კი თუ არა?! :)


ძალიან დიდი ხანის ვფიქრობ ვიყიდო თუ არა ქინდლი… ძალიან დიდი ხანი მართლა,დაახლოებით 1 წელი… ჩემ ნაცნობებში ვისაც აქვს ძალიან კმაყოფილები არიან და ძალიან ბევრმა მირჩია… მოკლედ გადავწყვიტე,რადგან ამდენი ხანი ვყოყმანობ ვიყიდო თუ არა, ჩამოვწერო მიზეზები,რატომ უნდა ვიყიდო ან რატომ არ უნდა ვიყიდო… ამას კი თქვენთან ერთად ჩამოვწერ)) მოკლედ:

მიზეზები რატომაც მინდა/მჭირდება…

1. მოსახერხებელია

2. ძალიან ბევრ წიგნს იტევს

3. რასაც ჩვენთან ვერ ვშოულობდი ან ვერ ვყიდულობდი ყიდვის შემთხვევაში უფრო გამოადვილდება

4. ვიცი,უფრო მომინდება ინგლისურად კითხვა და ძალიან დამეხმარება ინგლისური ენის  გაღრმავებაში

5. ძალიან მიყვარს ჩანაწერების ან მონიშვნების გაკეთება წიგნში და ის ამბავი,რომ სხვების მონიშნულების ნახვის საშუალებაც მექნება ძალიან მახარებს

მოკლედ ერთის მხრივ ჩამოვყალიბდი რატომაც მინდა,ამიტომ ამ 5 მიზეზზე შევჩერდები

რატომ არ მინდა….

1. მიყვარს წიგნის სუნი

2. მიყვარს წიგნის ფურცვლა

3. ძველი წიგნები

4. ვიცი,ძალიან იშვიათად თუ ვიყიდი წიგნებს ქინდლის შეძენის შემდეგ

5. მეშინია საერთოდ აღარ მექნება წიგნებთან ხშირი შეხება და სულ ქინდლით წავიკითხავ ((

მოკლედ ესეც 5 მიზეზი,რატომაც არ მინდა…

შეიძლება სულელური მიზეზებია,მაგრამ არაუშავს )))

დავათვალიერე ქინდლის ყველა მოდელი…

1. Kindle,wifi – მომხიბლა ფასმა,69$ ძალიან იაფია და ხელმისაწვდომი… ასევე იმან რომ ბატარეა 1 თვე ყოფნის.

2. Kindle Paperwhite –  იმის და მიუხედავად,რომ თითქმის იგივე მონაცემები აქვს,როგორც იაფფასიანს და მხოლოდ იმით განსხვავდება,რომ სენსორზეა, ღამე გაანათებს და 2 თვე ძლებს,ღირს 119$. ამიტომ მარტო განათებაში და სენსორში 50$-ით მეტს არ გადავიხდი))) სენსორის დიდი მოყვარული მაინც არ ვარ)) არაფერი მომივა თუ თითით არ გადავფურცლე))

3. ასევეა დანარჩენი ორიც,რომლებსაც უბრალოდ 3G აქვთ და უფრო დიდი ეკრანი აქვთ და შეიძლება ცოტა მეტ წიგნს იტევენ,მაინც არ მინდა ძალიან ძვირის გადახდა))

4. რაც შეეხება Kindle Fire-ს პლანშეტი,რომ მინდოდეს Kindle-ს არ ვიყიდი))

ზუსტად ვიცი რისთვისაც მინდა… მინდა მარტო წიგნის წასაკითხად და ვსო!!)) არ მინდა ქინდლით თამაში,ფეისბუქზე შესვლა,ვიდეოების ყურება და ა.შ… ამისათვის ტელეფინიც მაქვს და ლეპტობიც))

ვსო… ბევრი ფიქრის და ჩემს მეორე მესთან მსჯელობის შემდეგ გადავწყვეტეთ ( მე და ჩემმა მეორე მემ) რომ გვჭირდება ისეთი ქინდლი,რომლითაც მხოლოდ წავიკითხავთ და ვსო)) ასევე არ გვინდა ძვირადღირებული იყოს მხოლოდ იმიტომ,რომ რამე გაგვინათებს ან 2 თვე გაძლებს ბატარეა ან 1,000 წიგნის მაგივრად 3,000-ს დაიტევს)) 

ჩვენ გადაწყვეტილება შევაჩერეთ აი ამაზე))

large

მაგრამ აი გამოვიწერ თუ არა ჯერ არ ვიცი)) კიდევ მოვიფიქრებ და თუ გადავწყვიტე საუკეთესო საახალწლო საჩუქარი გამომივა საკუთარი თავისთვის….. ))

პ.ს იქნებ თქვენც მირჩიოთ როგორ მოვიქცე? ვიყიდო თუ არა?? ძალიან დამეხმარებით მართლა… რატომ ვითრევ ფეხს არ ვიცი,მაგრამ ნუ რა ვქნა))

დიდი მადლობა…

5 responses to “კი თუ არა?! :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s