My Boys…


დღეს ერთმა მითხრა კარტში თუ არ გიმართლებს სიყვარულში გაგიმართლებსოოო….
ეს კი არ არის მართალი და აი რატომაც….

1.გიგი (5 თვე)
ჩემი პირველი შეყვარებული იყოო…თავიდან ყველაფერი კარგად გვქონდა… შემდეგ განუწყვეტლივ ვჩხუბობდით… ყველაფერზე.. ამას კიდევ ისიც დაემატა,რომ ის სკოლიდან გარიცხეს და ჩვენც თანდათან გაგვიფუჭდა ურთიერთობა… ერთხელაც გამომიცხადა რომ უნდა დავშორებულიყავით… თავიდან ძალიან განვიცადე,მაგრამ დრომ მაინც თავისი გააკეთა…

2.გიორგი ( 3 თვე)
ამასთან ყველაფერი სხვანაირად იყო… არც მე მინდოდა სერიოზული ურთიერთობა და არც იმას და ამიტომ “თავისუფალი ურთიერთობა” გვქონდა… ბოლოს ძალიან მომბეზრდა,რადგან სულ ვეჭვიანობდი და საბოლოოდ მე დავშორდი და ძალიანაც ადვილად გადავიტანე ეს ამბავი….

3.ვაკო (  8 თვე )
ვაიმეე… მაშინ მეგონა,რომ სიგიჟემდე მიყვარდა… არაფერი მაინტერესებდა მის გარდა… სულ მასზე ვფიქრობდი… სულ ერთად ვიყავით და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით… ესეც ჩემი სკოლელი იყო… ღამეებს ვათენებდით ლაპარაკში და მოკლედ ყველაფერი კარგად გვქონდა… ზოგჯერ მგონია,ლონდონში რომ არ წასულიყო კიდევ ერთად ვიქნებოდით… მაგრამ რას ვიზამ… მიისი წასვლა ძალიან ძნელად გადავიტანე… სულ ვტიროდი და არაფრის ხალისი არ მქონდა… მაგრამ ამანაც გადამიარა….

4.გიორგი ( 2 წელი და 1 თვე )
ამასთან ყველაფერი სერიოზულად მქონდა… ყველამ იცოდა,რომ ერთად ვიყავით და გაგიკვირდებათ და (მე ძალიან მიკვირს) მამაჩემს ძალიან მოწონდა და ყველა სერიოზულად უდგებოდა ჩვენს ურთიერთობას.. ბაბუაჩემი უკვე შვილიშვილებს ელოდებოდა……. მაგრამ……… ეს ურთიერთობაც მარცხით დამთავრდა…

5.ბაჩი ( 11 თვე )
ჩემი ბიჭიიი… მართლა ძალიან მიკვირს,იმ ყველაფრის მერე როგორ ვმეგობრობთ,მაგრამ ეს ალბათ იმიტომ რომ მეგობრები უფრო ვიყავით ვიდრე შეყვარებულები …. ჩვენი დაშორება თავისთავად მოხდა… ყველაფერი კარგად აეწყო ამის შემდეგ.მისი დაკარგვა არ განმიცდია,რადგან ეხლაც ჩემს გვერძეა ოღონდ როგორც მეგობარი…. კარგი მეგობარიიი….

ამის შემდეგ იყო ბევრი ბიჭი ჩემს ცხოვრებაში ოღონდ თითოეული ძალიან ცოტა ხანი… რაღაც გართობა უფრო იყო…. ამიტომ არ ვთვლი…

6.ლადუკა ( 6 თვე )
ლადუკა ჩემზე  4წლით დიდი იყო… და დაშორების მიზეზადაც ეს მითხრა,რომ პატარა ვიყავი… დღესაც ნორმალური ურთიერთობა გვაქვს … ესეც ძალიან ძნელად გადავიტანე… მაგრამ არა ისე,როგორც სხვები…. მაინც მართალია,რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაოოო….

7.მიშკა (3 თვე და 21 დღე…:)) ♥♥
მიშკაზე არაფერს არ დავწერ… ისედაც იცით ვინც კითხულობთ ჩემს ბლოგს… ეს სამი თვე კი მაგრამ ისე 3 წლის ისტორია აქვს ჩვენს ურთიერთობას … შეიძლება 13 წელიც,მაგრამ ეს ისე…. :))
არ ვიცი მორჩა ყველაფერი თუ არა,მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა… ამაზე კი შემიძლია თამამად ვთქვა,რომ მიყვარდა… მიყვარს…მეყვარება … (ბანალური) … მაგრამ რა ვქნა ესეა…

არ მინდა ეხლა ისევ მიშკაზე წერა….
გადავწყვიტე აღარ ვიფიქრო და შევასრულებ კიდევაც…

დაველოდები ჩემს ბედს… ნეტავ რას დაგაწყვეტს… რას მიმზადებს ….
თუ გვიწერია ერთად ყოფნა ვიქნებით და თუ არა,ანუ უკეთესი რამე მელოდება წინ…
ვისაც ბედისწერის არ სჯერა ამას ვერ გაიგებს….

