7 ივნისი…2011


10:45 – ზუსტად ამ დროს დარეკა ჩემმა მაღვიძარამ,რომელზეც ემინემის ერთ–ერთი სიმღერა მაქვს დაყენებული. 10 წუთი გაბრუებული ვიყავი და არ ვიცოდი რა ხდებოდა. სულ ოდნავ რომ გამოვფხიზლდი,დავიწყე სიზმარზე ფიქრი. ძალიან ხშირად მიხდება ხოლმე ( თუ გინდათ დაიჯერეთ,თუ გინდათ არა) და ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევ.

11:05 – მივხვდი,,რომ უკვე უნდა ავმდგარიყავი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი აუცილებლად დამაგვიანდებოდა გაკვეთილზე.

11:10 – ვგდები და ჩემი რაღაც–რუღაცეებით შევდივარ აბაზანაში… ვიბან,ვიცვამ და გამოვდივარ.. ამ ყველაფრის დროს,თან კონცერტს ვუწყობ ჩემს თავს და ვფხიზლდები თან…

11:20 – ვიკეთებ ყავას… ძალიათ ვჭამ კროასანებს… დილით ვერ ვჭამ ხოლმე,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,რომ არ ვჭამო შეიძლება შუა ფალიაშვილზე “გავიშხლართო”. ჭამის შემგედ ვეწევი ერთ ღერს და შემგედ ისევ აბაზანისკენ მივდივარ…
იქ ვიკეთებ მაკიაჟს,თმებს და ვემზადები გასასვლელად… აბაზანიდან,რომ გამოვდივარ არ არსებობს,რომ რაც მაცვია არ გავიხადო და სხვა რამე არ ჩავიცვა… რატომ მემართება არ ვიცი,მაგრამ ბავშვობიდან ასე ვარ…

11:30 – მირეკავს თინათინი და მეკითხება სად ვარ… პასუხს რომ იგებს საშინლად ბრაზდება და მითიშავს… მეც სინდისი მაწუხებს,რომ ვაგვიანებ და ვცდილობ სწრაფად გავიდე სახლიდან… გზაში ვსწავლობ სიტყვებს და თან სიმგერებს ვუსმენ…

12:05 – მივედი გაკვეთილზე… ნუ გაკვეთილის ამბები ძალიან არასაინტერესოა…  ამ გაკვეთილის განმავლობაში მიშკამ დამირეკა ზუსტად 7–ჯერ… ბოლოს ყელში ამომივიდა და ვუწივლე…

14:15 – გამოვდივართ გაკვეთილიდან… თინათინი “მაბავს”,რომ წავიდე მასთან,მაგრამ მე იმდენი მაქვს სამეცადინო,რომ ვერ მივდივარ… ეზოში ვეწევით და ამის მერე ჩვენი გზები იყრება…
ვრჩები მარტო და ვურეკავ მიშკას… ვთხოვ პატიებას,რომ ვუწივლე… ის ცოტა ხანი ბუზღუნებს და მერე მირიგდება…

14:45 – ვარ სახლში… ვსვამ ისევ ყავას,ვირებ მათემატიკის წიგნებს და რვეულებს და ვიწყებ მეცადინეობას… ეს დაწყევლილი ვექტორები და ფიგურათა მობრუნება… ამ მეცადინეობის განმავლობაშიც ამიკლო მიშკამ რეკვით.. ვერ შევაგნებინე,რომ არ მეცალა… ბოლოს გამოვრთე ტელეფონი და მშვიდად გავაგრძელე სწავლა…

17:12 – მირეკავენ ბიჭები და ბევრი თხოვნის შემდეგ მივდივარ მათთან…

19:50 – ძლივს გამოვექეცი მათ და მივდივარ ბაჩოსთან ერთად უნარებზე…. იქაც საინტერესო ისეთი არაფერი…

22:15 – გამოვდივარ გაკვეთილიდან,ვნახულობ მობილურს და მაქვს მიშკას 12 გამოტოვებული ზარი… ისევ ვურეკავ და ვუხდი ბოდიშს,რომ ვერ ვნახე დღეს… ის ბრაზდება და მეუბნება,რომ ცოტა ხანი მაინც ვნახო… როგორ გინდა ეხლა უარი უთხრა…

22:30 – ვნახულობ მიშკას ….

23:47 – ვარ სახლში… ვრთავ ლეპტოპს და ვწერ ამ პოსტს… ამის შემდეგ ავდები,დავურეკავ ნანუკას…. ვილაპარაკებთ სადღაც 2 საათამდე და მერე უკვე დავიძინებ… ხვალინდელი დღე კი განსხვავებული იქნება…. საერთოდ არ მაქვს გაკვეთილი… დილით ვიმეცადინებ და მერე უკვე თავისუფალი ვარ…..

მიყვარს მე ოთხშაბათიიიიი….. ♥

2 responses to “7 ივნისი…2011

  1. ფრიად საინტერესო პოსტი იყო :>
    აუ ამ სიცხეში მაკიაჟი რო გავიკეთო გავრეკავ კიდეც : )))
    2 საათამდე ღამის 12იდან? ;;)
    რაღაც დავბერდი მგონი :შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s