3 წელი)


ჩემი ბლოგი უკვე 3 წლისაა… 6 ნოემბერს 3 წლის წინ დავწერე პირველი პოსტი,რომლითაც არ ვარ აღფრთოვანებული))

სულ მაქვს დაწერილი 173 პოსტი ( ამის ჩათვლით 174 )

რათაც ძალიან ბევრი მეჩვენება,მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგაც აქტიურად რომ მეწერა უფრო მეტიც მექნებოდა დაწერილი.

დაახლოებით 1 წელი ვწერდი აქტიურად,როდესაც მიჭირდა,ჩემი გრძნობების და ემოციების გამოხატვა და მათგან დაცლა მინდოდა… ეს ყველაფერი კი მიშკას გამო ხდებოდა,ამიტომაცაა რომ უმეტესი პოსტი ან მიშკაზე მიწერია ან მას მივუძღვენი…

ბედნიერი ბლოგერი და უბედური ( მოდი ასე ვთქვათ ) ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან… უბედურს უნდა რომ რაც შეიძლება მეტი წეროს,რათა განთავისუფლდეს იმ გრძნობებისგან,რომლებიც მას ტანჯავს და აწუხებს.

ბედნიერი კი შეიძლება იმდენად კარგად გრძნობს თავს,რომ იმდენ პოსტებს ვეღარ წერს,რავიცი აბა რატო)) მიზეზს ვერ გეტყვით

ძველი პოსტების გადაკითხვის შედეგად მივხვდი,რომ ისევ მინდა წერა… ამიტომ ავირჩევ კვირაში ერთ ან ორ დღეს,როდესაც დავწერ ხოლმე. 

მოგიყვებით იმ დღის ამბებს, გაგანდობთ რა მაწუხებს და რა მიხარია, მოგიყვებით გიორგიზე, გამოვხატავ ჩემს შთაბეჭდილებებს ბოლოს წაკითხულ წიგნებზე და ა.შ 

იმედია ჩემი პოსტები ისევ დაგაინტერესებთ. 

ძალიან მიყვარხართ ყველა ჩემი მკითხველი ♥ მომავალ შეხვედრამდე !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s