ჰარუკი მურაკამი – სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით


ჰარუკი მურაკამი სამი დღის  წინ პირველად გავიცანი “სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით”,ამ წიგნის მეშვეობით. ამ წიგნის სათაური ( Nat King Cole’s South of the Border )  სიმღერის გავლენით არის შერჩეული.

წიგნის მთავარი გმირი,ჰაჯიმე,დედისერთაა,რაც 50-იანებში ძალიან იშვიათობა იყო,ამიტომ ყველა ფიქრობდა,რომ იგი ერთი ეგოისტი,გაფუჭებული და თავისთავზე შეყვარებული ბიჭი იყო.

ჰაჯიმეს 12 წლის ასაკში ჰყავდა ერთი მეგობარი გოგონა,რომელსაც შიმამოტო ერქვა და ისიც მასავით დედისერთა იყო. მათი მეგობრობა წმინდა იყო. ერთნაირი ინტერესები ჰქონდათ,კითხვა და მუსიკა. ჰაჯიმეს სხვა ქალაქში გადასვლამ კი ერთმანეთს დააშორა ეს ორი პატარა მეგობარი,სამახსოვროდ კი ერთად გატარებული დღეები შემორჩათ.

შიმამოტოსთან განშორების შემდეგ,ჰაჯიმე იძუმის შეხვდა და ერთად დაახლოებით 1 წელი გაატარეს,მაგრამ ეს ურთიერთობა მისმა ( ბოდიში და ) იდიოტურმა საქციელმა დაანგრია და იძუმი სამუდამოდ გაანადგურა. ჰაჯიმემ იძუმის უღალატა,თან ვისთან? იძუმის ბიძაშვილთან… აი სად შემძულდა ჰაჯიმე! ჩემთვის მიუღებელია ღალატი! თან მაშინ,როდესაც იძუმისთან ისედაც ჰქონდა სექსი! ნუ კაი,კაი,უღალატე ჯანდაბას,მაგრამ ბიძაშვილთან?! კარგი ჰაჯიმე რაააა!.. (🙂 )

ჰაჯიმეს მოჰყავს ცოლი,იუკიკო… იუკიკოს მამის დახმარებით ხდება წარმატებული ბარის მფლობელი… მოკლედ,ჰყავს კარგი მეუღლე,ორი პატარა ქალიშვილი,აქვს ბარი,რომელიც ძალიან კარგად მუშაობს,მაგრამ ბოლომდე ბედნიერი მაინც არ არის… უბრალოდ ისევ ენატრება შიმამოტო,ისევ ფიქრობს იძუმიზე………

მალე მის ცხოვრებაში ჩნდება ბავშვობის დაუვიწყარი მეგობარი შიმამოტო…. ჰაჯიმე ისევ ხდება მოღალატე,ეხლა უკვე ცოლს ღალატობს შიმამოტოსთან… ერთად გატარებული პირველი ღამის შემდეგ კი შიმამოტო ქრება…. ჰაჯიმეს კი რჩება დიდი სიცარიელე და სევდა…

ჰაჯიმეც ადამიანია,ისიც უშვებს შეცდომებს…

11.03.14

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s