სუადის შემზარავი ისტორია…!


სუადი ერთი პალესტინელი გოგოა,რომელიც სიყვარულის გამო ცოცხლად დაწვეს,მაგრამ გადარჩა და ცდილობს თავიდან დაიწყოს ცხოვრება,უკვე სხვა ქვეყანაში…

იქ,სადაც სუადი დაიბადა გოგონად დაბადება წყევლააა და გლოვის ტოლფასია.

იქ,სადაც სუადი დაიბადა ქალიშვილს და ძროხას არ განასხვავებენ,უარეს შემთხვევაში კი საქონელი უკეთესს პირობებში ცხოვრობს,რადგან მას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ოჯახისათვის,ვიდრე გოგონებს.

იქ,სადაც სუადი დაიბადა,დედა თავის ახლად გაჩენილ ქალიშვილებს გუდავს.

იქ,სადაც სუადი დაიბადა, მამაკაცებს შუაძლიათ დაუნდობლად ცემონ ქალები,მხოლოდ იმის გამო,რომ ჩაისთვის წყალი ცხელი იყო,სახლში სულ რაღაც 1 წუთი დაიგვიანა ან შემთხვევის ერთი მკვახე პამიდორი მოკრიფა.

იქ,სადაც სუადი დაიბადა,მამაკაცს რომ შეხედო მეძავის სახელი აღარასოდეს მოგშორდება.

იქ,სადაც სუადი დაიბადა, ქალებს არანაირი უფლება არ აქვს და მამაკაცების მიერ დაწერილი კანონების შესაბამისად ცხობვრობენ…

იქ,სადაც სუადი დაიბადა, ქალს მხოლოდ ერთი რამ სურს,გათხოვდეს ქალიშვილი,ქმარს გაუჩინოს ვაჟები და დაბადებიდან სიკვდილამდე ყველანაირი შეურაცყოფა მოითმინოს,რათა სიცოცხლის უფრობა მოიპოვოს… თუ არა და ან ცემით მოკვდები,ამ ტელეფონის შნურით მოგახრჩობს,რომელიმე ოჯახის წევრი მამაკაცი ან ცოცხლად დაიწვები…

სუადის სურვილი გათხოვება იყო,რათა მამამისის სახლს მოშორებოდა და ცოტაოდენი თავისუფლება მაინც მოეპოვებინა,რადგან გათხოვილ ქალს შეუძლია წარბები გაიკეთოს,ფეხსაცმელი ჩაიცვას,აღარ ევალება საქონლის მოვლა და ამაში გამოიხატება სულ ცოტაოდენი თავისუფლება. ამ სურვილის გამო დანებდა მამაკაცს,რომელიც მისი უფროსი დის გათხოვების შემდეგ ცოლად მოიყვანდა,მაგრამ მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდა. დაორსულების შემდეგ ეს მამაკაცი ლაჩრულად გაიქცა და პატარა სუადი სასიკვდილო მდგომარეობაში დატოვა,რომელიც არ აცდებოდა.

პატარა სუადს მფარველად ჟაკლინი მოევლინა,რომელმაც იხსნა დამწვარი სუადი საშინელი პირობებისგან და შვეიცარიაში წაიყვანა. იქ კი სუადი შეიძლება ითქვას მკვდრეთით აღდგა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი სოფლისათვის ის უკვე მკვდარი იყო.

ეს არის ყველაზე შემზარავი ისტორია,რომელიც ოდესმე წამიკითხავს. იცოდეთ,რომ ეს არის ნამდვილი ამბავი,რომელიც თვითონ სუადმა მოგვითხრო და ამ ისტორიაში არც ტყუილს წააწყდებით და არც არაფერს გაზვიადებულს.

ღირსების დაცვის მიზნით მკვლელობის მსხვერპი მხოლოდ სუადი არ არის, არსებობენ მილიონობით გოგოები,როგორც პალესტინაში,ასევე ირანში,თურქეთში,ავღანეთში თუ მაროკოში ცხოვრობენ. ამ ქალებიდან რამდენიმე გადარჩა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცდილობენ მეორე ცხოვრების დაწყებას,მაგრამ სააშკარაოზე არ გამოაქვთ თავიანთი წარსული,რადგან არსებობს ბევრი ფაქტი,როდესაც ოჯახის წევრებმა იპოვეს გაქცეული ქალები და მაინც დაასრულეს თავიანთი დაწყებული საქმე,ღირსების აღსადგენად.

სუადი არის ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ქალი! მან შეძლო და დასძლია თავის შიშებს და დეპრესიას და შეძლო მთელი მსოფლიოსათვის მოეყოლა თავისი შემზარავი ისტორია. მე დიდი იმედი მაქვს ადრე თუ გვიან დამთავრდება მამაკაცების ესეთი საქციელები,ძალადობები და ბოლოს და ბოლოს ასეთ ქვეყნებშიც ექნებათ ქალებს უფლება: ისწავლონ,იმუშაონ,მოუარონ თავს, გოგოს დაბადება აღარ იყოს გლოვა,დედამ აღარ მოგუდოს ახალდაბადებული ქალიშვილები.

2004 წელს ასეთი მკვლელობის პრაქტიკა კანონით აიკრძალა,მაგრამ არაეფექტური აღმოჩნდა და მშობლები მაინც კლავენ გოგონებს,რომლებმაც ოჯახს შეურაცყობა მიაყენეს,ამას კი თვითმკვლელობად ასაღებენ.

სუადის ეს ამბავი უბრალოდ ნამდვილი ამბის მოთხორბა არაა,ეს არის მოწოდება. ამ წიგნის მიზანია,ერთხელ და სამუდამოდ დაირღვეს ტაბუდადებული დუმილი არაადამიანური კანონისა და მისი მსხვერპლი ქალიბის თაობაზე.

სუადის ისტორიას და ასეთი ქალების ცხოვრების შესახებ უკედ ამ წიგნიდან გაიგებთ,ძალიან გთხოვთ ყველას წაიკითხეთ…

ყველანი ძალიან მიყვარხართ… და ღმერთს ვთხოვ ყველა ქალი დაიფაროს მოძალადე მამისგან,ძმისგან,ქმრისგან… და ყველა მამაკაცი  კი მოძალადე ბუნებისგან !

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s