თვალებს ვხუჭავ და…


გარეთ სიცივეა,წვიმს.ჩემს ოთახში სრული სიჩუმეა. მხოლოდ მე და მარტოობა ვართ. აბა ვისი ხმა უნდა მესმოდეს?

ვხუჭავ თვალებს და ვხედავ:

მეტროს,ვაგონის გარეშე ანდა მემგონი ვაგონში მე ვზივარ სულ წინ,მძღოლის ადგილას და ვხედავ სინათლეებს,რომლებიც იცვნებიან,ჩემი ფიქრებივით და მემგონი ფერებსაც კი უხამებენ იცით? ან შეიძლება მე გავგიჯდი.

ვხედავ ნათურებს,გეგონება საგრიმიოროში ვარ და სარკის გარშემო ბევრი ნათურებია,უერთდებიან ერთმანეთს,როგორც ჩემი ფიქრები აირევა ხოლმე ერთმანეთში,რაღაც მაბნევს,მაგრამ რა?

ვხედავ,ზიგზაგებს,ჩახვეულ ხაზებს,სხვადასხვა ფერისებს,ნეტავ რას ნიშნავს? ნეტავ ესეც ჩემს ფიქრებთანაა დაკავშირებული? ჩემს მეორე მეც ეცინება,ის არასერიოზულია,მე სერიოზული?

დისკოტეკებზე რომ დიდი ბურთებია ხოლმე იმას ვხედავ,ნეტავ რა ქვიათ? კიდევ დისკებს,რომლებიც სინათლეს ირეკლავენ,ეს რაღას უნდა ნიშნავდეს? კიდევ თოკზე ჩამოკიდებულ სათამაშო გულებს,ვარსკვლავებს და კიდევ ათას რამეს. უკვე ჩემი თავის მეშინია!

თავისუფლებაზე,რომ ნაძვის ხეს დგამენ ხოლმე იმასაც ვხედავ,ნეტა ჩამრჩა ეგ თუ ახალი წელი მინდა? იქნებ სხვა რამ ხდება და არ მესმის? ვერ ვხვდები? იქნებ…იქნებ…იქნებ….

ყველაზე გასაკვირი,ვხედავ ასოებს,ლათინურ ასოებს,რამე წერია? იქნებ დავაკვირდე? იქნებ რამეს მეუბნებიან? მაგრა ვინ სულელო? ვინ და ისევ ჩემი თავი,ოღონდ “ჭკვიანი მე”,მაგრამ არაა! სისულელეა ეს ყველაფერი.

შემდეგ,ისევ ყველაფერს თავიდან ვხედავ,ოღონდ ეხლა უკვე ბოლოდან მოვდივარ წინ! უკან ვბრუნდები,ბოლოს ისევ მეტროა,საიდანაც მივედი ჩემს სისულელემდე)

ისევ ცივა,ისევ წვიმს,ისევ მარტო ვარ და ისევ მარტოობა მყავს გვერდით! ისევ…ისევ…ისევ….

 

3 responses to “თვალებს ვხუჭავ და…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s