ჩაი ლატე )


ამ სიცივეში ძალიან მიყვარს ცხელი სასმელები… სამწუხაროდ შოკოლადზე მაქვს ალერგია და ცხელ შოკოლადს ვერ ვსვამ (( ჩემი სიყვარული და გაფრენა ალბათ იცით ყავის მიმართ,მაგრამ ღამე არ ვსვამ ხოლმე,რავიცი მაინც,ძილი მიყვარს )) ჩაის დიდი მოყვარულიც გახლავათ,შავი ჩაი დიდად არ მიყვარს,მწვანე და ხილის ჩაი უკვე ყელში ამომივიდა,ლიმონიანი წყალიც კი,ამიტომ გადავწყვიტე ახალი რამის გაკეთება მეცადა და აი ეხლა გეტყვით,რომ ჩაი ლატე ძალიან მაგარი რამეა ზამთრის ცივ საღამოს,ასევე ძალიან ანაყრებს,მართლა !

ე.ი ეხლა გაგანდობთ რა გვჭრდება:

  1. 1 ჩაის პაკეტი ( შეგიძლიათ დასაყენებელი ჩაიც გამოიყენოთ )
  2. 1 ჭ. წყალი
  3. 1/2 ჭ. რძე
  4. შაქარი,გემოვნებით ( მე 3 ჩ/კ შაქარს ვყრი )
  5. 1 ჩ/კ თაფლი
  6. 1/4 ჩ/კ ვანილი
  7. 1/2 ჩ/კ დარიჩინი

როგორ მოვამზადოთ:

  1. ავიღოთ პატარა ქვაბი, ამ ქვაბში ჩავასხათ წყალი დავუმატოთ  ჩაის პაკეტი,დარიჩინი და ვანილი,შემდეგ დავდგათ გაზზე
  2. ოდნავ რომ გათბება დავუმატოთ შაქარი და თაფლი,შემდეგ დაველოდოთ,სანამ დუღულს დაიწყებს
  3. წყალი,რომ დაიწყებს დუღილს ჩავასხათ რძე.
  4. დაველოდოთ,სანამ ადუღდება და ამის შემდეგ გადმოვდგათ გაზიდან
  5. ქვაბიდან გადმოვასხათ ჩვენი ჩაი ლატე ჭიქაში და გემრიელად მივირთვათ )

პ.ს პირადად მე საწურს ვიყენებ ჭიქაში გადმოსხმის დროს,რათა დარიჩინის ნალექი ან მოხვდეს ჩემს ჭიქაში ))

2 responses to “ჩაი ლატე )

  1. ძალიან გემრიელი რეცეპტი ჩანს და აუცილებლად ვცდი ^.^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s