John Green – The Faul In Our Stars


large (1)

John Green-ის რომანი “The fault in our stars” არის 16 წლის გოგოზე,რომელსაც კიბო აქვს. მისი ცხოვრება იცვლება,მას შემდეგ რაც მიდის მხარდაჭერის ჯგუფში,სადაც ხვდება ბავშვებს,რომლებსაც თავისნაირი პრობლემები და განცდები აქვთ.  ამ ჯგუფში გაიცნობს და  შეუყვარდება აუგუსტუს ვოტერსი ( გასი ). მისი გამოჩენის შემდეგ ჰეზერის ცხოვრება აზრიანი და საინტერესო  ხდება.  თუ აქამდე თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და მხოლოს ტელეშოუებს უყურებდა,ახლა აქტიურ და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა,როგორც სხვა დანარჩენი თინეიჯერები.

ეს იყო უბრალოდ წიგნის შინაარსი,მეტი არაფერი….

ჩემზე ამ წიგნის შინაარსს  არ მოუხდენია დიდი შთაბეჭდილება. უბრალოდ ისე კარგად აქვს დაწერილი ავტორს და ისე ადვილად იკითხება,რომ უფრო კარგად იგებ რა აწუხებთ პერსონაჟებს,რაზე ოცნებობენ და რისთვის ცხოვრებენ ისინი…

მე პირადად ზედაპირული წარმოდგენა მქონდა კიბოსთან დაკავშირებით,რადგან ისე მაშინებს რომ ამაზე ფიქრიც არ მინდა ხოლმე.

ამ წიგნმა კი გამარკვია იმაში თუ რას გრძნობენ კიბოთი დაავადებული ადამიანები. მეთვითონ ისე განვიცადე ყოველივე მათი განსაცდელი თუ ბედნიერება გეგონება მე შემთხვეოდა.

კიდევ ერთხელ ვამბობ,რომ თვითონ შინაარსი პროგნოზირებადია… მე ასეთი პროგნოზირებადი წიგნები არ მხიბლავს,მაგრამ ამ წიგნმა ისე ჩამითრია,რომ თავი არ ამიწევია,ისე დავამთავრე კითხვა.

იმიტომ კი არა რომ მაინტერესებდა ბოლოს რა მოხდებოდა,არამედ იმიტომ რომ გამეგო და მეც მეგრძნო თუ რას იგრძნობდა ჰეზერი, აუგუსტუსი თუ ისააკი…

ყველა წიგნი არ ხდება ჩემს ბლოგზე გასარჩევი ხოლმე,მაგრამ ამ წიგნმა ისე დამაფიქრა თუ რას გრძნობენ  ავადმყოფი ადამიანები,რომლებმაც იციან რომ იმაზე ადრე უნდა წავიდნენ ამ ცხოვრებიდან,ვიდრე თვითონ ელოდნენ. როგორ ცდილობენ დარჩენილი საათები,დღეები,კვირები,თვეები თუ წლები საინტერესოდ და პროდუქტიანად გაატარონ. როგორი ძნელია,როდესაც გიყვარს ადამიანი,რომელიც შენნაირ მდგომარეობაშია და გეფიქრება იმაზე თუ რომელი უფრო ადრე წავა ამ ცხოვრებიდან………………………………………

საშინელებაა სიკვდილის შიშში ცხოვრება!…

-Okay, Maybe Okay will be our Always

-Okay

It’s a Metaphor see: You Put the killing thing right between your teeth,but you don’t give it a power to do it’s killing …

6 responses to “John Green – The Faul In Our Stars

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s