Losing


ჩვენ ყველა ვკარგავთ საყვარელ ადამიანს,მაგრამ რა მიზეზის გამო? ეს მიზეზები ყოველთვის განსხვავდება და უმეტესად არც კი ღირს ამის გამო ჩვენი მეგობრების,ოჯახის წევრების,ნათესავების თუ შეყვარებულის დასაკარგად.

მაინც რა მიზეზებია?

1. ღალატი??

2. წყენა ??

3. ”პონტის” ურთიერთობები ??

4. დრო… ( ეს მიზეზი ყველაზე მეტად ალბათ მე მეხება )

… და კიდევ ძალიან ბევრი მიზეზი….

 

ჩემი ცხოვრების განმავლობაში მყავს 3 მეგობარი დაკარგული…  ნუ შეყვარებულებს მოდი არ ჩავთვლი,ანდა მხოლოდ ერთს,რადგან ის არ იყო მხოლოდ ჩემი შეყვარებული…

  • პირველი ჩემი ”დაქალი” დავკარგე  მე-8 კლასში… მიზეზი : იყო მატყუარა,შურიანი და ”პონტის” გოგო… მხოლოდ მაშინ ვახსენდებოდი თუ რამე ჭირდებადა ან სადმე უნდოდა წასვლა,სადაც შემეძლო წამეყვანა… ისიც მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც ბიჭი ეგულებოდა იქ…  ძალიან დიდი ხნის მერე მივხვდი ამ ყველაფერს და ამის შემდეგ გავწყვიტე მასთან ურთიერთობა. ეხლა ჩვეულებრივად ვხვდები ქუჩაში,მოვიკითხავ და მორჩა,არანაირი მეგობრული საუბრები და ურთიერთობა არ გვაქვს… გეგონება ჩემი მეზობელი ან კლასელი ყოფილიყოს მხოლოდ 1 წლით და მეტი არაფერი… არადა ადრე განუყვერები ვიყავით… მაგრამ რას ვიზავ…
  • მეორე ჩემი ”დაქალი” დავკარგე მე-11 კლასში,როდესაც სხვა სკოლაში გადავიდა და სხვა მეგობრები გაიჩინა… ისიც მოდი თამამად ვიტყვი და ”პონტის გოგო” აღმოჩნდა… ეხლა ძალიან ხშირად ვნახულობ და შეძლებისდაგვარად ნორმალური მეგობრული ურთიერთობა გვაქვს… გულს არ ვუშლით ერთმანეთს,მაგრამ ისევ ისე ვჭორაობთ,როგორც ადრე:))
  • ყველაზე მეტად მესამე ჩემი დაქალის დაკარგვამ მატკინა გული… ვერ ვიტყვი რომ ეგეც ”პონტის გოგოა”,მაგრამ  ”ბიჭების ჩმორი ” კი არის:)) როდესაც ვინმეს გაიჩენს და გონია,რომ ყველაფერი სერიოზულად აქვს ყველა ავიწყდება,მისი ბავშვობის მეგობარიც კი… (მე) ბევრჯერ დაველაპარაკე,მაგრამ მის ტვინში ვერ შევიდა მაიანც… ნუ რას ვიზავ ჰყავდეს მაშინ და იყვნენ ესე ორნი:))  გული იმაზე მწყდება,რომ წინა ბიჭის გამო ძალიან ბევრი მეგობარი დაკარგა და არ მინდა კიდევ იგივე განმეორედეს და ბოლოს მარტო მეგობრების გარეშე დარჩეს,ამიტომ ვცდილობ არ ავყვე,არ გავბრაზე და როდესაც თვითონ მოუნდება მაშინ ვნახო და ჯიბრში არ ჩავუდგე… ადრე თუ გვიან მაინც მიხვდება სინამდვილეში რა ხდება და იმედია სწორ არჩევანსაც გააკეთებს…

აიი ეს არის ჩემი დაკარგული მეგობრების ისტორიები:)) კიდევ ძალიან ბევრია,მაგრამ არც გახსენება მინდა და არც ისეთი მნიშვნელოვანია აქ რომ დავწერო…

მინდა,ყველას გითხრათ,რომ არ ღირს რაღაც სისულელის გამო მეგობრების დაკარგვა…  მესმის შეიძლება გეწყინათ რამე ანდა იმედი გაგიცრუეს ან რამე სხვა,მაგრამ არ ღირს დამიჯერეთ ( ნუ თუ რამე ძალიან დიდი მიზეზი არ არსებობს ) გავა დრო და ორივეს გაგეცინებათ წარსულზე…

უშეცდომო არავინაა და ყველას შეიძლება შეგვეშალოს რამე,ამიტომ უნდა ვისწავლოთ მეორე შანსის მიცემა… ოღონდ მარტო მეორესი !!!!

მაგრამ მაინც გულს ნუ გაიტეხთ ჩემსავით და დატკბით იმ ადამიანებით,რომლებიც ახლა არიან თქვენს გვერდით და გახსოვდეთ,რომ ვინც ეხლა თქვენს გვერდით არ არიც იმან დაგკარგათ თქვენ და არა პირიქით…

არსებობენ ადამიანები,რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენს გვერძე უნდა იყვნენ და არსებობენ ისეთები,რომლებიც რაღაც გარკვეული მონაკვეთი შემოჭრებიან თქვენს ცხოვრებაში და გაქრებიან ისევ…

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s