სტენდალი – წითელი და შავი


„წითელი და შავი“ ისტორიული და ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც გამოქვეყნდა 1830 წლის ნოემბერში. ნაწარმოებში მოქმედება XIX საუკუნის საფრანგეთში მიმდინარეობს, ქვეყანა ნაპოლეონის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებადაა გაყოფილი. ჟიულიენს, მთავარ გმირს, რომელიც გლეხის შვილია, ქალაქის მერის ცოლი, ქალბატონი დე რენალი შეუყვარდება, შემდეგ კი მარკიზის შვილი,მატილდა  უყვარდება. ეს ორი ქალბატონი სრულიად განსხვავებული პიროვნებები არიან. ქალბატონი დე რენალდი გულით  მოქმედებს, მატილდა – გონებით. ქალბატონი დე რენალდი არ კლავს ჟიულიენის სიყვარულს გულში და არ ებრძვის საკუთარ თავის ამის გამო,მატილდასგან განსხვავებით. მარკიზის ქალიშვილმა როგორც კი გაიაზრა,რომ გლეხის შვილი ჯიულიენი უყვარდა იმ წამიდან დაიწყო ბრძოლა თავის თავთან! ამ ორ ქალბატონს ჯიულიენი ყოველთვის ადარებს ერთმანეთს,ასევე მკითხველიც…

ერთი სოციალური ფენიდან მეორეზე ასვლა საშინლად ძნელია და პრაქტიკულად შეუძლებელიც,ყოველ შემთხვევაში მე-19 საუკუნეში ასე იყო. მაღალი სოციალური ფენა ანადგურებს მდაბლა მგდომებს. მიუხედავად იმისა,რომ ჯიულიენმა ბოლომდე ვერ შემძლო მაღამ ფენაზე ასულიყო და ასე ვთქვათ უბრალოდ თვალი შეავლო ამ ფენას მაინც მოხდა მისი განადგურება…

ვინც წითელია ბოლომდე წითელი რჩება, შავიც არ იცვლის ფერს…

სანამ იმ ფრაზებსზე გადავიდოდე,რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქცია გეტყვით,რომ მე ძველი გადათარგმნილი წავიკითხე ჩემი ახალი ბიჭის ( ქინდლის ) მეშვეობით, ეს ნათარგმნი ხელს გიშლის ერთი ამოსუნთქვით წაიკითხო,რადგან ჩვენი დროისათვის უკვე ძალიან ძველმოდურადაა ნათარგმნი,ამიტომ გირჩევთ თუ წაკითხვას აპირებთ ახალი ვერსია წაიკითხოთ,რადგან შეიძლება ისე შეგაწუხოთ ამ ძველმა სიტყვებმა,რომ საერთოდ მიანებოთ თავი კითხვას… წაკითხვა კი ღირს…

განა გზა ნაკლებ მშვენიერი ხდება იმის გამო,რომ ღობეებში,რომლებიც მას მისდევს,ეკალნარია ჩართული?მოგზაურები თავიანთი გზით მიდიან,ხოლო ბოროტ ბარდნარს ყინვა და ხორშაკი ელის…

როცა შენ გხედავ,ყველა ვალდებულება ქრება,მე მხოლოდ შენს სიყვარულად ვიქცევი. არა,სიტყვა სიყვარული მეტად სუსტია: მე შენ მიმართ ვგრძნობ,რასაც მხოლოდ ღმერთის მიმართ უნდა ვგრძნობდე: მოკრძალებას,სიყვარულს,მორჩილების შეზვებას.

ფილმი 

წიგნის დამთავრებისთანავე ვუყურე ფილმსაც,რომელიც 1954 წელს არის გადარებული. ფილმი მიყვება წიგნს,ნუ რა თქმა უნდა იქ არის ამოღებული რაღაც მონაკვეთები,მაგრამ საბოლოო ჯანში კარგი ფილმია.

One response to “სტენდალი – წითელი და შავი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s