზე “ჩალიჩი” ….

დასვენება მინდა და დავისვენებ კიდევაც…
აღარ მოვიშლი ნერვებს… მეყო რაც ვიშალე,ვინერვიულე და გადავირიე…
ეხლა ის იყოს ეგრე… თან ისეთი ხასიათი აქვს,რომ ვიცი ეგრე იქნება…

მოკლედ …
როგორც ადრე მოუბნებოდნენ (სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა) “ყველაფერიფეხებზემკიდია” გოგო ხარო,ისევ ისეთი ვხდები და რავი მიხარიასავით … :))
არც ის ვარგა,რომ არაფერი არ მაინტერესებდეს და მადარდებდეს,მაგრამ იმას კი მირჩევნია ყველაფერი გულთან ახლოს რომ მიმქონდა…
ხოდააა ეხლა ეგრე აღარ ვიქნები…
მოხდეს რაც მოსახდენია…
მიშკას გარდა სხვა რამეებზეც მაქვს საფიქრელი და ვიფიქრებ იმაზე….
ეხლა იმან იმტვრიოს თავი იმაზე თუ რას იზამს,რაც ვიზამ და ა.შ.

მე კიდევ ანანოსთან ერთად მივდივარ მაღაზიებში და ყველაფერი მკიდიააა….
საერთოდ ყველაფერი…
შემდეგ უნარებზე წავალ და ასეე…

მე უკვე საკმაოდ დავიტანჯე და ეხლა სხვების,კონკრეტურად კი მიშკას,ჯერია……

პ.ს. რა მაგარი ამინდია… როგორ შეიძლება ასეთ ამინდში რამე ცუდზე იფიქრო… და არც ვაპირებ…
მიყვარხართ ყველაააა….


4 responses to “KEEP CALM…..

  1. ჰეჰ )) რა საყვარელი ხარ,
    ჰო მშვენიერი ამინდია, ყველაფრისთვის❤
    ჯობს ისევ დაიკიდო ვიდრე ზედმეტად იდარდოო )

  2. ხო,მეც ეგრე მგონია..
    შენც ძალიან ძალიან საყვარელი ხარ …

  3. აი ასეთი ვიყავი მეც რაღაცებზე რომ დავფიქრი ^^ და ახლა ისეთი ბედნიერი ვარ ^^ ყველაფერი მკიდია და საერთოდ არავის აზრი არ მაინტერესებს, აღარც ის მაინტერესებს როდის რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში:) დროს მივყვები :)))

  4. ძალიან კარგიი…
    მიხარია რომ ბედნიერი ხარ…
    შენ იმსახურებ ამას !!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s