შტეფან ცვაიგი – უცნობი ქალის წერილი


ჩემი ქინდლით გუშინ უცნობი ქალის წერილი დავიწყე და დავამთავრე კიდეც,იმდენაც ჩამთრევი იყო…

დიდად დადებითი შთაბეჭდილებებით სავსე არ ვარ!

მე ვერ გავუგე ამ ქალს,რომელსაც 13 წლიდან  ეს მამაკაცი უყვარდა. უყვარდა ისე,რომ ცხოვრება გაიმწარა და გაიუბედურა,თან ისე რომ ეს კაცი არანაირად არ იყო დამნაშავე. უყვარდა ისე,რომ კაცმა არაფერი არ იცოდა.

13 წლის ასაკში ესეთი სიყვარული გასაგებია და პროტესტიც არ გამჩენია,არანაირი.

2 წელი,როდესაც სხვაგან გადავიგა საცხოვრებლად,ჩემთვის ფიქრებში მეგონა,რომ დაივიწყებდა,ალბათ ასე იმიტომ მეგონა,რომ მე დამემართებოდა ესე. 2 წლის მანძილზე,ჩემი ბავშვური სიყვარული აუცილებლად გადამავიწყდებოდა.

ეს ქალი კი 2 წლის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა და დაიწყო კაცის სახლთან “ბირჟაობა”,რომ როგორმე ენახა. არც თოვლი უშლიდა ხელს და არც წვიმა. მე ესე ნამდვილად ვერ შემძლებდი!

შემდეგ ისე ჩაუგორდა ლოგინში 1 წამითაც არ დაფიქრებულა,ნუ არც ეს გამიპროტესტებია,რადგან უგონოდ შეყვარებული ქალი არაფერზე არ ფიქრობს,ოღონდ საყვარელ ადამიანთან ერთად იყოს,შეიგრძნოს მისი სიახლოვე,სხეული. მისთვის 1 ღამეც და 1 საათიც კი საკმარისი იყო.

ამის შემდეგ დაორსულდა და ბავშვიც გააჩინა. ბავშვს რომ ყველაფერი ჰქონოდა სხეულის გაყიდვაც კი დაიწყო,როგორც თვითონ ამბობს. ეს კი ბოზობაა ჩემთვის,ყველა ქალი,რომელიც სექსში ფულს იღებს ბოზია და ვსო!

ამის შემგედ კიდევ შეხვდა ერთხელ იმ კაცს და ისევ ჩაუგორდა ლოგინში,მან კი ჩუმად ფულიც კი ჩაუდო ჩანთაში))

ამის შემდეგ აღარ უნახიათ ერთმანეთი.

სიკვდილის წინ კი წერილი გაუგზავნა,სადაც ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.

( მაპატიეთ თუ ისეთი რაღაცეები დავწერე,რაც ხელს შეგიშლით იმათ ვისაც არ გაქვთ წაკითხული,ამიტომ აქ შევჩერდები)

მოკლედ,ვერ ვიტყვი,რომ არ მომეწონა,უბრალოდ არ ქალის საქციელს,აზროვნებას და სიყვარულს ვერ ჩავწვდი,ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის ესეთი სიყვარული მიეღებელია. ვერ გავამართლებ იმით,რომ უყვარდა და იმიტომ დაინგრია ცხოვრება. მას ხომ შეეძლო ძალიან კარგად და ბედნიერად ეცხოვდა და ამ კაცის მიმართ სიყვარულის გამო ან გაენადგურებინა თავი?!

ბავშვზე კომენტარს არ ვაკეთებ…

ცვაიგს კი კარგად შეუსწავლია მდედრობითი სქესი ესე კარგად რომ დაწერა ეს ნაწარმოები. ყოჩაღ!

5 responses to “შტეფან ცვაიგი – უცნობი ქალის წერილი

  1. ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა მეც. რატომღაც მეგონა რომ ეგ სიყვარული კი არა აკვიატება, ფანატიკური საქციელი იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s