ყველაფერი იცვლება – მე ვიცვლები


უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ძალიან შევიცვალე,გავიზარდე…

სკოლის ასაკში მხოლოდ გართობისათვის ვცხოვრობდი… არ ვფიქრობდი მომავალზე, არც ხვალინდელ დღეზე, ვცხოვრობდი დღევანდელი დღით და ასე ვთქვათ დინებას ვიყვებოდი, არასოდეს არ ვნანობდი არაფერს და არც ეხლა ვნახობ ხოლმე!

ბიჭები ყოველთვის გართობისათვის მინდოდა… ვერთობოდი მათთან ერთად ხან სად დავდიოდით და ხან სად… სერიოზულად არავის ვუყურებდი… პირველი ბიჭი მემგონი მიშკა იყო ვისაც ცოტა სერიოზულად შევხედე,შემიყვარდა და მომავლის მეშინოდა… მაგრამ უფრო სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრი ისე მაშინებდა,რომ ტირილამდე მივდიოდი ხოლმე,მახსოვს რას აღარ ვაკეთებდი,რომ ეს აზრები თავიდან ამომეგდო…

მიშკას მერე მეშინოდა ბიჭებთან ერთიერთობის,არ მინდოდა მომწონებოდა ვინმე,შემდეგ კი შემყვარებოდა… მეშინოდა გული ისევ არ მტკენოდა და თავს ვიცავდი ყველანაირად…

უნივერსიტეტში ყველა ჯგუფელ ბიჭს ვეფლირტავებოდი და ასევე საშინლად ვექცეოდი,რომ თავი დამეცვა… ვინსგან? მხოლოდ და მხოლოდ შემი თავისგან…

შემდეგ გამოჩნდა გიორგი… აი მაშინ 3 თვე საშინელი ისტერიკა მქონდა,მინდოდა როგორმე თავიდან ამომეგდო,არ მინდოდა მასთან ერთად ყოფნა,მაგრამ ვერ ვეშვებოდი,ამიტომ თავისუფალი ურთიერთობა შევთავაზე და ესე რაღაცნაირად ვიყავით 3 თვე… არა,არ გვქონდა თავისუფალი ურთიერთობა,მაგრამ თავის ვიტყუებდი,რომ გვქონდა… ერთად ყოფნის მე-4 თვეს გადავლახე ეს შიში და იქიდან მოყოლებული დღემდე უკვე შეყვარებულიბი ვართ))

შემდეგ გამიჩნდა მისი ოჯახის გაცნობის შიში,მაგრამ ეგეც გადავლახე მე-5 თვეს… შემდეგ მეშინოდა,რომ თუ ჩემს ოჯახს გაიცნობდა ეს უკვე რაღაც ახალი ეტაპი იქნებოდა ჩვენს ურთიერთობაში,მაგრამ ესეც გადავლახე… თურმე საშიში არაფერი არ იყო… უბრალოდ თავიდან უნდა ამომეგდო უაზრო ფიქრები და ისე მოვქცეულიყავი,როგორც გულს უნდოდა და არა როგორც ჩემს შიშებს…

ქორწინებაზე ფიქრი,როგორც მიშკას დროიდან მოყოლებული იცით შიშის ზარს მცემს!! ეხლაც ეგრე,ვარ მაგრამ ალბათ რამდენიმე წელში ეგეც გამივლის… მაგრამ ჯერ მაგაზე ფიქრი ძალინ ძალია ადრეა… კიდევ კაი))

სიმართლეს გეტყვით და ძალიან მინდა გიორგისთან ერთად ცხოვრება,მისთვის საუზმის,სადილის და ვახშამის მომზადება,მისი ტანსაცმლის გარეცხვა და გაუთავება,მასზე ზრუნვა,მისგან შვილები,მასთან ერთად დაბერება და ა.შ

იმის და მიუხედავად,რომ ძალიან მინდა,მაინც სასტიკაც მეშინია… ამ შიშს რაც მოვუხერხებ არ ვიცი…

გიორგიმ ჩემი კარგი მხარე გამომაჩენინა და უკეთესობისაკენ შემცვალა…

გიორგიზე მეტად არავინ მყვარებია და ალბათ არც არავინ მეყვარება…

კიდევ ერთი რამის მეშინია ყველაზე ყველაზე  ყველაზე მეტად…. მისი დაკარგვის…

ძალიან შევეჩვიე და მასზე დამოკიდებული გავხდი ასე ვთქვათ და ამაზე ძალიან მეშლება ნერვები…

ყოველთვის მქონდა გონებაში ჩამოწერილი

1. ოჯახი

2. მეგობრები

3. შეყვარებული

გიორგი კი თანდათან აიწია აიწია და 1 ადგილზე გადავიდა…

მართალია მე და გიორგი ოფიციალურად “ოჯახი” არ ვართ,მაგრამ ალბათ ამისათვის არაა საჭირო ხელის მოწერა და ერთად ცხოვრება…

ჩემთვის უკვე ქმარია და მომავალში რაც იქნება იქნება!


http://www.youtube.com/watch?v=3zrSoHgAAWo

2 responses to “ყველაფერი იცვლება – მე ვიცვლები

  1. ერთ რჩევას მოგცემ,არ ვიცი კარგი რჩევაა თუ ცუდი,არ ვიცი გაინტერესებს ეს რჩევა თუ არა,უბრალოდ გეტყვი იმას რომ ყველას და ყველაფერს თავის ადგილი აქვს,მეგობრებსაც,ოჯახსაც და შეყვარებულსაც,არ არის საჭირო რომელიმე ერთის გამო დანარჩენი ორი დაკარგო,უბრალოდ მიყევი შენს გულს,და და შენ არავის არ ჭირდება ისეთი შეყვარებული რომელიც მას არჩევანის წინაშე დააყენებს,იგივე შეიძლება ვთქვათ მეგობრებზე და მშობლებზე,მოკლედ წარმატებები.

  2. დიდი მადლობა რჩევისათვის… არჩევანის წინაშე დაყენებაზე მე საუბარი არ მქონდია და არც რომელიმე ორის ან ერთის დაკარვის შესახებ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s