მე მომავლიდან ანუ წერილი 15 წლის სოფოს…


დღეს ჩემთან პარასკევია… რავიცი,ალბათ შენთანაც… ვიცი დღეს რაც გააკეტე…
გაიღვიძე 1 საათზე,ძლივს აწიე თავი (როგორც ყოველთვის,სკოლაში არ იყავი)… შემდეგ ტანიც და შეხვედი დასაბანად… დაიბანე,ჩაიცვი,დალიე ყავა და გახვედი სახლიდან… ეზოში მოწიე… თან გეშინოდა,ვინმემ არ დამინახოსო… მერე გააგრძელე გზა და მიხვედი ინგლისურზე… ესეც უკვე შენი 3 საათი,ნუ როგორც ყოველთვის,ალბათ ეხლაც დააგვიანე… გაკვეთილზე არაფერი საინტერესო არ ხდება… ამას გამოვტოვებ… გამოხვედი გაკვეთილიდან,ისევ მოწიე,წახვედი სახლში და ელოდები ქეთას ზარს… ქეთამაც დაგირეკა და გახვედით გარეთ… მიდიხართ თქვენ/ჩვენ ეზოში და ხართ იქ მთელი საღამო… იქ რეებიც ხდება არ დავწერ… ეგ მაინც სხვა თემაა…

დარწმუნებული ვარ ყველაფერი ზუსტად დავწერე… გეთანხმები,პარასკევი არც ისე კარგი დღეა… არც შენთან და არც ჩემთან… ჩემთან რატომ არ არის კარგი მაგას არ გეტყვი… შენთვითონ მიხვდები მერე…

ეხლა მინდა რამდენიმე რჩევა მოგცე… აუცილებლად გაითვალისწინე!!! დამიჯერე… ესე უკეთესი იქნება ყველასთვის….
მოკლედ ვიწყებ….

♦ პირველ რიგში უნდა ისწავლოოო!!!! აუცილებლად ისწავლეეეე !!!!
♦ გეხვეწებიიი სკოლიდან არ გადახვიდე… ვიცი ძალიან მაცდურია,მაგრამ არ გინდა… ინანებ მერე…
♦ ეხლანდელი შენი ბიჭები იდიოტები არიან !!!
ექსტერნით დაამთავრებ სკოლას… იამაყე ჩემით !!!
♦სიგარეტზე არაფერს არ გეტყვი… ეხლაც ძალიან მომწონს მოწევა,როგორც ადრე….
♦დალევით კიდევ ნუ დალევ ბევრს… დამიჯერე… გაწვალდები მერე…
♦ხო,არ დამავიწყდეს… შენ და ქეთა აღარ იმეგობრებთ….!! ამას იმიტომ გეუბნები,რომ ვიცი შენთვის/ჩვენთვის რასაც ნიშნავდა ეს ადამიანი,მაგრამ არ განიცადო… მიხვდები,რომ ესე ჯობია…
♦ მიშკას ხელს ნუ კრავ!!!!!!!!!!!!!!!!! მიზეზს არ გეტყვი…. მაგრამ იმას გეტყვი,რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება,,, ნუ ჯერ ჩემთან ეგრეა და მომავალში არ ვიცი….
♦ ნანუკას უთხარი,რომ გიორგის ნუ გადაყვება ეხლა ბევრად უფრო კარგ ბიჭთან ერთადაა და ძალიან ბედნიერიაააა…
♦ უთხარი დედას რომ ეწევი… გულზე მოგეშვება ძალიანნ… და ნუ იმალები,როცა ეწევი…. დაიკიდე ყველაააა….
♦ იმ ქალს კიდევ ყველაფერი პირში უთხარი… ( იცი ვიზეც ვამბობ)
♦ არ არის საჭირო ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანო… იდიოტი კლასი გყავს,მერე რაააა… დაიკიდე…. ნუ უსმენ…
♦ 11 ივლისს,ჭავჭავაზე არ გადაჭრაააა !!!! არსებობს იქ შუქნიშანი და ისე გადადიიიი….
♦ წიგნები წაიკითხე კიდევ… ბევრიიიიი !!!!
♦ წერას კიდევ თავს ნუ დაანებებ!!!! გახსოვს,რა მაგრა წერდი?? და იმ ნაწერებსაც ნუ დაწვავ… მე გამომადგება… იყოს დაანებე თავი…
♦ სკოლაში იარე და ყველა გაკვეთილზე შედი… თორე ნახავ მერე რა გელის….
♦ ეხლა მალე გეგონება,რომ დეპრესია გაქვს,მაგრამ დაიკიდე ეგეც … დეპრესია არა ის..!!
♦ one tree hill–ის ყურება დაიწყეეე… მოგეწონება,ვიცი….
♦ მათემატიკა კარგად ისწავლე,მარინასთან… შენ გამო ეხლა შიშით ვკვდები…
ბლოგი გააკეთე…

ეხლა მეტი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მახსენდება,რომ გითხრა…
მე ძალიან კარგად ვარ… ყველაფერი კარგად მაქვს… ბედნიერიც ვარ…. მყავს იმაზე კარგი მეგობრები ვიდრე შენ… ძველებიც შემრჩნენ,საკმაოდ ბევრი… მაგაზე კარგ ბიჭთან ერთად ვარ,ვიდრე შენ… ერთი ეს გამოცდები ჩამაბარებინა და ეგააა….

ძალიან მიყვარხარ… იმისდამიუხედავად,რომ უამრავი შეცდომა დაუშვი და ეხლა ამაზე მე ვაგებ პასუხს…
ყველაფერი კარგად გვექნებაააა…. გჯეროდეს უკეთესი მომავლის…
დავრჩეთ ისეთივე ოპტიმისტები,როგორებიც ვართ…
ეს სიმღერა კიდევ ჩემგან შენ…  ვიცი ეხლა არ მოგწონს ეს გოგო,მაგრამ 2 წელში მოგეწონება…

 

8 responses to “მე მომავლიდან ანუ წერილი 15 წლის სოფოს…

  1. მმმ, ანანიას ბლოგზე წავაწყდი ამ ტემატიკის პოსტს.
    ყოჩაღ. კარგი იყო ძალიან. ^^
    ისე, მართლა საინტერესოა.. ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s