ჩემი ახალი ბიჭი


ააააა ძალიან ბედნიერი ვაააარრ !!!

სამშაბათს ჩვეულებრივად გამეღვიძა,არაფერი განსაკუთრებული დღე არ უნდა ყოფილიყო. დაგეგმილი მქონდა სალონში წავსულიყავი და ყველაფერი ერთად გამეკეთებინა: თმა,წარბი და ფრჩხილები.

როგორც ყოველთვის,სამშაბათ დილასაც ( ნუ ჩემი დილა 2-3 საათია მინიმუმ ) ძლივს ავახიე თავი ბალიშს. ყოველ ღამე ტელეფონს ხმას ვუთიშავ და ხანდახან ვიბრაციასაც,ასევე ვთიშავ Wi-Fi-ს,რომ არაფერმა შემიშალოს ხელი ძილში,და ასეც მოხდა))

ავდექი,მოვემზადე სალონში წასასვლელად. ყავის დალევის დროს,როგორც ყოველთვის მოვემზადე,რომ ტელეფონი ამეღო,ხმა ჩამერთო,ვიბრაციაც და Wi-Fi-ც.

მოკლედ ავიღე ტელეფონი,მოვხსენი ბლოკი და დამხვდა 1 მესიჯი. მესიჯის ავტორი კი ” USA2GEORGIA ” გახლდათ,მესიჯში კი ეწერა,რომ ჩემი ამანათი  რეისის ნომრით H0100605 ჩამოფრინდა,ეს კი იმას ნიშნავდა,რომ ჩემი ახალი ბიჭი,ჩემი Kindle უკვე თბილისში იყო!!

ვისღა ახსოვდა სალონი,ყავა,ჩემი თავიც კი აღარ მახსოვდა ისეთი განარებული ვიყავი. ვნახე რამდენი მქონდა გადასახდელი და ა.შ შემდეგ კი დავიწყე ჩემ მეგობრებთან ჩამორეკვა,ეს ისეთი ამბავი იყო, აიიი ისეთი ყველას რომ უნდა უთხრა და ახარო))

ჩამორეკვას რომ მოვრჩი,დავრეკე სალონში და ვუთხარი რომ ვერ მივდიოდი. შემდეგ ელვის სისწრაფით ჩავიცვი და გავვარდი  მიცკევიჩზე,იქვე ჩავრიცხე თანდა და ამის შემდეგ უკვე 5 წუთში ჩემი ბიჭი მეჭირა უკვე ხელში. ისეთი გახარებული ვიყავი,რომ იქვე ქუჩაში გავბრდღვენი და სანუკვარი ოცნებაც ამიხდა,ჩემი ბიჭი ხელში დავიჭირე!!

ჩემი ახალი ბიჭი

ჩემი ახალი ბიჭი

ესეთი სისწრაფით რომ გავვარდი გიორგიმ ვერ მოასწრო წამომყოლოდა ხოდა იდეაში მერე უნდა მენახა და მენახებინა ჩემი ახალი,მეორე ბიჭი,მაგრამ ისე ვიყავი,რომ ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი და როდის მოვირგებდი ))

მივედი სახლში,ვეცი კომპიუტერს და ჩემი ბიჭისთვის განკუთვნილი 127 წიგნი გადავიტანე… შემდეგ ჩასადებში ჩავდე,დამცავი დავაკარი,გავიკეთე ყავა და შევუდექი კითხვას))

აი ესე გრძელდება უკვე 3 დღეა,მე და ჩემი მეორე ბიჭი განუყრელები ვართ,ვკითხულობთ ყველგან და ყოველთვის!!

არ ვიცი ეხლა ან ძალიან გახარებული ვარ და მაგიტომ ან მართლაც ეგრეა,მაგრამ Kindle-ით უფრო სწრაფად ვკითხულობ.

ჯერ ვერ გეტყვით,რომ წიგნი მომენატრა-მეთქი,მაგრამ ალბათ ეგ დღეც დადგება.

ჯერჯერობით კი Kindle-ით კითხვა ძალიან მომწონს,მემარტივება და მეამაყება )))

გკოცნით,თქვენი გახარებული Kindle-ის პატრონი ♥

6 responses to “ჩემი ახალი ბიჭი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s