რა ხდება,ჩვენთან,”ილიაუნიში” ))


მოკლედ მოგიყვებით როგორია ჩვენთან სიტუაცია,რაზეც ძალიან მეცინება.

  • ყველა ჩვენი ”კარგი სტუდენტი” აღფრთოვანებულია ილიათი და გიჯდებიან აქ სწავლაზე
  • არცერთი ”კარგი სტუდენტი” ეზოში არ ზის და არ ეწევა.
  • ჩვენთან აკრძალულია ყველაფერი… მართლა ოგონდ…
  • მხოლოდ ჩვენ არაფრის მკეთებლები ვსხედვართ ეზოში და ვეწევით.
  • არ აქვს მნიშვნელობა კარგი ამინდია თუ ცუდი,მაინც ყველა ეზოში ყრია და ეწევა,იგინება და ა.შ
  • გვაქვს სასწაული უნიფუდი,რომელში ყველა შემოდის ვისაც კი არ ეზარება. ოღონდ სად ეტევით მითხარით რაა!!
  • ჯავახიშვილის სტუდენტები გიჟდებიან ჩვენს ფრიზე და გემრიელადაც შეექცევიან უნიფუდში.  იმედია გაუმართლებთ და დაცვა არ გაყრით))
  • თავი ძალიან მაგარი გოგო გგონია თუ ეზოში ვიღაც ვითომ და ”ძველი ბიჭი” მოვიდა და გაგეცნო. აქ ორი ვარიანტია. ან ძალიან კარგი გოგო ხარ ან საშინელი და უბრალოდ დაგცინიან,მაგრამ მაგათმა ვის რა უნდა დასცინონ თვითონ დასაცინები არიან.
  • ეზოში წყნარად ვერ დაჯდები ამ ბიჭების გამო.
  • თუ შენს ჯგუფელებთან ერთად ხარ ანუ ბანძი ხარ. ისინი ხომ ჩამოსულები არიან და როგორ უნდა იკადრო მათთან ერთად ყოფნა. არ აქვს მნიშვნელობა შენთვითონ საიდან ხარ. მაინც სულ თბილისელებთან ერთად უნდა იყო.
  • ყოველთვის დაინახავთ ჩვენთან დაყენებულხმიან ბიჭებსა და გოგოებს.
  • ამბობენ რომ ჩვენთან მაგარი სწავლაა)) მეცინებააააა !!
  • მარტო ჩვენთან არის ვითომ აკრძალული იმათი შემოსვლა ვინც ჩვენთან არ სწავლობს.
  • დაცვას შეიძლება მოუაროს რაღაცამ და აგაგდოს სკამიდან… ნუ რა თქმა უნდა ამის მიზეზი არ აქვს…
  • მხოლოდ ჩვენთან გართმევს დაცვა ნომერს გაურკვეველი მიზეზების გამო…
  • ყველა სტუდენტმა უნდა იცოდეს ეთიკის კოდექსი… და საიდან მაგდენს ვეღარ ვხვდები…
  • ჩვენთან გათბობასთან ყოფნა არ შეიძლება. მიზეზი კი ერთი აქვთ ხომ შეიძლება,რომ გააფუჭო…

ეს ეხლა რაც გამახსენდა მხოლოდ ის დავწერე… დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრია ასეთი ))

და მაინც… რატომ მოსწონთ ესე ჩვენი უნივერსიტეტიიი???

One response to “რა ხდება,ჩვენთან,”ილიაუნიში” ))

  1. ყველა უნივერსიტეტში ხდება მასეთი რაღაცეები.
    ყველას გონია რომ საუკეთესოები არიან საქართველოს მასშტაბით:|
    4 წლის წინ დროის დაბრუნება რომ შემეძლოს უცხოეთში ჩავაბარებდი, არც ისე რთულია დაფინანსების მოპოვება.
    იცი ჰარვარდის ბაკალავრიატზე როგორ იღებენ უცხოელებს?
    უნდა გაიარო ჩვეულებრივი გამოცდები მათემატიკაში, ინგლისურში და კიდევ 2-3 საგანში (გააჩნია რა ფაკულტეტზე აბარებ). გამოცდები რთული არ არის, სკოლის ცოდნა + ცოტა მომზადება და წარმატებით გაივლი გამოცდებს.
    ამის მერე გაძლევენ დაფინანსებას თუ:
    1. ჯერ არ გისწავლია ბაკალავრიატზე;
    2. ოჯახის შემოსავალი წელიწადში არ აღემატება $20 000-ს (მგონი არ მეშლება და სწორად მახსოვს ეს რიცხვი).
    ეს რომ მცოდნოდა ეხლა აქ, თბილისში ნამდვილად არ ვიქნებოდი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s