აა!!


ზოგჯერ მგონია,ვერაფერს ისეთს ვერ გავაკეთებ ან შევქმნი,რომ მსოფლიოს თუ არა თბილისს მაინც დაამახსოვრდეს…

ბავშვობიდან შეუმჩნეველი არასოდეს ვყოფილვარ… ჯერ ბაღის ასაკიდანვე ყველას თვალებში ვეჩხირებოდი,ასე გრძელდებოდა სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც.

იცით ბაღში და სკოლაში ძალიან ადვილია მასწავლებელებს ან მოსწავლეებს თვალებში შეეჩხირო და ისეც კი იცოდნენ ვინ ხარ და რაც წარმოადგენ თუნდაც ერთხელ ყავდე ნანახი…. მაგრამ აი უნივერსიტეტი სხვა საქმეა,იქ იმდენი ლექტორი და სტუდენტია,რომ ძალიან ძნელია ვინმემ 1 სემეტრი მაინც დაგიმახსოვროს… მე კი რა თქმა უნდა ყველას თვალებში ვეჩხირები,მაგრამ ყველაზე ცუდი რაც არის და მომაბეზრებელი მთელი 20 წლის მანძილზე,რომ მხოლოდ ჩემი ხასიათით და “ცუდი ქცევით” ვამახსოვრდები ხალხს… აი ეს კი მომბეზრდა…

პირველივე კლასიდანვე საშინელი იმიჯი მქონდა სკოლაში… მაგრამ ცუდად არასოდეს ვსწავლობდი,ამიტომ შეეძლოთ მოვეხსენიებინე მასწავლებლებს და დირექტორს რაიმე კარგი სიტყვებით და არა იმით,რომ სულ “შატალოზე” დავდიოდი,ვეწეოდი სკოლის ტუალეტებში,ვაყალბებდი ხელმოწერებს და ა.შ

რამდენი კარგი საქციელიც არ უნდა ჩაიდინო და როგორი “წესიერი” გოგოც არ უნდა იყო,ყოველთვის მხოლოდ ცუდს ხედავენ და ამიტომ  ” ცუდი” გოგოს იმიჯიც არასოდეს გშორდება…

მთელი არსებით ვცდილობდი უნივერსიტეტში მაინც არ მოვქცეულიყავი გამოსაჩენად და თვალში არავის მოვხვედროდი,მაგრამ ნუ რად გინდა)) პირველივე თვეს ახსნა-განმარტება მქონდა უკვე დაწერილი…

ნუ კაი ამასაც მივეჩვიე…

წელს შევედი ხატვაზე…

გვასწავლიან ფანქრით ხატვას,აკვარელით,გუაშით, ქანდაკებას და ა.შ

ბავშვობაში ხატვით არაფოდეს ვიყავი გატაცებული,ამიტომ არც კი ვიცოდი მქონდა თუ არა ამ სფეროში რამის ნიჭი…

ის კი ვიცი უკვე 20 წელი,რომ არც სმენა მაქვს არც ხმა და ვერც გადასარებად ვცეკვავ… მოკლედ დიდი ნიჭიერი ადამიანი ვერ ვარ))

მოხდა საოცრება და აღმოვაჩინე,რომ ხატვა შემიძლია… მაგრამ ამას ვინ გიფასებს და ვინ ხედავს… ნიჭის და კარგ ნამუშევრებს ვინ აქცევს ყურადღებას,როდესაც ისევ,აქაც ყველას თვალში ვეჩხირები!

დავიღალეე!!!

მინდა რამე სხვა თვისებით ან საქციელით დავამახსოვრდე ადამიანებს…

მინდა მითხრან ” რა კარგი ნამუშევარია” და არა ” შენი საქციელებით შორს ვერ წახვალ”

ნეტავ ვიცოდე რას ვაკეთებ,ნუ სკოლაში ვიცოდი,რატომაც ვეჩხირებოდი ყველას თვალში…

მაგრამ აი სკოლის მერე რა ხდება?!

არაფერს აღარ ვაკეთებ ღირსშესანიშნავს…

როცა ვკითხულობ რა ხდება,პასუხი ესეთია,შენიშვნები არ გიყვარს,არ გიყვარს როდესაც რამეს გისწორებენ და ა.შ

და შენიშვნები უყვარს ვინმეს? ან რამეს რომ უსწორებენ?

Image

სკოლის პერიოდში ძალიან მომწონდა ესეთი რაღაცეები… თავს პოპულარობის ზენიტში ვგრძნობდი…

ახლა კიდევ ეგრე აღარ ვარ… აი მინდა,რომ რამით დავამახსოვრო ამ ხალხს თავი და დავანახო როგორ ცდებიან!!

ხატვაზე მხოლოდ ერთ მასწავლებელს ვუყვარვარ…

ბესოს ♥… 

ბესო ” თავისებურს” მეძახის… არასოდეს არ მისწორებს არც ნახატს,არც ესკიზს და არც არაფერს… ჩემს ნამუშევარში ხელებს არ აფათურებს და სულში არ მიძვრება… ზუსტად ეს მომწონს მისი… თავისუფლებას გაძლევს… შენი სამყაროა და შენ განკარგავ!!

მხოლოდ ბესოს ველაპარაკები მემგონი ნორმალურად ამდენი წლის შემდეგ… ნუ ახლობლებს თუ არ ჩავთვლით… დანარჩენებთან კი ჩვეულებრივი სწერვა გოგო ვარ,რომელიც არ აძლევს მათ გალანძღვის,აზრების თავზე მოხვევის,აგდებულად ლაპარაკის,ზემოდან ყურების და სულში ჩაძრომის უფლებას…

Image

პ.ს ბოდიში,თუ რამე აბდაუბდა წერია,უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვარ და იმედია კარგად და სწორად გადმოვეცი ჩემი სათქმელი…

მიყვარხართ ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s