პ.ს. ზვერის ერთი სიმღერა ასე იწყება :  Ошибки не учат и время не лечит  ….
Ошибки не учат  – ვეთანხმები
время не лечит  – არ ვეთანხმები

მე თქვენ ყველა მიყვარხართ…. ისინიც კი ვინც გული მატკინეთ …

13 responses to “My Boys…

  1. ოჰო, კოლექციოენერი ყოფილხარ ფაქტიურად😀
    ამ ჩამონათვლის და ურთიერთობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მეეჭვება მიშკაც მალე არ დაგავიწყდეს🙂
    ასეა თუ ისე, წარმატებებს გისურვებ😉

  2. ძალიან დიდი მადლობა…
    რავიიცი ვნახოთ…
    უკვე თითქმის 4 თვე გავიდა,მაგრამ ჯერ ვერ დავივიწყე…
    დიდი იმედი მაქვს რომ დამავიწყდება

  3. წარმატებები ჩემო კარგო :))))
    მე არ მაქვს მასეთი კოლექცია… სერიოზული სულ 3 ცალი იყო :))))))))) დანარჩენებს არ ვთქვი იმიტომ რომ არც არფერი ყოფილა საერთოდ :))

    • ძალიან კაი მერე…
      მე თუ მკითხავ არ არის კარგი გოგოს ბევრი ბიჭი რომ ყოლია…
      მეც არ მეყოლებოდა ზოგიერთი,ამის გამოსწორება რომ შეიძლებოდეს….

  4. : ))))) სერიოზული კოლექციაა : ))

    პ.ს ხშირად ვკითხულობ შენს ბლოგს და ძალიან მჭრდება შენი დახმარება (თუ არ გეზარება რა თქმა უნდა)

    მასწავლე რა როგორ უნდა მარჯვნივ სურათების ჩასმა:))) ჯერ მარტო ებაუთ მი (რა კარგად დავწერე:))))))))ხო მარტო ეგ დავდე და ნელ-ნელა ვაპირებ, შემდგომში ბევრი რაღაცების დადებას : ) და იქნებ ეს მასწავლო. მადლობთ წინასწარ❤

    • შედი ჯერ Dashboard >> appearance >> widgets >> Available Widgets აქედან აირჩიე image და იქ Image URLში ჩაწერე სურათის ლინკი … თუ რამე ვერ გაიგე მკითხე კიდე …

  5. ოჰო რამხელა გამოცდილება გქონია და მე გირჩევდი რაღაცებს მიშკასთან დაკავშჳრებით (მე სულ რაღაც ერთი მყოლია და საბედისწერო🙂 )
    ნუ იქნები ჩციკლული ამ უკანასკნელზე და ყველაფერი თავისთავად დაგავიწყდება🙂 შენთვითონვე თქვი რომ “დრო ყველაფრის მკურნალია”🙂 :*

  6. კი და მართლაც ეგრეა… ვგრძნობ რომ თანდათან სულ უფრო და უფრო იშვიათად ვფიქრობ მიშკაზე….

  7. ოჰოოო :>
    რამხელა გამოცდილება გქონია საყვარელო :>
    მე სულ 3 მყავდა, კიარადა 2 და 1იც ეხა მყანს ანუ რაა :)) ♥
    1ლი იმდენი ხნის წინ იყო რომ… ადრე, ადრე ახლა მასთან ვმეგობრობ,
    მერე იყო მეორე რომელთანაც თითქმის 6 , ხო ექვსი წელი ვიყავი, მაგრამ …🙂
    ახლა კიდდევ ილიასთან ერთად ვარ, უკვე 1 წელზე ცოტა მეტია და ძალიან ბედნიერიც ვარ ამით ♥ ასე რომ რაც მოსახდენია მოხდება მაინც.
    და პ.ს ვეთანხმები მე შენს მეგობარს, “თუ კარტში არ გიმართლებში” )) მაგრამ ხანდახან იქაც მიმართლებსს )))

  8. ვაიმეე 6 წელიიი ….
    მიხარია რომ კარგად ხარ ილიასთან… ეგრეც უნდა იყოს…

  9. ასეთი პოსტი მე რომ დავწერო ძალიან ძალიან გრძელი გამომივა : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s