ერთი ქალი, კამილა კლოდელი !


ამ პოსტის დაწერა იმ დღიდან მინდა ანა დელბეს ” კამილა კლოდელი ” ხელში რომ ავიღე… წაკითხვის შემდეგ კიდევ დავიცადე,სანამ ფილმსაც არ ვუყურე…
ახლა კი საქმეზე გადავალ….

camille_claudel-19

მე-19 საუკუნის ბოლოს 17 წლის გოგონას სურვილი,მოქანდაკე გამხდარიყო,მიუღებელი,სკანდალურიც კი იყო. კამილა მისთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმითა და მტკიცე ნებით გადაეშვა ამ ავანტიურაში. 1883 წელს იგი ოგიუსტ როდენს შეხვდა. დიდი მოქანდაკე დათამხმდა მოწაფედ აეყვანა იგი და მალე მისი საყვარელი გახდა. 15 წლის ვნებიანი და ბობოქარი ურთიერთობის შემდეგ კამილა გამოფიტული და დამარცხებული დარჩა. იგი 1943 წელს გარდაიცვალა ავინიონის მახლობლად,მონდევერის შეშლილთა თავშესაფარში,სადაც 30 წელი გაატარა.

კამილას ცხოვრება ტრაგიკული იყო და ასევე დასრულდა… მისი სურვილი გამხდარიყო მოქანდაკე მიუღებელი და ასევე სასაცილოც კი იყო მაშინდელი საზოგადოებისათვის…

ქალი მოქანდაკე,ეს ხომ საშინელება იყო მე-19 საუკუნეში,მაგრამ კამილა მიისწრაფოდა თავისი მიზნისკენ და სურვილისკენ. იგი არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას.

კამილამ კარი მიხურა. ცოტა უხეშად.თავი ასწია. ” მე მოქანდაკე ვარ”; მის წინაშე სახტად დარჩენილი ნახევრად შიშველი ახალგაზრდა მოდელი იდგა.კამილამ გაიფიქრა ” აი,მეგობარი!” და გაუმეორა ” მე მოქანდაკე ვარ.”

ჟღალმა გოგონამ შეხედა,გააშიშვლა თავისი ზღვისფერი თვალებით.მერე ცოტა სულელურად გაიმეორა:

“მოქანდაკე! ეს შენ,შენა ხარ მოქანდაკე! ქალი!” ახლა როხროხით იცინოდა. ” ეს,თქვენ გესმით?! ქალბატონი მოქანდაკეა!”

აი ესეთი რეაქცია მოჰყვა კამილას პირველად მისვლას მისი მასწავლებლის როდენის სახელოსნოში.

როდენის გაცნობამდე კამილა მუშაობდა და მუშაობდა. სულ სხვა მიზნები და სურვილები ჰქონდა.

აი როდენთან სასიყვარულო ურთიერთობამ საერთოდ შეცვალა,გამოფიტა,დაამარცხა და ბოლოს საგიჟეთშიც კი აღმოჩნდა.

კამილას ბოლოს ყველამ უღალატა,მათ შორის როდენმაც და მისმა ძმა პოლმაც. ორმა უძვირფასესმა ადამიანმა!

Camille Claudel,La Valse

Camille Claudel,La Valse

სიცოცხლე ტრაგიკულად დაამთავრა,1905 წელს დაეწყო ფსიქიკური აშლილობა,მან თავისი ხელით გაანადგურა თავისი ნამუშევრები,კამილა ბრალს დებდა როდენს იდეების მოპარვაში,ამის შემდებ მას ყველამ ზურგი აქცია, დატოვეს 30 წელი მარტო საგიჟეთში და ბოლოს მისი საფლავიც კი დაიკარგა.

კითხვის დროს ყველაფერს ისე განვიცდიდი,როგორც კამილა… რაღაცით ჩემ თავს ვამსგავსებდი მას,რატომ არ ვიცი…

საშინლად შეპყრობილი ვიყავი ამ ისტორიით,ამიტომ გადავწყვიტე მეყურებინა კამილას შესახებ გადაღებულ ფილმისათვის,რომელსაც ქვემოთ განვიხილავ.

1. კამილა კლოდელი – ( 1988 წელი )

ფილმი იწყება კალიმას პარიზში ჩასვლიდან. ყველაფერი წიგნის მიხედვით ვითარდება. ნუ არის რაღაც დეტალები შეცვლილი,მაგრამ რაც მთავარია მნიშვნელოვანი არაფერი. მსახიობები კარგად არის შერჩეული. მხოლოდ პოლი,კამილას ძმა წარმომედგინა სხვანაირი,ქერა ვერ წარმომედგინა და შემდეგ უკვე ულვაშებით. ასევე როდენის ცოლიც ცოტა სხვანაირი წარმომედგინა,შავგვრემანი.

საბოლოო ჯამში მომეწონა ფილმი და ვისიამოვნე კიდეც 2 საათი მისი ყურებით.

ძალიან ბედნიერი ვარ,რომ აღმოვაჩინე ეს წიგნი და ამ ავტორის მეშვეობით გავეცანი  კამილას ტანჯულ ცხოვრებას.

ესეც ჩემი მოხუცი კამილა...

ესეც ჩემი მოხუცი კამილა…

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s