ოჯახი და ღალატი


კაცის ღალატი უფრო ამაზრზენია თუ ქალის?!

ჩემი აზრით,ღალატი ღალატია არ აქვს მნიშვნელობა კაცის თუ ქალის,მაგრამ მაინც ყველას ქალის ღალატი უფრო ეამაზრზენება,ვიდრე კაცის. დღეს ძალიან ცუდი ამბავი გავიგე… და დავრწმუნდი,როდესაც ქალი ღალატობს ქმარს ეს ყველაზე საშინელებაა,როგორც ცოლისთვის ასევე ქმრისთვის…  ( შეიძლება ეხლა პროტესტის გრძნობა გაგიჩნდეთ ჩემი ნათქვამისგან,ამიტომ გეტყვით,რომ რასაც ეხლა ვწერ მხოლოდ ამ კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე ვწერ,ისე კი ღალატი ყველაზე ამაზრზენი რამ არის,დიდი ცოდვა ღვთის წინაშე,როდესაც არღვევ იმ სიტყვებს და  მოწოდებებს,რომლებიც მღვდელმა ჯვრისწერის დროს გითხრათ! )

იდეალური ოჯახი,ჩემი გადმოსახედიდან… არც მატერიალურად უჭირთ და არც სიყვარული განელებიათ… მაშინ რატომ გაურბის ქალს სხვა ბიჭისკენ თვალები,აზრები,გრძნობები და სხეული?!  ქალს ყოველთვის სჭირდება პატარა ფლირტი და სხვა მამაკაცებისგან სულ ცოტა,უვნებარი ყურადღება,რომ ისევ სასურველად იგრძნოს თავი,გათხოვების ან დიდხნიანი ურთიერთობის დროს. ასევეა კაციც,უნდა რომ ისევ იგრძნოს თავი ქალების ყურადღების ცენტრში და  მიხვდეს,რომ ჯერ კიდევ სასურველი მამაკაცია.  ამას ვამბობ ხოლმე ყოველთვის და ყველგან,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ საყვარელი უნდა გაიჩინო ან გადაზედმეტებულად ეფლირტაო სხვებს!

ღალატი,როგორც მეორე ნახევრისათვის,ასევე შენი თავის შეურაცხოფაა! ამორალური საქციელია..

კაცმა რომ ერთხელ სხვა ქალთან გაიგულაოს ეგ არაფერი,მაგრამ საყვარლის ყოლა ჩემთვის მიუღებელია,მაშინ გაშორდი/დაშორდი.

ქალმა რომ სულ ცოტათი სხვა კაცს ეფლირტაოს და მიიღოს ის უვნებელი ყურადღება,რომელიც შეიძლება სხვა კაცებმა მისცენ ეგ არაფერი თუ იგივეთი არ უპასუხებს,მაგრამ გადაზედმეტებულად არ შეიძლება, და საყვარლის ყოლაზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტია… თუ აღარ გიყვარს ან საწოლში აღარ გაკმაყოფილებს დაშორდი/გაშორდი და ისე გყავდეს ის ვინც გიზიდავს…

ეხლა კი გადავალ იმ ამბავზე,რამაც ამ პოსტის დაწერის სურვილი გამიჩნა…

ქალი,სავარაუდო ასაკი ავიღოთ 30

ბიჭი,სავარაუდო ასაკი ავიღოთ 20

უვნებელმა მიწერ-მოწერამ საშინელ შედეგამდე მიიყვანა ეს ქალბატონი)

თავიდან ყველაფერი მეგობრული ერთიერთობით დაიწყო,რჩევების მიცემით და ა.შ

ის ხომ თითქმის შვილად ეკუთვნის. !!

თანდათან,თანდათან,თანდათან ეს ურთიერთობა სხვა რამეში გადაიზარდა,მე ეს ვითომ სიყვარული მგონია. ბიჭს თავიდან მეგობრობა უნდოდა,შემდეგ სიყვარულს იმიზეზებდა და ახლა უკვე ქალის სხეულის და სითბოს შეგრძნება უნდა…

ამ მეგობრობით და სიყვარულის ახსნებით,თანდათან გამოავლინა თავისი სურვილი და ქალიც ჯერ კიდევ ვერაფერს ვერ ხვდება,ისევ გონია,რომ ბიჭს სიგიჟემდე უყვარს და ყველაფერზე წავა,რომ ერთად იყვნენ სიცოცხლის ბოლომდე,არადა იცის რომ ბიჭს ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწევს:ოჯახის,მომავლის და ა.შ

ქალსაც ბევრი რამის დათმობა მოუწევს: მოსიყვარულე და მზუნველი ქმრის,ოჯახის! ამ ბიჭთან  ურთიერთობა კი საბედისწერო განაჩენს გამოუტანს.

გაერთობა,გამოიყენებს ჰა,ჰა 1-2 წელი მის სხეულს,სითბოს იხმარს,როგორც აქვს ჩამიქრებული სხვადასხვა პოზებში,მოუყვება ძმაკაცებს თავისი წარმატების შესახებ,როგორც დაუახლოვდა გამოცდილ ქალს,როგორც მოაჯადოვა,დააშორა ქმარს,დაადგმევინა ქმრისთვის რქები,მოყვება თუ როგორი ველური და გიჟური სექსი აქვთ ყოველდღე,სხვადასხვა და განსაკუთრებულ პოზებში,განსხვავებულ ადგილებში. ამის შემდეგ ქალიც მობეზრდება და გაუშვებს ნა ხუიზე!

ქალმა რა უნდა ქნას?! ქმარი მიიღებს? – არა !! ოჯახი ? – არა !!

დარჩება გაუბედურებული,დამცირებული,სასოწარკვეთილი და განადგურებული!

ეს რომ შესაფერისი ასაკის მამაკაცთან ხდებოდეს ამ პოსტს არც დავწერდი და ასე გულთან ახლოს არც მივიტანდი ამ ამბავს,მაგრამ ბიჭთან,რომელსაც ჯერ კიდევ თავში უქრის და ეს 20 წელიც სავარაუდო ასაკად დავწერე,არ შეიძლება რამე სტაბილურზე ფიქრი,ქალს კი მხოლოდ ეგ უნდა…

ქმარი გამოყავს,როგორც ჩვეულებრივი (ბოდიში და… ) ყლე!!

თავისი თავი,როგორც ჩვეულებრივი ქარაფშუტა გოგო…!!

ესეთი ამბები და საქციელები მეამაზრზენება!!

დაუკვირდით ადამიანებო თქვენს საქციელს… სანამ რამეს გააკეთებთ ან იტყვით ჯერ ამის შედეგზე იფიქრეთ,რას მოგიტანთ ეს პირველ რიგში თქვენ! შემდეგ თქვენს ახლობლებზეც იფიქრეთ,მაგრამ თუ გაიაზრეთ და მიხვდით,რომ თქვენთის სასიკეთო და კარგი იქნება,მაშინ გააკეთეთ!! სხვებზე ნუღარ იფიქრებთ?!

ეს პოსტი ცოლქმრობას უფრო ეხება,ვიდრე შეყვარებულებს!

ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით !!!!!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s