გამოცდა N3


არ მეგონა ინგლისურის გამოცდა ესეთი ადვილი თუ იქნებოდა…
ნუ ჩემთვის მაინც ადვილი უნდა ყოფილიყო…
რავიცი… მიმაჩნია,რომ კარგად ვიცი ეს ენა… ბოლოს და ბოლოს 11 წელია ვსწავლობ ეხლა და….

ვაიმეეე,ისეთი სიცხე იყო კინაღამ დავდნი…!!!
ვერ ვიტან ესეთ სიცხეს,მითუმეტეს გამოცდაზეეე!!!

ღამე ძალიან,ძალიან კარგად მეძინა… საერთოდ არ ვნერვიულობდი…. ცოტა გამოკვირდა კიდეც … რავიცი,მაინც გამოცდა მქონდა და უნდა მენერვიულა სულ ცოტა მაინც… ზოგჯერ ძალიან მაკვირვებს ჩემი თავი…

სანამ რიგში ვიდექი კინაღამ დავიხუთე… პირველად გამიხარდა ქოლგიანი მშობლების დანახვა… ერთ–ერთს შევეხიზნე ქოლგის ქვეშ…
მე მიყვარს ორსულები…!!! რა საყვარელი გოგო იყოოო… მაგის დამსახურებით მხოლოდ 5 წუთი ვიდექი იმ საშინელ,სუნიან და სიცხიან რიგში….
დაცვას გავეპარე…. ამჯერად შევძელი და თავი ავარიდე გაჩხრიკვას… როგორი მოხერხებული ვყოფილვარ და არ მცოდნია….
სექტორი 52 მაგიდა 2 ….
სართული 10 …
ვაიმეეეე,კიდევ კაი მოვიფიქრე და ლიფტით ავედი… ამიტომ მაშინდელივით არ დავღლილვარ და შემართებით შევუდექი წერას…
მე თუ მკითხავთ ძალიან კარგად დავწერე… ისე კარგადაც რომ 40 წუთით ადრე მოვრჩი წერას…

ჩემი ბიჭი ვერ დამხვდაააა…((( არ არის საქართველოში და ძალიან მიჭირს უიმისოდ…!!!!!!!

დღეს ქართულის და უნარების ტესტების პასუხები ვნახე….
ეჰჰჰჰ….!!!
ქართულში თემების გარეშე 50 ქულა მაქვს….
უნარებში კიდევ 18 არასწორი 42 სწორი და დანარჩენ 20–ში კიდევ რა დავწერე არ მახსოვს… ამიტომ იმედი მაქვს მინიმუმ 50 ქულას ავირებ….

ეხლა დამრჩა ჩემი ორი ტანჯვა გამოცდა….
მათემატიკა და ლიტერატურა…

წარმატებები მისურვეთ….

8 responses to “გამოცდა N3

  1. რა კაია ინგლისური რომ იცი და თავის დროზე მიხედე მაგის სწავლას..
    რას ერჩი,ცუდი ქულები არ არის,მითუმეტეს ჯერ თემის ქულა წინ არის..

  2. უნარების ქულები არ მაკმაყოფილებს… 42 ძალიან დაბალია… რავიცი არა??

  3. წარმატებებს გისურვებ:*:*აუცილებლად ჩააბარებ…

    ძალიან მომწონს შენი ბლოგი :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s