წერილი ( ჩემთვის ) უცნობ ქალს


ყოველღამე, ზუსტად 3 საათზე, ცარიელ ქუჩაში,ასფალტზე მხოლოდ შენი ქუსლების ხმა მესმის…

ღამის 3 საათზე ან სადმე მიდიხარ ან მოდიხარ საიდანღაც…

ჩემო იდუმალო ქალბატონო უკვე 2 წელია ასე დადიხარ. რას აღარ ვფიქრობ ხოლმე შენზე.

თავიდან ვფიქრობდი ალბათ მეძავია და ყოველღამე,რომელიმე ჩემს მეზობელ კაცთან მიდის და სიამოვნებას ანიჭებს მას-მეთქი.

მერე შევცვალე თეორია და პირიქით ვფიქრობდი,რომ კლიენტთან კი არ მიდიხარ,არამედ მოდიხარ მისგან… რადგან ჩემი ქუჩა ძალიან წყნარია და 3 საათზე შეიძლება ტაქსიმ არ გამოიაროს,ამიტომ მიპლაკუნობ მთავარ ქუჩამდე შენი ქუსლებით,რომ სახლში მიხვიდე,სადაც ალბათ დედ-მამა ან შვილი გელოდება… ან რავიცი იქნებ არც არავინ გელოდება?

სიმართლე რომ გითხრა ამ ორი ვარიანტის გარდა ვერაფერს ვერ ვიგონებ…

ძალიან მინდა,რომ დაგინახო ფიზიკურად როგორი ხარ,როგორ გაცვია,თმა როგორ გაქვს და ა.შ… რამდენჯერმე გავედი აივანზე,მაგრამ ხეების გამო ვერ დაგინახე… ძალიან მწყინს,რომ ვერ გხედავ…

იმედია ერთ დღეს დაგინახავ და მივხვდები თუ რატომ დადიხარ ღამის ჩემს ქუჩაზე…

მომავალ შეხვედრამდე ჩემო იდუმალო ქუსლებიანო ქალბატონო…

p.s რატომღაც მგონია,რომ წითელი ქუსლები გაცვია …

 

2 responses to “წერილი ( ჩემთვის ) უცნობ ქალს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s