საახალწლო პოსტი N2 : გავაცილოთ ძველი 2013 და შევეგებოთ ახალ 2014 წელს


სულ რაღაც 5 დღეში ახალი 2014 წელი დადგება… ახალი წელი ცვლილებებს ნიშნავს და სიახლეებს… ამიტომ აუცილებელია გვერძე გადავდოთ წინა წლიდან შემორჩენილი ტკივილები,ჩავარდნები,კრახები და ყველა ცუდი მოგონება და შევეცადოთ ახალ წელს ყველაფერი გამოვასწოროთ და უკეთესი გავხადოთ ჩვენი ცხოვრება…

მე კი მანამდე,სანამ ახალი 2014 წელი დადგება განვიხილავ ძველ 2013 წელს…

რა მოხდა 2013-ში

1. წარმატებით დავამთავრე მეორე კურსი.

2. დამეღუპა ყველაზე საყვარელი ადამიანი

3. დავკარგე საუკეთესო მეგობარი

4. ვიპოვე საუკეთესო მეგობარი

5. გამითხოვდა კიდევ ერთი მეგობარი

6. ინტრიგების მსხვერპლი გავხდი,მაგრამ გადავრჩი ))

7. გადავრჩი ავარიაში

8. მოვიმატე 6 კილო

9. შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი

10. გავწევრიანდი წიგნის კლუბში

რა მინდა,რომ მოხდეს 2014-ში

1. ახალი სახლი

2. მანქანა

3. წელს მაინც სამსახური

4. კარგად დავამთავრო მე-3 კურსი

5. ჩამოვიდეს ჩემი გოგო

6. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მქონდეს

7. ახალ წელს შევხვდე კარგად

8. მივხედო ბლოგს

9. დავხატო რამე ძალიან მაგარი

10. ვისწავლო კარგად საჭმლების და დესერტების კეთება ))

იმედია ჩვენთვის ყველასთვის ძალიან კარგი და წარმატებული იქნება ახალი 2014 წელი…

გილოცავთ წინასწარ შობა-ახალ წელს… სულ სულ ბედნიერები ყოფილიყავით და ყველა ოცნება აგსრულებოდეთ განსაკუთრებით ის,რომელსაც 01.01.14  00:00 ჩაიფიქრებთ…

მიყვარხართ ყველანი ძალიან ძალიან ძალიან,ვერც კი წარმოიდგენთ როგორც!!  

large

Leave a comment