საბოლოოდ…


როგორია როდესაც ხვდები,რომ საყვარელ ადამიანს საბოლოოდ კარგავ? არა,მართლა საბოლოოდ… ვიცი,ბევრჯერ გიფიქრია: აიი ეხლა ნამდვილად დავკარგე… მაგრამ ტყუილი იყო… ეხლა კი მართლა მიხვდი,რომ დაკარგე,თან საბოლოოდ… ყველაზე რთული ამის აღიარებაა… ჩუმად არა,ხმამაღლა… ჩუმად უბრალოდ აზრი არ აქვს… მახსოვს,როდესაც პირველად მივხვდი,რომ მიყვარდა ეს სიტყვა ხმამაღლა ძლივს გამოვთქვი… პირველად ჩემს თავს ვუთხარი ”მე ის მიყვარს” და მაშინვე ტირილი დავიწყე… მეგონა სამყარო დაიქცა და რაღაც საკვირველი და დაუჯერებელი დამატყდა თავს,ოღონდ სასიამოვნო… ეს ამბავი კი რაც ეხლა დამატყდა თავს იგივეა,ოღონდ არასასიამოვნო… ისეთია,სიტყვებით რომ ვერ გამოვთქვამ და მაგაზე ფიქრიც არ მინდა…
…და მაინც როგორია როდესაც ყველაზე შენთვის ძვირფას ადამიანს კარგავ? ალბათ ყველასთვის სხვანაირია არა? მე ესე მგონია…
ვერ ფიქრობ ვერაფერზე გარდა იმ ადამიანისა… ვერ მეცადინეობ… ვერ ჩერდები ხალხმრავალ ადგილებში 1 საათზე მეტს… შენს თავსაც კი ვერ იტან,სხვებზე რომ არაფერი  თქვა… გინდა სულ მარტო იყო და იმაზე ფიქრობ ნეტავ ეხლა სად არის,ვისთან ერთად არის და რას აკეთებს… ყველაფერს გააკეთებ იმისათვის,რომ 1 წუთით მაინც დაინახო… 10 წლის სიცოცხლეს მოიკლებ,რომ უბრალოდ შეეხო… სხვა ბიჭებს ვერც კი ამჩნევ… დადიხარ სულ მარტო და სხვა არავინ გჭირდება,იმ ადამიანის გარდა… გგონია,რომ ამით მორჩა შენი ცხოვრება… გგონია,რომ ვერასოდეს ვეღარ გაიღიმებ და სულ ნამტირალები თვალებით ივლი… გგონია,რომ შენმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა… გინდა,რომ სულ საწოლში იწვე და მოწევის გარდა არაფერი აკეთო… ზოგჯერ ვეღარც ფიქრობ და მხოლოდ ერთ წერტილს აშტერდები… გადის დრო და ხვდები,რომ შენ კი არა იმან დაგკარგა… მაგრამ მაინც არაფერს აღარ აქვს აზრი… საერთოდ არაფერს…!

One response to “საბოლოოდ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s