ბედნიერი მე !


large (2)

ყველაზე ბედნიერი ვარ მე!

გიორგიმ 2 უბედნიერესი წელი მაჩუქა,უკვე მე-3 წელი დაიწყო,რაც ყველაზე ბედნიერი ვარ…

ერთად ყოფნის დროს რა თქმა უნდა გვქონია უნიშვნელო ჩხუბები,მაგრამ გიორგი ერთადერთი ბიჭია,რომელთანაც სერიოზულად არ მიჩხუბია და არც დაშორებულები ვყოფილვართ… ამ წლების განმავლობაში სიყვარული არ გაგვნელებია და როგორი მოსიყვარულე,თბილი,ყურადღებიანი და რომანტიული იყო ურთიერთობის დასაწყისში,ასეთივეა ეხლაც…

ჩავარდნები ურთიერთობაში არ გვქონია…

მახსოვს პირველად როდის დავინახე,რა ეცვა და რა მითხრა… შემიძლია ვთქვა,რომ თუ ერთი დანახვით სიყვარული არსებობს,სწორედ ასე შემიყვარდა მე ჩემი ბიჭი…

გიორგისაც ახსოვს პირველად როდის დამინახა,ეზოში სიგარეტს,რომ ვაფუილებდი მაშინ))

მართალია ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად დაიწყო,ისე რომ ნორმალურად არც კი ვიცნობდი… ყველაფერი ძალიან მალე მოხდა და გაცნობიდან 2 კვირის შემდეგ უკვე ოფიციალურად ერთად ვიყავით… მეგობრებისთვისაც,ოჯახებისთვისაც და უცნობებისთვისაც…

გიორგიმ ჩემი კარგი თვისებები წინ წამომაწევიდა…. უკეთესობისაკენ შემცვალა,ეს შემიძლია გულწრფელად ვაღიარო,არ მეგონა თუ ვინმე ისე კარგად გამიგებდა,როგორც გიორგი მიგებს,არ მეგონა თუ ესე კარგად აიტანდა ჩემს უაზრო ხასიათს და უხასიათობას,რომელიც სულ თან მსდევს…

უდიდესს მოთმინებას იჩენს,როდესაც პატარ-პატარა დეპრესიები მაქვს ხოლმე და შეიძლება 2 კვირის განმავლობაში სულ ცუდ ხასიათზე ვიყო და ყველაფერზე ვიჩხუბო,პასტა რომ დამივარდეს იმაზეც ერთ ამბავს ვტეხ ხოლმე…

ძალიან ბევრი შემთხვევა იყო,როდესაც თავისუფლად შეგვეძლო სამუდამოდ დაგვეკარგა ერთმანეთი,მაგრამ დღესაც ერთად ვართ და ეს უმეტეს წილად გიორგის დამსახურებაა…!

სულ საბედისწერო 5 შემთხვევა გადავიტანეთ,რამაც უფრო გაამყარა ჩვენი სიყვარული…

ყოველთვის მეუბნება ხოლმე,ამდენი რამე გადავიტანეთ და ეხლა ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ… ყოველთვის გვერძე მიდგას,როდესაც რამე გადაწყვეტილებას ვიღებ,მამხნევებს,როდესაც სიცოცხლე აღარ მინდა ხოლმე ჩემი უაზრო დეპრესიების გამო…

შარშან ყველაზე რთულ მომენტში პრაღიდან ჩამოვიდა,იმის გამო რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო და ამით უფრო დავრწმუნდი მის სიყვარულში…

ყველას უკვირს და ბევრიც გვეუბნება ხოლმე,რომ როგორ არ გვბეზრდება ერთმანეთი 24 საათი ერთად რომ ვართ,მე ამაზე პასუხი არ მაქვს ხოლმე,პირიქით მაფიქრებს მათი სიტყვები… გიორგის კი ყოველთვის მზად აქვს პასუხი: ჩემი ცოლია უბრალოდ ერთად არ ვცხოვრობთ… ♥

სიტყვა ცოლი,ჩვენ,მომავალი,შვილები,ცოლ-ქმრობა და ა.შ ეს ყველაფერი გიორგისთად მიმართებში 1 წამითაც კი არ მაშინებს და მიკვირს კიდევაც…  ზუსტად ეს არის ჩემი სიყვარული,არ მაშინებს გიორგისთან ერთად მომავალზე ფიქრი... ზოგჯერ მეშინია,რომ წარმოვიდგენ ჩემს თავს გიორგის გარეშე და ალბათ ეს არც მოხდება… დიდი იმედი მაქვს და ღმერთს ყოველთვის იმას ვთხოვ,რომ ერთმანეთი არ დაგვაკარგვინოს…

ეს მარტო ჩემი ფიქრები და სურვილები არ არის…

გიორგის სამსახურმა შეკვეცა ჩვენი ერთად ყოფნის საათები,მაგრამ დაღლილიც კი,როდესაც მხოლოდ ძილი უნდა მაინც მნახულობს და რამდენჯერ დასძინებია ტახტზე ჩემს გვერძე მჯდომს… )

მე ბედნიერი ვარ !

მინდა თქვენც მოგეცეთ შანსი იყოთ ასეთი ბედნიერები,როგორც მე ვარ უკვე მე-3 წელია… მადლობა უფალს რომ მყავს გიორგი…

ყველას დიიიიდ ბედნიერებას გისურვებთ თქვენც მეორე ნახევრებთან ერთად ან მომავალ მეორე ნახევრებთან ♥

მე ჩემი საუკეთესო მეორე ნახევარი უკვე ვიპოვე,ის ჩემი განუყოფელი ნაწილია…

მიყვარს ყველაზე და ყველაფერზე მეტად!

ვინც იბადება,იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ,იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს.არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ-სხვის ნახევარს.ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა.ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ,ნაჩქარევად მიკერებული.ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს.ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.

ოტია იოსელიანი

აი,მე ჩემი ცალი,ტოლფასი და ნამდვილი ნახევარი უკვე ვიპოვე… ძალიან გამიმართლა,ღმერთს დიდი მადლობას ვუხდი ყოველთვის,რომ შემახვედრა ჩემს ნამდვილ მეორე ნახევარს,რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო მაბედნიერებს… !

♥

ყველას ულევ ბედნიერებას გისურვებთ!

4 responses to “ბედნიერი მე !

  1. ბედნიერებას გისურვებთ!

    ყოველთვის ვკითხულობ შენს ბლოგს,შენი ერთგული მკითხველი ვარ
    იქნებ თხოვნა შემისრულო და პირადი პოსტები წერო ხოლმე ყოველთვის მაინტერესებს
    მემგონი შენი ბლოგის თემაც ეგ იყო თავიდან და ჩემი აზრით ეგრეც უნდა დარჩეს რავიცი მე როგორ მკითხველმა აზრი გამოვთქვი

    აბა ჰე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s