გამოცდა N2


ესეც შენი უნარებიიი…

ეს მაღლივი გიჟებით არის სავსე…
დაცვამ მომიშალა ნერვები… იდიოტები ეგენი…
გაჩხრიკვაზე ისევ ვიჩხუბე… რომელი კრიმინალი მე მნახეს,რომ მჩხრიკავენ თან ესე…
მე–9 სართულზე ავედი ფეხით… ლიფტთან იმხელა რიგი იყო დამეზარა ლოდინი,მაგრამ მერე ვინანე… რამ ამიყვანა ფეხით… რა მინდოდა…
34 სექტორში ვიყავი მე–5 მაგიდაზე… ვაიმეეეეეე
ბავშვები ნორმალურები იყვნენ… წინასთან შედარებით… და გამიხარდა … ნაცნობი არავინ … ეჰჰჰ

ესეც ნორმალურად დავწერე…
მინიმუმ 50 ქულას ავირებ… იმედიააააა
საერთოდ არ ვნერვიულობდი და ძალიან მიკვირს…

ვერბალური ნაწილი 20 წუთით ადრე მოვრჩი და მერე დერეფანში ვსეირნობდი…
მათემატიკური 10  წუთით ადრე მოვრჩი… ბოლოდ ძალიან სწრაფად დავწერე… მეგონა ვერ ვასწრებდი და ბოლო 5 ამოცანა დაუკვირვებლად დავწერე…

გამოსვლა არის “კოშმარი”
კიდეებზე ჩამოსვლა არ მაცალა ერთმა ქალმა… ეგრევე მომახტა…

–როგორ დაწერე შვილო?
–ნორმალურად
–ვერბალური უფრო ძნელი იყო თუ მათემატიკა?
–ვერბალური
–რატოომ? ჩემი შვილი ვერბალურს უკეთ წერს..
–მე მათემატიკას ვაბარებ და…
–და რა შვილო?
–უკეთ ვიცი
–ჩემმა შვილმა რა არ იცი?
–ეგ არ მითქვამს
–აბა რა თქვი
–ბოდიში მელოდებიან
–მოიცადე,სად მიდიხარ, ჩემი შვილი შენთან ხომ არ იჯდა??

ამაზე პასუხი აღარ გავედი….
პირველი რაც გავიფიქრე “ამას შიგ აქვს!!!” ( უზრდებობისთვის ბოდიში,მაგრამ ესეა და…)

გოგოები გამოდიოდნენ და ტიროდნენ… შემეცოდნენ საწყლები…
ძნელი არ იყო,მაგრამ მაინც ბევრს გაუჭირდა…
მოკლედ აქაც თითქმის ყველაფერმა კარგად ჩაიარა…
იმედია კარგად დავწერე და შესაბამის ქულასაც ავიღებ…

ეს სიმღერა კიდევ ჩახვეული მაქვს….

6 responses to “გამოცდა N2

  1. ჰაჰა,შენი და იმ ვიღაც ქალის საუბარზე ვიკაიფე : ))
    ყველა მასეთი რატოა,მეც მომიშალეს ნერვები..
    ხოდა ხოდა წარმატებები,სხვა რა გისურვო არ ვიცი : *

  2. ძალიან კარგი ხარ სულ და ყოველთვის,მართალია მე ვპაუზდები ხოლმე,თუმცა შენს ბლოგზე სულ შემოვდივარ :*

  3. დიალოგზე ჩავიცინე… ჩემთან ასე იწყება

    – რა ქენი? (და უცებ მიჩნდება სურვილი ადგილზევე მივახრჩო)
    – რავიცი დავწერე.
    – როგორ?
    – რავიცი ვნახოთ.
    – მაინც, მაინც?! (აქ მოთმინებას ვკარგავ)
    – აგვისტოში გეტყვით..

    ვისთანაც ამხელა დიალოგის გაბმა მეზარება პირდაპირ აგვისტოში გეტყვითთქო ვეუბნები და მერე ფიქრობენ და უტაქტო გოგოაო )) უჰჰ

  4. ნერბებს მიშლიან: ქოლგიანი მშობლები… დაცვა… სიცხე და უაზროდ დაუსრულებელი დაკითხვები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s