რაღაც აბდაუბდა…


3 ოქტომბერს დამეწყო სწავლაა… ვერ გეტვით,რომ აღფრთოვანებული ვარ… უკვე ამოვიჩემე ერთი გოგო და ვერ ვიტან…:) ძალიან არ მომწონს,რატომ არ ვიცი…:) კიდევ ამოვიჩემებ ალბათ ვინმეს… სიაში არის უკვე 2-3 გოგო…

ლექტორები თითქმის კარგი მყავს… ერთს ვერ ვიტან… ძალიან მაღიზიანებს… თავი დიდი ვინმე გონია და ვერ ვიტან ეგეთებს… კიდევ კარგი მე და მაკუნას გვემთხვევა ყველა ლექცია თორემ გავრეკავდი…

დავალებები ჯერ არ მოუციათ და მიხარია…

ამდენი ნაკლის მიუხედავად,რაღაც მაინც მომწონს სტუდენტობა… უკვე მოვასწარი ერთი ლექტორის გადაკიდება… ეგეთები შემიძლია… ჯერ სკოლა ეხლა ეს… ძალიან საოცარი ცხოვრება მაქვს:) სულ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე… აი,მართლააა… ვარ შუაში თუ არა,მაინც მე მეკიდებიან და დამნაშავე ვგონივარ ყველას… (ეს ცოტა სხვა თემაა:))

კიდევ რა ხდება??

ჩემი ბიჭი ავად არის…:(

გუშინ ირაკლის დაბადების დღე იყო და ძალიან მაგრად გავერთეთ… როგორ მომნატრებიან ყველანიიიიიი…. ჩემი დებილებიიი….

კიდევ მივხვდი,რომ ბიჭებთან უფრო გამომდის ურთიერთობა,ვიდრე გოგოებთან… და ამიტომ მყავს ამდენი ბიჭი მეგობარი და ასე ცოტა გოგო…🙂 მაგრამ ძალიანაც კმაყოფილი ვარ…

მეტი მემგონი არაფერი… რაღაც არ მახსენდება… კიდევ დავწერ მალეე… ძალიან მინდა ხშირად ვწერო,მაგრამ თავი არ მაქვს ისეთი დაღლილი მოვდივარ ხოლმე სახლში… ვისვენებ და მერე ბავშვებთან მივდივარ და ამიტომ………

ეს სიმღერა მაქვს ეხლა ჩახვეული….. ძააან გადაოობააა….

 

 

 

4 responses to “რაღაც აბდაუბდა…

  1. მომენატრე :-*

    მიხარია შენი წარმატებები, არც ვიცოდი სტუდენტი გახდი თუ არა😦 საად ჩააბარე?
    და ვაფშეტა, არ გინდა ფბ-ში, ბნგ-ჯგუფს შემოუერთდე? ნუ იტყვი ვინ ხარ, თუ არ გინდა, უბრალოდ მოდი და იყავი ჩვენთან ერთად, მეც აონიმი ვარ🙂

    The Biggest Network Group – BNG დაძებნე დ დაგამატებთ😉 დახურული ჯგუფია.

  2. გაუქმებული მაქვს ფბ თორე დიდი სიამოვნებით:)) ჭავჭავაძეში ვარ…

  3. ილიაუნიში ხარ? მაგარია!

    ფბ-ს არაუშავს, მერე თუ გადაწყვეტ აღდგენას, შემოგვიერთდი. თუ არადა, აქ ვიკონტაქტოთ😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s