წერილი !!


იმ დღის შემდეგ სულ ცაში ვიყურები,არ ვიცი დაგინახავ თუ არა იქ… ალბათ შენ გზაში ხარ, ადიხარ იქ მაღლა,სადაც ღმერთმა წაგიყვანა… ნეტავ თუ მიხვედი უკვე?

რაც შენ წახვედი ყველგან და ყველაში შენ გეძებ…

შენ ალბათ მაღლიდან მიყურებ… ვიცი რომ გზაში ხარ,მიდიხარ,სადღაც მაღლა და ისიც ვიცი რომ კარგად იქნები…

გახსოვს გუშინ წინ,რომ გითხარი მანიშნე რამე-მეთქი ?  აივანზე მოსაწევად რომ გავედი სულ უკუნეთი იყო… ავიხედე ცაში და გულის ფორმის ღრუბელი რომ დავინახე დავმშვიდდი… მივხვდი,რომ აქ იყავი ჩემთან… მივხვდი,რომ მიყურებ ზრუნავ ჩემზე და გესმის ჩემი…

შეიძლება გავგიჟდი,მაგრამ ზოგჯერ შენი ადილაკონის სუნსაც კი ვგრძნობ…

იცოდე არ ვიტანჯერბი,ვიცი რომ შენ უკეთეს ადგილას ხარ,ვიცი რომ არაფერი გიჭირს და იქიდან ზრუნავ ჩვენზე! ვიცი ეს მე !!

ჩემო სიცოცხე, რადგან ფიზიკურად ჩვენთან აღარ ხარ,ეხლა სულიერი კონტაქტი უნდა დავამყაროთ ჩვენ ყველამ შენთან… მემგონი მე ეს შევძელი და ძალიან მიხარია!

ყოველდღე ვგრძნობ შენ სიახლოვეს და მზრუნველობას ისევ ისე,როგორც მაშინ როცა ჩვენთან იყავი…

ალბათ გეცინება,ნეტავ რატომ მიყვება ხოლმეო ყოველღამე დღის ამბებს,მეც ვიცი,რომ შენ ისედაც ყველაფერს ხედავ და აღარ გჭირდება ჩემი მონაყოლი,მაგრამ მე მსიამოვნებს შენთვის სიხარულის და მწუხარების გაზიარება,როგორც ადრე…

ადრე თუ მარტოობის  ან ფიქრის დროს ჩემს თავს ველაპარაკებოდი ხოლმე,ეხლა შენ გელაპარაკები…

აზრები თანდათან მომდის და ყველაფერი ეხლა ამ წერილში,რომ დაგიწერო ძალიან შორს წავალ,ამიტომ ჯობია ისევ ღამე მოგიყვე ყველაფერი და ვიცი,რომ გაიგებ და შენ სითბოსაც კი ვიგრძნობ…

მაკლიხარ!…

გვაკლიხარ!…

და გაკლივართ!.. ♥

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s