HOLA….


რაღაც ეს ბოლო დროა აღარ ვწერ… არადა როგორ მინდა ხოლმეეე… რას ვიზამ… რაღაც უაზროდ ვარ ხოლმე…

უკვე 2 კვირაა ესპანურზე დავიწყე სიარული… ძალიან მაგარიააა… მიხარია რაღაც… სულ უსაქმურად ვიყავი და ეხლა საქმე გამომიჩნდა… თან კარგი საქმე… ძალიან მომწონს ეს ენა… დიდი ხანი ვფიქრობდი ესპანური მესწავლა თუ ფრანგული… ბოლოს მაინც ესპანურმა სძლია ფრანგულს… ჩემი მასწავლებელი არგენტინელი კაცია,რომელმაც ქართული არ იცის და რუსულად მიწევს სულ ლაპარაკი… გადავირიე უკვე… )))) ძალიან საყვარელი კაცია… რიცხვებს ვსწავლობ ამჯამად… :))) 50-80 ….

ჭავჭავაძეში ვიყავი 4 დღის წინ… ვაიმეეეე,რამდენი ხალხი იყო რომ იცოდეთ… ჯერ ინგლისურში რაღაც უბედური ტესტი ვწერეთ… ძალიან ძალიან ადვილი იყო და მეწყინა რომ 5 შეცდომა დავუშვი ამ უაზრობაში…. კიდევ ხელშეკრულება დამადებინეს… სახელი და გვარი 2ჯერ სხვადასხვა ადგილას ჩავწერე და ამიტომ 3ჯერ მომიწია შევსება…))))) 26-ში გავიგებ ცხრიიიილს…

პირადულში ყველაფერი კარგად მაქვს… მართალია მიშკამ რაც მუშაობა დაიწყო ისე ხშირად ვეღარ ვნახულობ,მაგრამ მაინც კარგად ვართ… მიხარია ძალიან…

რაღაც ეს ამინდები არ მომწონს…
წვიმის გამო ძალიან დამეზარა სიონში წასვლა ბავშვებთან ერთად… ისინი კი კარგად გაერთობოდნენ,მაგრამ მე რაღაც დიდად არ მიმიწევდა გული,ამიტომ დავრჩი აქ….

ამის შემდეგ უფრო ხშირად დავწერ… ვეცდები მაინც…

ახალ სერიალს ვუყურებ…
ყველას გეცონიდებათ Friends.… ვისაც არ გაქვთ ნანახი აუცილებლად უყურეთ… ძალიან მაგარია,მართლააა….!!! უკვე მე-7 სეზონზე ვარ….

კიდევ რა გითხრათ??….

მოსაყოლი კი ბევრი მაქვს,მაგრამ რაღაც მეზარება… თან სამეცადინო მაქვს და ამიტომ დაგტოვებთ ცოტა ხნით… წავალ ჩემ ესპანურს ჩავუჯდებიიი…
ძალიან მინდა სწავლა მალე დამეწყოს… რაღაც უსაქმურად ვარ სულლლ…
რომ ვსწავლობ საქმიანად ვგრძნობ თავს…

მოკლეს,ვსოოო,წავედი ეხლა მე….

2 responses to “HOLA….

  1. რა კარგი ენა აგირჩევია..
    ჩემი ოცნებაა ფრანგული,ესპანური და იტალიური ვიცოდე..ნუ ინგლისურიც(მაგის გარეშე დღეს კაპიკიც არ არის ადამიანის ფასი,სამწუხაროდ)
    პ.ს. მენატრება ხოლმე შენი პოსტები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s