EveRyThing is aLrighT …


დღეს პანშვიდზე ვიყავი…. ვერ ვიტან პანაშვიდებს..
ყველა ტირის,ყველა ცუდ ხასითზეა და ა.შ
თან მე სულების ხომ მჯერა და სულ იმის შეგრძნება მაქვს,რომ ოთახში დადის/დაფრინავს… მეშინიასავით….
როგორც შემეცოდნენ ბაჩო და საბა… რა ცუდია 18 წლის ასაკში მამის დაკარგვა…
ყველა ასაკში საშინელებაა,მაგრამ ეხლა მაინც…
ალბათ როგორ უჭირთ,მაგრამ მაინც ძლიერები არიან და არ ამჟღავნებენ ამას….
ამ ამბავმა ისე იმოქმედა ჩემზე,რომ რავიცი…
დღეში 100–ჯერ ვურეკავ მამაჩემს ….
ვაიმეეე,როგორ მინდა რამით მაინც დავეხმარო რომელიმეს… ან ბაჩოს ან საბას…

კაი,მეყო მაგ თემაზე…. ცუდ ხასიათზე დავდექიიი….
ისევ ნანუკას და ზუკას შერიგებაზე “ვჩალიჩობ”…. რა გამომივა არ ვიცი…

დღეს ზუკა ძალიან მეჩხუბა… ალბათ უკვე შევაწუხე ჩემი ზრუნვით…
დღეს მითხრა,როდის მორჩები ჩემზე და ნანუკაზე ფიქრს და შენ თავს როდის მიხედავო….
ჩამიჯდა თავში ეგ აზრი,მაგრამ არ შემიძლია ეგრე… ვიცი,რომ შემიძლია მათი შერიგება და როგორ არ შევარიგო??!!
ჯერ ამათ შევარიგებ და მერე ჩემზე ვიფიქრებ….

მიშკა მირეკავს 2 დღეში ერთხელ…
და რატომ მაინც და მაინც 2 დღეში ერთხელ არ მესმის….
რაც არის არის… რა ვქნა…
არ მანებებს თავს და იყოს ეგრე ….
ვიყოთ ეგრე “ძალითმეგობრები”

ირინკა ძალიან განიცდის ჩემს ამბავს და ყოველდღე ახალ–ახალ ბიჭებს მაცნობს… საყვარელიიიიი ….
მე კიდევ არ მომწონს არცერთი…. ზოგი ქერაა,ზოგი დაბალი და ა.შ
ნუ რას ვიზამ….
უკვე როგორ ადვილად ვუყურებ ამ ჩემს მდგობარეობას თქვენ ხომ არ იცით….

ისე ყველაფერი კარგად მაქვს….
რატომ არ უნდა ვუყურებდე ადვილად???
მიშკასგან ყურადღება არ მაკლია… მეტი კი მინდა,მაგრამ ამ მომენტისთვის ეგეც საკმარისია…
სწავლის საქმე კარგად მიდის… ერთადერთი მათემატიკა მიჭირს ცოტა არ იყოს… მაგრამ გამოვასწორებ ამას… ბაჩო რომ დამიბრუნდება….
ეს ბოლო დროა უაზრო ჭორები დადის ჩემზე,მაგრამ მკიდია…
იმედია ცოტას ჯერა….
ჭორებზე სანერვიულოდ არ მცალია…

ამ მომენტისთვის სამი რაღაც მინდა:

1. მინდა,რომ ნანუკა და ზუკა შევარიგოო…
2. ძალიან,უზომოდ მინდა,რომ ჩავაბარო…
3. მესამეს ჩემთვის შევინახავ …

4 responses to “EveRyThing is aLrighT …

  1. ჭორიკნებისთვის ზედგამოჭრილი პოსტია, ანუ ჩემთვის.😀
    ოპიმისტობა კარგია ძალიან.
    წარმატებები. ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s