ეს უბრალოდ ხალხია ბოროტი…


საქართველო,ეს არის ქვეყანა სადაც ყველა ყველას საქმეში ერევა. ჩვენთან არავის არ აქვს უფლება პირადი ცხოვრება ჰქონდეს. ჭორაობა ეს ქართველების ძირითადი საქმიანობაა.. პიროვნებამ იმდენი არ იცის თავის თავზე,რამდენიც მისმა მეზობელმა,კლასელმა,ჯგუფელმა ან სხვამ… ადამიანის ყოველი ნაბიჯი განხილვადია: რა სიგარეტს ეწევა,რომელ საათზე გავიდა სახლიდან,რომელზე მოვიდა უკან,ვისთან ერთად იყო,რა ეცვა,სუპერმარკეტში რა იყიდა,რა ზომა მკერდი აქვს,რა ზომა ტანსაცმელს იცვამს,რამდენი ბიჭი/გოგო ჰყოლია,რომელ მათთაგანი იყო უბრალოდ გართობა და რომელი არა და მოკლედ ა.შ….

ჩემი აზრით,როდესაც ვინმეს ვინმე უყვარს ეს მხოლოდ მისთვის ძვირფასმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ,მაშინ უფრო კარგად წავა ურთიერთობა. არ იქნება ჭორაობა, ჭორების გამოგონება, არ მოიგონებენ ძველი შეყვარებულები ათას სისულელეს,რათა ისინი დააშორონ. არ არის აუცილებელი ყველამ ყველაფერი იცოდეს! მე თუ ვინმე მიყვარს მირჩევნია ეს მხოლოდ იმათმა იცოდნენ ვინც ჩემთვის ძვირფასია,ვისი აზრიც მაინტერესებს და არა იმათმა,ვისაც ჩემი ცუდი გაუხარდებათ,შეეცდებიან რომ ურთიერთობა გამიფუჭონ და ა.შ… ძალიან ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევები… და ახლაც შემიძლია თამამად ვთქვა,რომ ზოგიერთებს არ მოსწონთ ჩემი ბედნიერება და უნდათ ამ ყველაფერს ხელი შეუშალონ,მაგრამ ახლა არ მინდა ჩემი სიტუაციის გარჩევა…

ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერიი !!!

ზოგჯერ მინდება,რომ ყველას გაბაგებინო თუ როგორ ძალიან მიყვარს გიორგი,მაგრამ ყველას არ ვეუბნები… იმდენი საშინელი ხალხი მყვავს გარშემო,რომ უბრალოდ არ ღირს… ყველა ჭორაობს და ერთი სული აქვს სხვის ცხოვრებაში როდის ჩაყოფენ არა მარტო ცხვირს…! ამიტომ ერთ დასკვნამდე მივედი: გიყვარდეს შენთვის და მისთვის… არ არის აუცილებელი ყველამ ყველაფერი იცოდეს…. ხალხი ბოროტია… მე ამ დასკვნამდე მივედი…

ადამიანი,როდესაც თავისი პირადი ცხოვრება არ აქვს,სხვის ცხოვრებაში ერევა… მის განსჯაში ატარებს დროს და ამით ძალიან კარგადაც ერთობა… მაგრამ ასეთებმა ხომ არ იციან რა ხდება იმ ადამიანის გულში??????  არა,არ იციან… მათ არ იციან სინამდვილეში რა ხდება,როგორია ის პიროვნება,რა უყვარს, რა სძულს,რას ფიქრობს, რა უხარია, რა წყინს და ა.შ… ამიტომ არის რომ სხვებს არ ესმით ჩვენი და ისე გვსჯიან …

მინდა,რომ ყველამ თავისი ცხოვრებით იცხოვროს და სხვის ცხოვრებაში არ ჩაერიოს… მაშინ ხომ ყველაფერი უფრო კარგად იქნება… არა????? ….

 

 

 

4 responses to “ეს უბრალოდ ხალხია ბოროტი…

  1. საქართველოში შესაძლებელია შენმა მეზობელმა შენზე ისეთი ფაქტი გითხრას რაც თავადაც არ იცი,აი მაგალითად გუშინ ჩემ დაქალს უთხრეს რომ (თურმე) გათხოვდა :D:D

  2. არ გეშინია, რომ ამ პოსტს ყველა წაიკითხავს და ჭორაობის მასშტაბიც გაფუვდება და გაფუვდება?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s