ეჰ,ბედკრულო საქართველო !


ამ კვირაში ერთი სასაცილო ამბავი შემემთხვა)) ჩემთვის კი სასაცილოა,მაგრამ აი ისეთი ადამიანებისათვის კი არ უნდა იყოს))

მოკლედ,სანამ საქმეზე გადავალ მინდა ჩემებურად დავყო ჩვენი საზოგადოება…

  1.  ადამიანები,რომლებსაც მართლა,გულწრფელად უყვართ კითხვა და მხოლოდ თავისთვის კითხულობენ და არა სხვის დასანახად… 
  2.  ადამიანები,რომლებიც მხოლოდ იმიტომ კითხულობენ,რომ ჰგონიათ “წიგნი მოდაშია” და ამიტომ არ უნდა ჩამორჩნენ ყველას უნდა გააგებინონ დღეში რამდენი სიტყვა,ფურცელი წაიკითხა… მარაზმი! ( საუბედურობ ასეთი ადამიანები ბლომად არიან (( 

მოკლედ ახალი მეზობლები მყავს)) ჩემს გვერძე გადმოვიდნენ,ერთხელად ყავაზე დამპატიჟეს,მეც საქმე არ მქონდა და ვიფიქრე ” რატომაც არა?! გავერთობი”. თავიდან ჩვეულებრივად დაიწყო ჩვენი საუბარი… მალე გადავედით სოციალურ ქსელებზე ლაპარაკით,ხოდა ეხლა ეს გოგო მეკითხება ინსტაგრამზე მყავხარ,ხოდა კარგი გავიფიქრე მერე?!

” რამდენიმე სურათი ვნახე,რომ გიდევს,წიგნები გაქვს გადაღებული,ხან ჭიქასთან ერთად და ხან რავიცი” – მეუბნება ეს…

მე გამეცინა… ხოდა ავუხსენი მერე,რომ ყოველთვის ვიღებ,რასაც ვკითხულობ,ხან ყდას ვუგებ,ხან რომელიმე იმ გვერდს რომელიც მომწონს ან რავიცი… უბრალოდ მერე ამ სურათებს რომ ვნახულობს მახსენდება რას ვგრძნობდი,როდესაც ამა თუ იმ წიგნს ვკითხულობდი. არის შემთხვევები,როდესაც ადგილს მახსენებს,ან რომელიმე ცხოვრების მომენტს… ყოველთვის ვიღებდი,ინსტაგრამამდეც და შემდეგაც… უბრალოდ ეხლა შემიძლია ზოგიერთი ავტვირთო კიდევაც,რომელიც ყველაზე მეტად მომწონს,ისიც დავუმატე,რომ შეიძლება ვერ გაეგო ჩემი,შეიძლება ვერც თქვენ ვერ გამიგოთ,მაგრან ნუუუ ასეა))

მოკლედ ავუხსენი,ასეთი შეწუხებული,რომ იყო ამ ფაქტით…

გადის რამდენიმე დღე და მერე უკვე ის შემოდის ჩემთან… ჩემ ოთახში ვისხედით და ამ დროს ჩემი ქინდლი დაინახა ( ვაი მეე)

“ესეც კი გაქ?” – აი ჩვეულებრივი წიგნის ჭია ვეგონე,შკოლნიკი,რადგან ქინდლიც მქონია… ჩემი ცხოვრება რომ არ მაქ და ამიტომ რომ ვკითხულობ,რავიცი მე…

საღამოს გამოდის ჩემთან,ისევ… ალბათ ბევრი იფიქრა,იქექა თავის თავში,რომ გაერკვია რა წაიკითხა ბოლოს,და მეუბნება

” კოელიოს “ალქიმიკოსი” წაკითხული გაქვს? ” ჩემი პასუხი უარყოფითი იყო…

” აი მე კი!!!!!!!!!!!!!!” – თვალებში ცეცხლი ჰქონდა ანთებული და გამოხედვა /აი ხომ ხედავ მე წაკითხული მაქვს შენ არა/ …

боже мой!

რაც გაიგო,რომ თურმე კითხვა მიყვარს და გიორგიც ნახა,და აღმოჩნდა თურმე,რომ პირადი ცხოვრებაც მქონია და წიგნის გმირი ბიჭებიც არ ვცოცხლობ,შეჯიბრების სურვილიც კი გაუჩნდა,ეხლა უკვე როდესაც ჩემთან შემოდის,ან მე მპატიჟებს,ისე არ დამემშვიდობება,რომ არ მითხრას ეხლა რას კითხულობს და როგორი ცხოვრებისეული ფრაზებით არის გაჯერებული ესა თუ ის წიგნი… სურათებსაც კი იღებს და Facebook-ზე დებს))

მაგრამ არის ერთი მაგრამ,  ამას არ აკეთებს თავისი სიამოვნებისათვის,ეს არის ჩემ დასანახად,ან დედამისის,მამამისის,ბებიამისის,მეზობელი თამარასი,ჯგუფელების ( პირველ კურსზეა,ადვილია თავის მოჩვენება “მე მიყვარს კითხვა”)  და ა.შ

ეჰ!

6 responses to “ეჰ,ბედკრულო საქართველო !

  1. ჩეს გარშემოც ძაან ბევრია ეგეთი
    რაქნან… რაღაცნაირად მეცოდებიანხოლმე, არვიცი რატო

    • ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ… რაც არ ზის ადამიანში,იმას ვერ შევაყვარებთ… 1-2 წიგნს წაიკითხავენ,იმიტომ რომ გარშემო მყოფებს დაანახონ და მერე ვსო.

  2. რატომ ? შესაძლებელია, როდესაც შენ დაგინახა იფიქრა, რომ სასიამოვნო აადამიანი ხარ და კარგი იქნება თუ ისიც ბევრს წაიკითხავს და შენ მოგბაძავს :33 შესაძლებელია მისი ცხვორება ბანალურია და შენ ახალი მიზანი,კითხვის სურვილი გაუჩინე ,;3

    • აი დამიჯერე ჩემ ადგილას რომ შენ იყო და მოუსმინო როგორ ლაპარაკობს ხოლმე მიხვდები ყველაფერს))

      ნუ ამ შემთხვევაში ეგრეა…

      არის ისეთი შემთხვევებიც,როგორიც შენ დაწერე ეხლა.. ძალიან გამიხარდება ეგრე რომ შემოტრიალდეს სიტუაცია…

  3. Pingback: ეჰ,ბედკრულო საქართველო ! N2 | Just Smile·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s