შევიცვალოთ თუ არა?..


როდესაც ახალ ურთიერთობას იწყებ ბიჭთან ეს იმას ნიშნავს,რომ უნდა ელოდო ახალ წესებს და მოთხოვნებს. ზოგს უნდა რომ თმა გაიზარდო ან შეიჭრა, მუხლს ქვემოთ კაბები ჩაიცვა ან პირიქით, ზოგს არ მოსწონს შენი მეგობრები,ნათესავები. ბიჭებს არ უნდათ რომ ისტერიკები მოუწყო,როდესაც ის სხვა გოგოს ეფლირტავება. ანალოგიურ სიტუაციაში კი ის ჩხუბობს და მოითხოვს შენგან,რომ სხვა ბიჭებთან მეგობრული ურთიერთობაც კი არ გქონდეს. ბიჭებს არ მოსწონთ მათი გოგოების მეგობრები,რომლებიც მათ საქმეში ერევიან და ამიტომ ზოგ შემთხვევაში არ უნდათ რომ ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ყოველდღიური კონტაქტი გვქონდეს. ჩვენ არ გვაქვს გართობის უფლება,მათ კი აქვთ,რადგან ბიჭები არიან. ბიჭებს აქვს ღალატის უფლება ზოგჯერ,რადგან ბიჭები არიან. ჩვენ კი არა !!! ამის მიზეზი კი მხოლოდ ის არის,რომ გოგოები ვართ. მეტი ისეთი მყარი არგუმენტი არც გააჩნიათ. თუ გინდა შენს შეყვარებულთან ყოფნა მის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდე თუ არადა იწყება მუქარა,რასაც ისინი უბრალოდ გაფრთხილებას ან რაიმე სხვას არქმევენ ოღონდ არა ”მუქარას”…

რა ხდება მაშინ,როდესაც ერთი სულელი გოგო ამ ყველაფერს ასრულებს??? იგი კარგავს თავის ინდივიდუალობას,მაგრამ არა მის ბიჭს… ნუ ეს რა თქმა უნდა არც ყველა გოგოს ეხებე და არც ბიჭს…

თუ გოგოს მოსწონს თავისი სწორი და წვრილი ფეხები რატომ არ უნდა გამოჩინოს?? რატომ არ უნდა ჰქონდეს თმა ისე,როგორც მას მოსწონს და უხდება??? რატომ არ უნდა იმეგობროს იმასთან ვისთანაც უნდა??? რატომ უნდა იჯდეს სახლში,როდესაც მისი ბიჭი სადღაც სვამს და ერთობა?? რატომ უნდა იტანდეს ღალატს??? დამცირებას?? თავმოყვარეობის შელახვას???

პასუხი მხოლოდ ის არის რომ ის ბიჭი უყვარს??????? …

არა,სიყვარული უნდა იყოს ურთიერთგაგება … ბიჭიც უნდა უგებდეს გოგოს.. !!!

გოგოს რჩეულს უნდა მოსწონდეს იგი როგორიც არის…

სიყვარულის გამო არ უნდა შეიცვალოს გოგო რადიკალურად… არ უნდა დაივიწყოს ის,თუ როგორია სინამდვილეში.

მესმის იმის აკრძალვა,რომ არ მოწიოს,რადგან საფერფლესავით ყარს და ა.შ… მაგრამ ბიჭს არ უნდა მოუნდეს,რომ გოგო საერთოდ სხვა პიროვნება გახადოს…

ერთხელ წავიკითხე ესეთი ლექსი:

ცოლი მინდოდა მეთხოვა, მოდას ნაკლებად ამყოლი,
შვილების მოსიყვარულე, მეუღლის ამყოლ-დამყოლი,
პაპიროზ მოუწეველი, შამპანურ დაულეველი,
უშარვლო, შეუღებავი, არც ისე შეუხედავი;
არ შეერცხვინა ქართული, მამა-პაპური მანდილი,
აყალ-მაყალის გარეშე ემზადა ვახშამ-სადილი…

იცით რას გეტყვით ბიჭებოოო ??? : ))))

თუ ისეთ გოგოს ეძებთ როგორიც თქვენც კი იცით,რომ არ არსებობს მოდით ნუ შეეცდებით ჩვენს გადაგვარებას და უბრალოდ თქვენთვითონ გაზარდეთ თქვენი მომავალი ცოლები ისეთები,როგორებიც თქვენ გინდათ და მერე ცოლად მოიყვანეთ….

P.S

ნუ ეს რა თქმა უნდა ყველა ბიჭს არ ეხება….

 

2 responses to “შევიცვალოთ თუ არა?..

  1. კარგი პოსტია. პოსტში პრობლემა კი მხოლოდ ბიჭების მხრიდან გოგოების “იძულების” კუთხითაა წარმოჩენილი, მაგრამ მე მგონია რომ ყოველთვის ორმხრივია – თითოეულ მხარეს აქვს რაღაც სურვილები. ამ თემის კარგად დალაგება ერთ ერთი გადაამწყვეტია ხოლმე ოჯახის შემთხვევაშიც, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში.

    მე და ჩემს ცოლს ერთი “ნავაროჩენი” ფილოსოფია გვაქვს ამაზე და პოსტმა მის შესახებ დაწერის იდეა მომაწოდა. მადლობა შენ მაგ იდეისთვის ღიმილო🙂

    • რისი მადლობა)))… ერთი სული მაქვს მაგ პოსტს როდის წავიკითხავ…. ველოდებიიიი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s